შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული მთვარის შუქზე


7-09-2022, 02:36
ავტორი GabryeLa
ნანახია 1 619

-კი,დანიელ. მე ლუკასი მიყვარდა,მაგრამ ეს არიყო ის ჩვეულებრივი სიყვარული,რომელიც მილიონობით ადამიანს აკავშირებდა ერთმანეთთან. ჩემი სიყვარული მთვარიდან მოწყვეტილ ვერცხლისფერ შუქსაც კი ირეკლავდა..და იმ იასამნის სურნელში ეხვეოდა,რომელიც ლილიანას თავბრუს ახვევდა. ჩემი სიყვარული თბილი მზის შუქზე ქრებოდა და ცივი,ზამთარივით სუსხიანი მთვარის შუქზე ჩნდებოდა სამყაროს ზედაპირზე,მთვარის სხივებთან ერთად. ჩემი სარკმლის მინაში ვერცხლისფერი შუქი ჩანდა, ის შუქი
ანათებდა მის წითურ კანს და ლავიწებს,ალვის ხესავით ატოტილს სილუეტად აჩენდა ღამით,ჩემს წინ,ცივ ოთახში. მის თვალებში ჩემს თავს ვხედავდი და იმ წერტილის ნათებასაც,რომლის სიყვარულის გამოც,ყოველ საღამო
გაშლილ მინდორზე მიმყავდა ლილიანა.... იცი როგორ უხაროდა? იმ მომენტში პატარა ბავშვს გავდა.
არა,ლილიანა მართლა პატარა იყო. იმაზე პატარა,ვიდრე მე აღვიქვამდი. პატარა იყო,მაგრამ ყველაფერს გრძნობდა. გრძნობდა იმას მე როგორ მიყვარდა,თავის სიყვარულსაც გრძნობდა და ამით ბედნიერი იყო. ბედნიერი იყო მაშინაც,
როცა ღამის ცის ქვეშ,შუა მინდორზე ხეელებ გაშლილი დგებოდა,თავს მაღლა ასწევდა და ვარსკვლავების შემყურე აციმციმებული თვალებით მეტყვოდა,თუ როგორ ვუყვარდი,შემდეგ ხელს ჩამჭიდებდა და შორს,ძალიან შორს გამახედებდა იქ,სადაც სატურნის და იუპიტერის ნათება შორეულ შავ სამყაროს ძალიან ამშვენებდა. ის გრძნობდა მთვარის შუქს და მის ვერცხლისფერ ნათებას,რომელლიც ნელ-ნელა არღვევდა თავის სილუეტს და აფერმკრთალებდა,მაშინ როცა ღამის სიჩუმე დასახლებულიყო სატურნის ნათებიდან დედამიწაზე. მთვარის ცივი შუქი ლილიანას თბილ სხეულს მაშინაც ერწყმოდა,როცა ბედნიერი დგებოდა ცის ქვეშ და ჩემ სიყვარულზე ფიქრობდა.
მთვარის შუქმა იასამნების სურნელში გაარღვია ლილიანას სხეული,დაადნო მისი წითური კანი,და ვერცხლისფერ ფონზე სარკეს ანარეკლი გახადა. მისი ტუჩები...ატმის ფერი..თვალები?-ცისფერი..თმა ისევ წითელი....კანი კი
ვერცხლისფერი იყო ...ბაგეები იისფერი ჰქონდა.. ვერ ვუყურებდი ლუკას,მეშინოდა რომ ასეთი დარჩებოდა ჩემს მეხსიერებაში. მეშინოდა მის გარეშე ღამე სიარულის,მეშინოდა ცის ყურების. მის გარეშე მეშინოდა ლუკას.
მოგონებებში ისევ ის წითური ლილიანა მყავს,ცისფერი თვალებით და იის სურნელით. ამხელა სამყაროში ის ძველი ლილიანა მხოლოდ მე მყავს,თქვენ კი იმ ცივმა ღამემ წაგართვათ....კი,მე ისევ მყავს..ჩემთანნ ყოფნა უნდა,
ეშინია ღამის,მთვარესაც შიშით იხსენებს ხოლმე,რადგან სტკივა. მის სხეულში ვერცხლისფერი შუქი ისევ ლივლივებს იასამნის სურნელთაან ერთად.ლილიანა კი ჩემს მოგონებებში ლივლივებს სიყვარულთან ერთად. არა,
ჩემი გრძნობა მთვარეს არ ერწყმის უხეშად,თუმცა მან წამართვა სიყვარული. არა,არ წაურთმევია,ისევ მიყვარს და ხვალ ზუსტად ამ დროს ჩემს გრძნობებთან ერთად გავქრები იმ მინდვრიდან,სადაც ლილიანას სიილუეტი ლივლივებს.
მე გავქრები... ალბათ იასამანი გავხდები,ან მთვარის ცივი შუქი,რადგან ყოველი შებინდებისას მთვარესავით გავუნათო ჰორიზონტი, განთიადისას კი მისი თმის სურნელი მივიტანო ჩემს საფლავთან,სამყაროს გასაბრუებლად......
მიყვარს ლუკას და ამას მკვდარიც კი ვვგრძნობ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent