შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედა


19-02-2023, 18:22
ავტორი Chocolate from White Hell
ნანახია 965

ისეთი ჩუმი ცაა, მეშინია, დედა.
დღეს 7 აპრილია.
დღეს...ის დღეა, როდესაც შენ ზეციდან ჩამოფრინდი. კეთილმა ანგელოზებმა, შენი სინათლე და სიკაშკაშე, იმ შავი და ბნელი დედამიწისთვის გაიმეტეს, რომელმაც ბოლოს გშთანთქა. დღეს მესაფლავეც კი დამწუხრებით მიყურებს, რადგან 7 წელია ასეთს მხედავს.
7 აპრილია, დე.
7 საათია, დე.
და...7 წელია აღარ მინახიხარ.
იცი როგორი მტანჯველია ეს წლები? უზომოდ მენატრები და მჭირდები. მჭირდება იმ გაზაფხულის სურნელი და სუნთქვა, რომელსაც ყოველ სისხამ დილით მაფრქვევდი.
გულთან ახლოს, რაღაც მწიწკნის. რაღაც, რაც ძალიან მტკივა, მაგრამ იცი რას შვრება? უფრო მეტად მტკენს.
აქ რომ იყო, დაუყვირებდი. თვალებს ბოლომდე და ფართოდ გაახელდი და ეტყოდი: "ჩემს ყვავილს გაეშვი, უგუნურო!"-და ისიც წავიდოდა.
რატომ აღარ მიცავ?
მეშინია, დე.
დავიღალე იმით, რომ ყოველთვის ვუმკლავდები იმ რაღაცებს, რასთან გამკლავებაც არ ვიცი და სწავლების პროცესში, იმდენ სისულელეს ვაკეთებ, ბნელი ფერები ედება გულს. ვიცრიცები და ვნაცრისფერდები. ვიცი, როგორ არ გიყვარდა ნაცრისფერი და ვიცი რომ დამტუქსავ და მაპატიე, გთხოვ. მაპატიე ის ნაცრის'ფერები, რაც ახლა მთელ სხეულში უჯრედულ დონემდეა შეღწეული და მჭამენ...ერთაბაშად არა, ნელ-ნელა და მტანჯველად.

მომენატრე, ისევ.
თითოეული მონატრება, გულზე ლოდად ჩამომეკიდა და ამაფორიაქა...რა ვუყო ამას? ხელები სიცივისგან, თუ ნერვიულობისგან მიკანკალებს და ვერ ვიმორჩილებ. რა გავაკეთო, დე? მითხარი რამე, გხთოვ. ან კიდევ...
შენ ხომ არ გესმის ჩემი...ამაოა სულ ყველაფერი.

ჩვენი გაზაფხული...ეს გაზაფხული. გესმის? გესმის როგორ წიკწიკებს დრო, რომელსაც მხოლოდ მე ვუწყობ ფეხს და შენ უბრალოდ მიყურებ...გვიყურებ?

***
გუშინ ძალიან იწვიმა.
მე მინდოდა...მინდოდა ისევ მომეტანა შენთვის იასამანი. ბზრიალით მომერბინა შენამდე და წვიმის წვეთები, ღაჟღაჟა და აბრეშუმივით ნაზ კანზე დაუდევრად შემომეფრქვია.
თუმცა...სად ხარ? ამ ცივი და უსიცოცხლო ქვის შიგნით, შენი სხეული მშვიდად წევს, მაგრამ სული? განა სული როგორ არის როცა ახლა-ჰო, აი ახლა და აქ! მე მიყურებ და ხედავ, თუ როგორ დაეტყო თვალებს უძილობა...რას გრძნობ?
შენც გტკივა, დე? მე ძალიან.

მინდა გავქრე...გავქრე, როგორც ნისლი. მოჩვენებად ვიქცე.
ვფიქრობდი...უკვე მერამდენედ, რომ ცხოვრება ერთი პატარა და მოკლე გაელვებაა, რომელიც ისე უეცრად წავა და მოვა, თვალსაც ვერ შეაწვდენ. გინდა გითხრა რა არის ადამიანის დანიშნულება ამ ცხოვრებაში? გეტყვი.
ამ ერთი გაელვების დროს, რაც შეიძლება ბევრჯერ ჩაისუნთქოს ჟანგბადი და ფილტვები ყველა სასიცოცხლო ენერგიით დამუხტოს. რატომ? იმიტომ რომ არ იცი როდის იგრძნობ ჰაერის უკმარისობას, ფილტვები დაგიგუბდება და სიკვდილის ანგელოზი, შენს ახლოს ჩაივლის.

ცხოვრება უფრო მშვენიერი იქნებოდა, რომ ვიცოდეთ ვინ, როდის და რატომ დაგვტოვებს, არა, დე?! მე რომ მცოდნოდა ასე მალე წახვიდოდი, იმდენ რაღაცას მოგიყვებოდი, იმდენ გეგმას გაგიმხელდი და მთელ ღამეებს საუბარში გავატარებდით, ალბათ დაგღლიდი. გულიდან დარდს ბოლომდე ჩამოვიხსნიდი და ძალიან ბევრჯერ გეტყოდი, თუ როგორ მიყვარხარ, როგორ მჭირდები და რა ბედნიერი ვარ შენი არსებობით...
ეჰ, რა რთულია იყო ადამიანი, გქონდეს ემოციები და ამ ემოციებთან ერთად კვდებოდე.

გუშინ გეძახდი.
სანთლით ხელში, მუხლმოდრეკილი ღმერთს შენს სახელს ვუმეორებდი. იმდენ ხანს ვესაუბრე, დავღალე და ალბათ აღარც მისმენდა. თურმე რამდენი რამე მქონია სათქმელი, მე კიდევ ვერ მოვასწარი...
მიყვარხარ, მჭირდები და მაკლიხარ.

უკვე მერამდენედ ვსწავლობ ტკივილთან გამკლავებას, მაგრამ ახლა ის უწინდებურზე მეტად ძლიერია…ბოლოს როდის გავიღიმე ბედნიერებისგან ანთებული მზერით, აღარც კი მახსოვს.
აი, მივედი ბედნიერებამდე...ბევრჯერ დავაკაკუნე ბედნიერების კარებზე, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. ბედნიერება, ალბათ ახლა ძალიან შორს არის ჩემგან..ის იმასთანაა ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება, რადგან მე ხომ შევეგუე უბედურებას...
ზუსტად ვიცი, ახლა სადაც არ უნდა იყო, მხედავდე, ან სულაც ვერ მხედავდე, მე ყოველ ჯერზე წინაზე მეტად მომენატრები.
გარემო არაფერს განსაზღვრავს…მაგრამ მზე რომ იყოს ახლა..მზე და არა წვიმა…ცოტათი მაინც მეშველებოდა. ეშველებოდა ჩემს ჩაბნელებულ და გახუნებულს სულს. შენს ქვაზეც აკიაფდეებოდა მზის სხივები, ცივ სამარეს სითბოს უნაწილებდა და იგრძნობდი...სიცოცხლის არსებობას იგრძნობდი, მაგრამ ვერ შეეხებოდი.

***
დედა, ნახე, იასამანი მოგიტანე!
შენსავით ქათქათა და ნაზი. თეთრი, ხელუხლებელი, შეულახავი და ცოცხალი.
-დაბადების დღეს გილოცავ, დე.

იასამანის ბაღი დამახვედრე, როცა შენამდე მოვალ. ერთად დავლიოთ ჩაი...ძველი დრო გავიხსენოთ და ბევრი ვიცინოთ-ისე როგორც ადრე. გვირილებისგან გვირგვინი დავწნათ და დედოფლებივით გამოვეწყოთ...

ისევ მოვალ, დე.
არსად წახვიდე...უბრალოდ დამელოდე.


_____________________
გამარჯობა..)))
სევდიანი, მაგრამ მგონი არც თუ ისე ცუდი ჩანახატით მოვედი.
ვფიქრობდი და ბევრ ტრაგიკულ, ან სულაც სევდიან რაღაცებზე და ფიქრებმე, იქამდე მიმიყვანა რისიც ყველაზე მეტად მეშინია და არ მინდა.

მე პირადად, არასდროს განმიცდია მსგავსი რამ...ვიცი, შეიძლება ბევრისთვის ნაცნობი გრძნობა იყოს და ვწუხვარ..გულით ვწუხვარ რომ იმ ყველაფრის გამოვლა, რასაც ცხოვრება ჰქვია, მარტოებს გიწევთ. იმ ადამიანის გარეშე გიწევთ, რომელსაც დედას ვუწოდებთ.
არ ვიცი რა ვთქვა...)))
თუმცა...
-იასამნების ბაღში, აუცილებლად დალევთ ჩაის, ან ცხელ შოკოლადს და ისევ მოეფერებით თქვენთვის საუკეთესო და საყვარელ ქალს-დედას!

პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...))



№1 სტუმარი One

Dzalian emociuri da kargia tetro shokolado)
Xshiri muzebi da feradi ganwyoba shen❤️

 


№2  offline წევრი Chocolate from White Hell

One
Dzalian emociuri da kargia tetro shokolado)
Xshiri muzebi da feradi ganwyoba shen❤️

სალამი, ერთო ცალი))) მადლობა, რომ მოგეწონა და წაიკითხე⁠♡
განწყობა ფერადი მაქვს, მუზებს ცოტა ბევრი ემოცია დაუგროვდა და ჯერ დაცლა სჭირდებათ⁠♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent