შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"არეულობა"


29-10-2022, 12:31
ავტორი Chocolate from White Hell
ნანახია 922

დღეს ისევ დავთვერი.
არა სიყვარულით, არამედ სასმლით.
ღამის სამი საათია.
ახლა უნდა მეძინოს, მაგრამ იმდენად მიტრიალებს სასიამოვნო ალმური მთელ სხეულში, ვერ ვიძინებ. თან მტკივა, მაგრამ "კაიფია" ერთგვარი. ჩემი ტვინი, გაუჩერებლად ფიქრობს, ფიქრობს და ისევ ფიქრობს...არ იღლება.
თითქოს მაწამებს.
ვცდილობ სასმელს დავყაბულდე და მოვდუნდე, მაგრამ არ გამომდის.
საათის ისრების ხმა, მთელ სხეულს მიწიოკებს, ვწრიალებ ლოგინში და ღია აივნის კარებიდან შემომავალ სუსხს, ჯიუტად ვეგებები მთელი სხეულით. თითქოს ცუნამივით მაწყდება სხეულში, ერთიანად მივყავარ სადღაც არამიწიერ სამყაროში და ისე გამეტებით მახეთქებს წარსულის ტკივილებთან, ყველა ძვლის მსხვრევის ხმას მძაფრად აღვიქვამ. თავის ტკივილი მიმატებს და თვალებიდან, სისხლის ცრემლები მდის. არ ვიცი, რატომ მომყავს ასეთი შედარება, მაგრამ როგორ ფიქრობ, პოეტური არ არის?

იცი, ახლა ტკივილზეც დავფიქრდი. შენი აზრი, რა ფერის შეიძლება იყოს ტკივილი?
შავი? იქნებ ნაცრისფერი? ან სულაც ყვითელი...ჰო, შენი ფერი. ხომ ძალიან გიყვარდა ყვითელი?
ვფიქრობ რომ ყვითელია, მაგრამ ძალიან გახუნებული, გაცრეცილი და იმედდაკარგული-ზუსტად ისეთი, როგორიც შენი თვალები იყო, როდესაც ჩემი დასერილი ვენიდან სისხლი მოთქრიალებდა და ჯიუტად ცდილობდი მის შეჩერებას.

ვდგები და ჩემს თავს ვუყურებ ფანჯრის მინაზე...იქედან ვხედავ, თუ როგორ მოედინება ცივი ოფლივით ჩემი ტკივილი და მთელ სხეულზე იშლება. ვუყურებ და ვითვლი...ყველა ცრემლსა და სევდას, ერთ მუშტად ვკრავ და სიბნელეში გაბატონებულ ტკივილს ისე ვესვრი გულში, როგორც თავად მესვრის ხოლმე ტკივილს და ყოველ დღე კვდომას მაიძულებს. არ ვიცი, მივაღწევ თუ არა იმას, რომ თავი დავაღწიო ამ ყველაფერს, მაგრამ ვცდილობ ისე ძლიერად ვესროლო, რომ ვეღარ დაბრუნდეს და ცოტა ხნით მაინც მაცადოს უყველაფროდ-ყველა ემოციის გარეშე ყოფნა.

ყველაზე ცუდი, იცი რა არის? მხოლოდ ერთ ტკივილს ვერ ვიშორებ. მუდამ გულის ჯიბით დამაქვს და ისე მაქვს დალუქული ეს ჯიბე, თავისი ნებით რომ ვერ შეძლოს წასვლა და ჩემი ისევ დატოვება.
ვიცი, ძალიან სულელურად ვიქცევი და ვიცი რომ უკვე გაფრენილს, უკან ვერ დავაბრუნებ, მაგრამ როდესაც რაღაცას ძალიან ეტრფი და მასზე მიჯაჭვულობას გრძნობ, რთულია გაუშვა. არ შემიძლია, შენზე რომ არ ვიფიქრო და ყოველ სიზმარში, შენთან ერთად გატარებული დროის ფრაგმენტები არ ავკინძო და ერთ ისტორიად არ შევკრა.
ხანდახან შენს ფოტოებს ვუყურებ. ვხედავ, თუ როგორ გაიზარდე და მინდა იმ სახის ნაკვთები გავიხსენო, მე რომ მიყვარდა. მინდა დავიმახსოვრო.
შემდეგ ვხუჭავ თვალებს და ვცდილობ ჩემს ხატებად გაქციო, ჩემს წინ დაგაყენო და გიყურო, თუმცა...როცა წამწამები ერთმანეთს უერთდება და თვალები მეხუჭება, მხოლოდ სიბნელეა ირგვლივ. ისეთი სიბნელეა, ვერაფერს ვხედავ-ჩემი თავის ანარეკლის გარდა, რომელსაც მთელი სხეული დასერილი აქვს ვერგამოთქმული გრძნობებისგან და ტირის...სისხლი სდის მთელი სხეულიდან და გაგიჟებული, გაშეშებული მზერით მე მიყურებს.
მეშინია...
ისე მიყურებს, როგორც მტაცებელი ცხოველი უყურებს თავის მსხვერპლს. ერთი ზედმეტი მოძრაობა და ჩემი მკვდარი სხეულის სისხლში აღმოვჩნდები.
შეშინებული ვიღვიძებ და ისე ვკანკალებ, სხეულსაც ვეღარ ვიმორჩილებ.
ირგვლივ არსებული სიჩუმე ყვირის ისე, როგორც მშვილმკვდარი დედა და ისედაც დანაწევრებულ სულს, კიდევ მეტად მიშლის.


არყით ვიხშობ მოვარდნილ ქარიშხალს და მინდა დავწერო...
ჩვენზე დავწერო, მაგრამ ხელები მიკანკალებს. ემოციების გადმოცემა მინდა, მაგრამ არ გამომდის. მგონი, არაფერს ვგრძნობ.
ვცდილობ, რომ მოვუსმინო მელოდიას, რომელიც ჩვენი "სიყვარულის ვალსს" ჰგავს, მაგრამ ადრინდელივით ვეღარ შევიგრძნობ ნოტებს.
ვერ ვუსაბამებ სახელს იმას, რაც მე მჭირს. თითქოს უსულო არსებად ვიქეცი, რომელსაც ქვეყნად აღარაფერი ადარდებს. მხოლოდ იტანჯება...
ის ტკივილი ტანჯავს, რომელიც ერთხელ აჩუქე და სამუდამოდ დაუტოვე...

...გათენებას, სულ ტყუილად ველოდები ხოლმე. ისევ ღამდება, მე კიდევ ღამით არ მძინავს. ჰაერიც არ მკმარა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ღია ფანჯარასთან მძინავს და ჰაერი, ისე დადის ჩემს სხეულში, როგორც სული. გონებაში ათასი აზრი ირევა, რომელიც ელვასავით მთელ სხეულში სწრაფად გაივლის და ერთ წერტილში ტკივილად მედება.
სასაცილოა...
როგორი ბოროტია ტკივილიც კი. ყველაზე სათუთ და ფაქიზ ორგანოს არჩევს. გითხრა, თუ მიხვდები?
ვიცი...ვიცი, რომ მიხვდები.
აღარ ვიცი.
ყვირილი მინდა, მაგრამ ხმა დამეკარგა. მინდა ვიტირო, მაგრამ ცრემლი ისე დაშრა, თითქოს არც არასდროს ყოფილა. მინდა რომ გავიხადო იმ ტკივილებისს ქურქი, რომელიც ყოველ სეზონზე მახურავს და ხან სულ მიხუთავს, ხანაც მიყინავს.
ისევ რომ გიგრძნო, ეგ მინდა, მაგრამ იმდენად გაუფერულდა ეს გრძნობაც, მეშინია რომ არ დამავიწყდე...მეშინია რომ არ დავიკარგო შენს ძებნაში და ის ნაწილიც არ გაქრეს, რაც დამრჩა შენგან.
არა...არ დამრჩა. მოვიპარე.
დიახ! მოვიპარე, რადგან მარტოობის შემეშინდა.
ბედის ირონია კი ის არის, რომ ისევ მარტო ვარ ცივ და ეკლიან საწოლში, სადაც ვცდილობ დავიძინო.
სუნთქვის ხმაც აღარ მესმის და ყველაზე მეტად რისიც მეშინოდა, ის ხდება...უბრალოდ არსებობას ვაგრძლებ.

სახეზე, ობოლი ცრემლის ჩამოგორებას ვგრძნობ.
საკუთარ თავს ვერაფერს ვშველი. არც ის ვიცი ვინ ვარ, ან რა მინდა...უდაბურ ტყეში დავიკარგე, საიდანაც გასასვლელი არ ჩანს.
მეშინია...
სიცივე ცეცხლივით მედება სხეულზე. ვეხვევი საბანში, ბოლომდე ვიმალები შიგნით და მშვიდი სუნთქვით, არსებობას განვაგრძობ, რომელიც იმდენად სუსტი და მკრთალია, ვერავინ ამჩნევს...




______________________________
გამარჯობა...)))
დიდი ხანია არაფერი დამიწერია და კიდევ უფრო დიდი ხანია, არაფერი დამიდევს. თითქოს, წერაც დამავიწყდა((
ყველაზე მეტად არ მინდოდა იმის დაჯერება რომ ვეღარ დავწერდი და ვეღარ გაგიაზიარებდით ჩემს პატარა ნაწილს.
ვერ გადმოვეცი ბოლომდე ყველაფერი, რადგან ზუსტად ისეთივე არეულია ჩემი გონება, როგორი არეული ნაწერიც არის.
არ ვიცი ვინმე ნაცნობს თუ წავაწყდები აქ და გავახსენდები, თუმცა იმედი მაქვს რომ გავახსენდები და წამით მაინც გაეღიმება)))
მოკლედ, ჩავთვალოთ, რომ უბრალოდ იმ არეულობის დაბალანსების საწყისია, რაც მთელ ტვინში ტრიალებს.
იმედი მაქვს...არც ეს ვიცი. იმედით არ დამიწერია..უბრალოდ მომენატრა)))

დიდი მადლობა, ვინც დროს დამითმობთ.
პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...))



№1 სტუმარი სტუმარი მარია

ტკივილი გვაძლიერებს. გამოცდილება გვზრდის. რაც არ უნდა მოხდეს ყბელაფერი კარგად იქნება, მე ამის მჯერა.

 


№2 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

მეგობარო, რაც მეტს ვკითხულობდი ამ საიტზე ისტორიებს, ჩანახატებს ან რამე მსგავსს, მით მეტად ვრწმუნდებოდი, რომ ხალხი უბერავს...
მეც გავაფფინე და შენც. ცოტაა ისეთი, ვისაც არ გაუფრენია და მისთვისაც არ არის ეს პლიუსი, იცი რატომ? იმიტომ რომ არ ვიცით კარგი როგორია.
იქნებ ისინი, ვინც ჩვენზე მეტად აფრენს, რომ წერს ან არ... გაფრენა ბევრი მნიშვნელობითაა, დანარჩენს შენს გონებას მივანდობ.
რაც აქ წერია, შედეგია ან დიდი ემოციის, ან პირიქით გამომშრალობის, რადგან ძაან ჩვეულებრივად გასაგებია, რაც წერია. არაფერი ზედმეტი...
არანაირი მითითება არაა საჭირო აქ, იმიტომ რომ შენც იცი რა არის. ჩემი ტკბილი ენით რამე ტკბილი რომ გითხრა შეიძლება ამით გაბედნიერდე, მაგრამ ვერ ვამბობ. განა იმიტომ რომ შენგან სხვას ვარ ნაჩვევი, არა! უბრალოდ ვერ ვამბობ.
ძილის წინ დაგროვილი უამრავი ფიქრი, სადარდებელი, ტკივილი და ბოლოს ძილი, ძილი, რომელშიც გეზმანება შენი პრობლემები, ,,გულშიჩაყოლილი პრობლემები" .
ამ ჩანახატმა ერთი ჩემთვის საყვარელი სიმღერა გამახსენა, მოუსმინე მოგეწონება ალბათ. ( two feet- caviar)
წერის დროს, როცა გაორება მაქვს ეს სიმღერა მკურნალივითაა... ცადე, იქნებ შენც სალბუნად მოგედოს. )))
კარგად თეთრო შოკოლადო, ცხოვრება ქალს შენი ესმის.

 


№3  offline წევრი Chocolate from White Hell

სტუმარი მარია
ტკივილი გვაძლიერებს. გამოცდილება გვზრდის. რაც არ უნდა მოხდეს ყბელაფერი კარგად იქნება, მე ამის მჯერა.

მიხარია, თქვენ მაინც თუ გჯერათ...)) ჩემი აზრი, ცოტათი სხვანაირია, მაგრამ სანამ იმედის ნაპერწკლები კიაფობს ვინმეს სულში, ყოველთვის იქნება გზა, რომელიც ჭეშმარიტებამდე მიგვიყვანს⁠♡

სტუმარი Life is beautiful
მეგობარო, რაც მეტს ვკითხულობდი ამ საიტზე ისტორიებს, ჩანახატებს ან რამე მსგავსს, მით მეტად ვრწმუნდებოდი, რომ ხალხი უბერავს...
მეც გავაფფინე და შენც. ცოტაა ისეთი, ვისაც არ გაუფრენია და მისთვისაც არ არის ეს პლიუსი, იცი რატომ? იმიტომ რომ არ ვიცით კარგი როგორია.
იქნებ ისინი, ვინც ჩვენზე მეტად აფრენს, რომ წერს ან არ... გაფრენა ბევრი მნიშვნელობითაა, დანარჩენს შენს გონებას მივანდობ.
რაც აქ წერია, შედეგია ან დიდი ემოციის, ან პირიქით გამომშრალობის, რადგან ძაან ჩვეულებრივად გასაგებია, რაც წერია. არაფერი ზედმეტი...
არანაირი მითითება არაა საჭირო აქ, იმიტომ რომ შენც იცი რა არის. ჩემი ტკბილი ენით რამე ტკბილი რომ გითხრა შეიძლება ამით გაბედნიერდე, მაგრამ ვერ ვამბობ. განა იმიტომ რომ შენგან სხვას ვარ ნაჩვევი, არა! უბრალოდ ვერ ვამბობ.
ძილის წინ დაგროვილი უამრავი ფიქრი, სადარდებელი, ტკივილი და ბოლოს ძილი, ძილი, რომელშიც გეზმანება შენი პრობლემები, ,,გულშიჩაყოლილი პრობლემები" .
ამ ჩანახატმა ერთი ჩემთვის საყვარელი სიმღერა გამახსენა, მოუსმინე მოგეწონება ალბათ. ( two feet- caviar)
წერის დროს, როცა გაორება მაქვს ეს სიმღერა მკურნალივითაა... ცადე, იქნებ შენც სალბუნად მოგედოს. )))
კარგად თეთრო შოკოლადო, ცხოვრება ქალს შენი ესმის.

მეგობარო....მონატრებულო და ძალიან კარგო. შენი დანახვა რომ ყოველთვის მახარებს და გელოდები, იცი?!))) თუ არ იცი, აწი გეცოდინება და კარგად დაიხსომე♡
კითხვა არაა საჭირო იმისთვის, რომ ეგ დაასკვნა...))
მე დიდი ხანია ვუბერავ, შენც რომ არ იქნები "დალაგებული", ეგ ვიცი და მიხარია...))
კარგია, თუ შეიძლება რომ ჩვენზე ითქვას "აფრენენო", რადგან არ მინდა ნორმალურად ყოფნა.
გამომშრალიც ვარ და ემოციურად სავსეც. არ ვიცი რომელი უფრო კარგია, მაგრამ ფაქტია რომ არც ერთი არ მომწონს. ჩემს თავს, ასე ვერ ვგუობ და რაღაცას ვეძებ...ოღონდ მართლა არ ვიცი რას, ან რატომ(((

მესმის შენი. ზოგჯერ რთულია თქვა ის, რაც შენს გონებას ნისლივით შემოეხვია და გაიწმინდო ამ ნისლისგან, ამიტომ შენი აქ ყოფნით, უკვე თქვი ყველაფერი...სულ რომ ერთი სიტყვა დაგეწერა, მაინც გავიგებდი რომ ჩემთან ხარ, აქ ხარ და მიყურებ. ესეც მნიშვნელოვანია⁠♡
სიმღერას რაც შეეხება, მომეწონა, მაგრამ რომ გითხრა დამალაგა-თქო მოგატყუებ..))))
აზრები "გამიხელა" და კიდევ მომიმატა საფიქრალი, თუმცა ამ სიმღერას, იმიტომ შევინახავ რომ შენ მირჩიე))) გაგიხსენებ, როცა უბრალოდ ვეღარ მოვახერხებ აზროვნებას და მოვუსმენ...მოგისმენ)))
დროებით, ცხოვრება ქალო. ვიცი, რომ გესმის და ჩემი ეგო, ამით ისეთი კმაყოფილი და ბედნიერია, ვერც წარმოიდგენ))
ყოველთვის იყავი და არ წახვიდე❥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent