შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე მთვარის შუქზე


29-09-2018, 21:24
ავტორი Giorgi Uertashvili
ნანახია 2 364

მე მთვარის შუქზე მარტო დავჯექი
და გავაგრძელე ანნაზე წერა.
აქ ჩემი გულის შენ ხარ დამგრეხი,
გამინადგურე ახალი ერა.

მე მთვარის შუქზე მარტო დავჯექი,
მაშინ მესტუმრა მე შენზე დარდი.
კვლავინდებურად მე არ განვდექი
და ჩემთვის ჩუმად შავ ღვინოს ვსვამდი.

მე მთვარის შუქზე მარტო დავჯექი,
"ჩემი ღმერთი ხარ!" - მე კვლავ ასე ვთქვი.
მე სიყვარული მქონდა და დარდი
და სისხლისფერი გესროლე ვარდი.

მე მთვარის შუქზე მარტო დავჯექი
და თვითმკვლელობა მე ჩავიფიქრე.
მე შენ ხომ ძლიერ მიყვარხარმეთქი
ვთქვი და სიკვდილი გადავიფიქრე.

გული ამ შუქზე კვლავ მარტო დადგა
და ვერ იპოვა მისი ნაწილი.
შენ ამ გულისთვის ხარ რკინის ფარდა
და მე ჩამარტყი დიდი მახვილი.

ეს შენზე ფიქრი მე შემაყვარა ჩუმმა ფერებამ
და მწარედ მომკლა უმოქმედობამ და გაჩერებამ.
ისევ მიყვარხარ და მე ისევ ვარ შენი ერთგული!
შენ ხარ გრძნობებით, ამ სიყვარულით მუდამ შემკული...

მე მთვარის შუქზე მარტო დავჯექი
და გავაგრძელე ანნაზე წერა.
აქ ჩემი გულის შენ ხარ დამგრეხი,
გამინადგურე გრძნობათა ერა.



№1 სტუმარი ჯავახა

"სიყვარული ბრმაა,სიძულვილამდე ერთი ნაბიჯი"

 


№2  offline წევრი luana

მართალია, სიყვარულია ის ერთადერთი ძალა, რომელიც სიკვდილს გადაგვაფიქრებინებს. წარმატებები <3

 


№3  offline წევრი sweetgirl

ანამ იცის შენი მუზა რომ არის?ძალიან გაუმართლა❤️სიყვარულით სავსეა შენი ლექსები❤️❤️

 


№4  offline მოდერი bla.ell

გიო შენ ანნას ხშირად ახსენებ როგორც ჩანს კარგად მოჭიდებია შენს გულს მისი ხელები❤კარგია სოყვარული და უფრო კარგი როცა უყვარხარ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent