შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და ლუკასი


6-09-2022, 15:24
ავტორი GabryeLa
ნანახია 891

საწოლიდან თავბრუსხვევით ავდექი,თვალებს ძლივს ვახელდი.მეძინებოდა. სარკეში ჩემს სილუეტს მოვკარი თვალი,არ შემიხედავს. ეგრევე ფანჯარასთან მივედი.გამოვხსენი,ჰაერის დიდი ნაკადი ვიგრძენი..ავიხედე მაღლა.როცა ცა დავინახე ირონიული სიცილი შემყვა. კოსმოსი/ცა მაინც თავისებური სილამაზით იყო გამორჩეული,იმ ყვველაფრის მიუხედავად,რაც დედამიწაზე ხდებოდა. ნუთუ შეიძლება ასე შეუმჩნევლად განაგრძოს რაღაცამ ან ვიღაცამ არსებობა? დავკეტე ფანჯარა და მივხვდი,რომ ადამიანს ბევრი რამის გადატანა უწევს მთელი სიცოცხლის განმავოლობაში,მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის აწუხებს,რაც მისთვის არარის სასურველი.
-ბედნიერებისგან გაწითლებული ვიყავი,მის ნაკვთებს ვუყურებდი და ეს კიდევ უფრო მაბედნიერებდა,მერე ვეღარ შევიკავე თავი და მთელი ძალით მოვხვიე ხელები..თვითონაც მომხვია,ამიტაცა... იმ დროს რასაც ვგრძნობდი...გული საშინლად მიცემდა.ჩემს სიყვარულს კოსმოსიც ვერ დაიტევდა..მუცელში პეპლების დიდ მასას ვგრძნობდი და იმ ვარდისფერ სითხესაც,რომელმაც საიდანღაც დაიწყო სხეულში ჩამოღვრა და მთელი არსებით გამათბო..ლუკასი... მისი სახე..ძირს რომ ჩამომსვა ნაზად გადამიწია თმა თვალებიდან და ძალიან,ძალიან ნელა და ფრთხილად მიმწია თავისკენ,შემდეგ ჩემსკენ გადმოიწია,ჰაერი გამითბო.მხურვალე ტუჩები ჩემი ტუჩის კუთხეს ისე ფაქიზად შეახო,თითქოს ჩვილი ვყოფილიყავი.შემდეგ თითებით ნაზად მოეფერა ჩემ სახის კანს.მიღიმოდა..გარშემო ღამე ბატონობდა.ნიავს პეტრიქორის გამაბრუებელი სურნელი მოჰქონდა,რომელიც მის სურნელში ისე ნაზად ირეოდა,როგორც ცაზე ვარსკვლავებისა და მთვარის შუქი ირევა ერთმანეთში,თან სრულიად უმისამართოდ. მოულოდნელად იასამნების ბაღში აღმოვჩნდით,სურნელება სულს მიქრობდა და თავბრუს მახვევდა..გარედან წვიმის ხმა შემოდიოდა.ფოთლების შრიალი და მთვარის ნათება,რომელიც ხეების ჩრდილს ქმნიდა,იასამნის სურნელი,პეტრიქორის ბობოქრობა..ლუკასმა ფრთხილად ამიყვანა ხელში და კალთაში ჩამისვა,თავი მხარზე მიმადებინა,ხელები სხეულზე მთელი ძალით მომხვია.შუბლზე ფრთხილად მაკოცა..იმ წამს ერთმანეთთან ძალიან ახლოს ვიყავით,თან ისე ახლოს,რომ მის სუნთქვას ვგრძნობდი და იმ წამს ლუკასი ძალიან მიყვარდა,ისე მიყვარდა,რომ თქმას ვერ ვბედავდი. მეშინოდა.მეგონა,რომ შიში შემიპყრობდა. შემდეგ წამომაყენა,თითის ნელი მოძრაობით მაისური ჩამომიწია,სუნთქვა შემეკვრა. საჩვენებელი თითით ჩემი ლავიწის ძვლებს გაუყვა..თითქოს უსასრულოდ...შემდეგ ფრთხილად დაიხარა და ცხელი,ვარდისფერი ტუჩებით ჩემ სხეულს დაეწაფა..ვერ ვსუნთქავდი..თვალები დავხუჭე და ვცილობდი ბოლომდე მეგრძნო ჩემ სხეულზე მისი არსებობა. ტუჩს ფრთხილად ადებდა ჩემი კანის ზედაპირს.ყელს..ლავიწებს...მუცელს....და უსასრულოდ აგრძელებდა... ტანზე ტაომ დამაყარა.ღია ფანჯრიდან შემოსული ნიავი ნაზად ხვდებოდა ორივეს სხეულს და სიცივეს ჰგვირდა..ლუკასი აგრძელებდა...მისი ტუჩები ატმის სურლენს ატარებდა....
ღამე იყო,მის გვერდით ვიწექი.ვგრძნობდი უსასრულო სიყვარულს,რომელიც ლუკასის მიმართ მქონდა..მისი თვალები,ტუჩები,ცხვირი,ყბები...თითები,რომლებიც იასამნის ყვავილივით ნაზი და საოცრად რბილი იყო..ლუკასს ვუყვარდი. მეც მიყვარდა..
ღამე იყო. მე ლუკასის გვერდით ვიწექი,მის ჰაერს ვსუნთქავდი.თავი მის მკერდზე მედო და მთელი ძალით ვცდილობდი მისი სხეულის შეგრძნებას..
ღამე იყო და ლუკასი ჩემს ლავიწებს ნაზად ეხებოდა,ნაზად კოცნიდა და თავბრუს ახვევდა.
ღამე იყო.მე ლუკასი მიყვარდა..ლუკასს კი მე. ჩვენ,ორივეს კი იასამნების ბაღი და ღამის ცა.






პ.ს. პირველ რიგში გამარჯობა,პიეველი ნაბიჯი გადმოვდგი ასე საჯაროდ..ცოტა დაბნეული ვარ და მეშინია. აარ გამკიცხოთ ძალიან :დდ. :)) გადავწყვიტე აღარ დამემალა ჩემი ნაწერები<33 თუ ახლა ამას კითულობ დიდი მადლობა იმისთვის,რომ დრო დამითმე<3 შეფასებას თქვენ განდობთ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent