ვარსკვლავები არ ვარდებიან, ისინი კაშკაშებენ (სრულად)
*** კავკასიონი დღემდე გაჰკივის ცას მიუწვდომელ ჰანგებს. იგი ქარებს ატანს ჩვენსკენ მითებს. ატანს მაგრამ ვინ უსმენს? რად გინდა? წადი ღამით, მაშინ როდესც ვარსკვლავ ცვენა დაიწყება. გაწექი თბილ ბალახზე როდესაც ქარი მკვეთრად დაუბერავს და უსმინე. უსმინე ლეგენდას პატარა გოგონაზე. გოგონაზე, რომლის თვალებშიც ვარსკვლავები ცეკვავდნენ, თუმცა გული ჰქონდა მაინც ჩვილი ბავშვისა იავნანას რომ უმღერიან დაძინებისას; "ვარსკვლავებს ეძინება, თვალები ეხუჭება, ძილში ფერად-ფერადი ნატვრები ესიზმრება..." ფერად-ფერადი ნატვრები... იგი ამ ნატვრებს დღემდე გულით ატარებდა. მას სწამდა. მას უხაროდა. მას ხელთ მთელი გალაქტიკა ჰქონდა. დრო გადიოდა და მისი იმედის კელაპტარი ნელ-ნელა დაფლეთილი ძველი წერილებივით იფერფლებოდა ბუხრის ცეცხლში სამთრის სუსხზე. მას კი ორივე ხელი ჯიუტად შემოეხვია ამ კელაპტარზე და არ ანებებდა ჩაქრობას. მას სტკიოდა. მას ეწვოდა. ხელები კი არა სული ეწვოდა. მაგრამ მაინც სწამდა. რწმენა ის ერთადერთი იყო, რომელიც ამ ზამთრის წყვდიადში გზას უკვალავდა. ეუბნებოდნენ დანებებას. ეგ კი არა ამ უკვე ისედაც გათანგულ, ჩამოღვენთილ სანთელს მთელი სიძლიერით უბერავდნენ ურჯულოები. და თელავდნენ მას. და სტკენდნენ მას. და არ სჯეროდათ მისი. და მაშინ მის თვალებში ვარსკვლავები ჩაქრნენ. მაშინ აღარ იყო ვარსკვლავცვენა. აღარც არავინ უმღეროდნენ იავნანას და ფერადი ნატვრებიც ნელ-ნელა გაუფერულდნენ დაბოლოს, მთლად გაშავდნენ. ეს სამყარო ზედმეტი აღმოჩნდა მისთვის, ან კიდევ პირიქით. ვინ იცის... თავი დახარეო ეუბნებოდნენ. ხელები ცვილში გაქვსო ამოსვრილი. ნუღარ ინატრებო რამეს. რადგან ამოდენა ჩაშავებული ნატვრებისათვის უკვე საკმარი სიბნელეაო დედამიწაზე. მაშინ დაემხო ცრემლებმორეული პარატა გოგონა და ახედა ზეცას სადაც არც ერთ ვარსკვლავს არ უჩანდა ჩამოვარდნის პირი. მერე გულმოკლულმა ქარებს გასაქანი მისცა და ის-ის იყო დამწვარ პაწია ხელებს მოსწყვეტდა მილეულ კელაპტარს, რომ ქარებმა მისი ჩაქრობის ნაცვლად გოგონას ცრემლები შეუშრეს და მის ყურთ ნაზად დაიჩურჩულეს: "ნუ ელოდები მათ ჩამოვარდნას. რაი თუ ვარსკვლავები არ ვარდებიან, ისინი კაშკაშებენ." დასასრული ნუ ელოდებით ნურაფერს მეგობრებო. უბრალოდ იკაშკაშეთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.