შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული


29-10-2022, 11:01
ავტორი მ.თ
ნანახია 1 028

გადაუღებლად წვიმს, წვეთები ცრემლებად ეშვებიან მიწაზე...
ცა ტირის...
ან იქნებ სიხარულის ცრემლებია,იმ სიხარულის, დიდი ხნის უნახავ ადამიანებს რომ შეახვედრებს ხოლმე ერთმანეთს...
ვინ იცის...
წვიმას ქარიც ემატება, ზუზუნით შემოიჭრა სახლში კედლებიდან, გარშემო ყველაფერი აახმაურა...
შევკრთი, ის წლების უკანდელი შეგრძნება მოვიდა, ისევ ისე ვიგრძენი სითბო გულში, ისევ ისე მოედო მთელს სხეულს, როგორც მაშინ, როცა ჩემს სიახლოვეს იყავი. ისევ ისე, როგორც წლების უკან, მთელი არსებით ვგრძნობ, რომ სადღაც ახლოს ხარ.
ვებრძვი ფიქრებს, განცდებს, საკუთარ თავს .
ვებრძვი ყველაფერს გარშემო, იბრძვის ბუნებაც...
ნელი ნაბიჯით ვუახლოვდები ფანჯარას, მეშინია. იმედგაცრუების მეშინია, იმ შეგრძნების მეშინია, იქ რომ არ დამხვდე.
თუმცა შეხვედრის ყველაზე მეტად მეშინია,შეხედვის მეშინია, იმ ტკივილის მეშინია რასაც შენს თვალებში ჩამდგარი სევდა მომანიჭებს.
წამები საათებად იქცა...
შიშის მიუხედავად, საკუთარ თავს ვუტყდები, რომ უსაშველოდ, სულის ტკივილამდე მენატრები,გულის გაგლეჯვამდე მენატრები, შენი თვალები მენატრება, სითბო მაგ თვალებში. ეგოისტიურად, მაგრამ მაინც მინდა შენს თვალებში იმ დიდი სიყვარულის დანახვა, შენ რომ ჩემს მიმართ გრძნობდი, ეს შეგრძნება უდიდეს სიმშვიდეს მომიტანს.
იქნებ გადაუყვარდი, იქნებ დაგივიწყა, იქნებ სიძულვილმა ჩაანაცვლა ყველაფერი, იქნებ... იქნებ...
თვალებს ვხუჭავ, დაორთქლილ მინას ხელით ვასუფთავებ...
ნელ- ნელა ვახელ თვალებს
აქ ხარ, ამდენი წლის შემდეგ ჩემთან ასე ახლოს.
საჭესთან ზიხარ, შენს ზურგს შევცქერი, რაღაცნაირად მოხრილს, ტკივილისგან, ემოციისგან და განცდებისგან...
შენც ჩემსავით გიჭირს, გეშინია ამ შეხვედრის...
ან იქნებ მხოლოდ ჩემი წარმოსახვაა, მე გგრძნობ ასე, რადგან მინდა რომ ასე იყოს, მინდა, რომ გტკიოდეს ჩემსავით.
შენს ხელებს ვხედავ, მობილურს იღებ, ვერ იმორჩილებ, ხელები გიკანკალებს, სარკიდან აბრუნებ თავს.
თვალებს ვხუჭავ...
ბედნიერება და უბედურება,სიხარული და ტკივილი ერთიანად მოდის ჩემთან.
მოსახვევის კუთხეში მანქანის უკანა ფარს ვხედავ.
უსაშველოდ წვიმს...
ღაწვებს ცრემლები მისველებენ.
ისევ გატკინე...



№1 სტუმარი სტუმარი მარია

შიში ბუნებრივია, აქ არაფერია გასაკვირი. თუმცა მასთან შეხვედრა და იმის გარკვევა კიდევ ახსოვხარ თუ არა უმნიშვნელოვანესია. მიუხედავად იმისა, რომ ჩანახატი ისევ ტკივილით მთავრდება, მთავარია მათ ურთიერთობას სახელი დაერქმევა, ან წერტილი დაესვას საბოლოოდ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent