ნოეს მია
ელენე გვაზავა ადმინისტრატორი · 13 მაისი, 2021 · ვერ იტანდა ნათია პარასკევს, მორიგეობა უწევდა ...ერთი სული ქონდა როდის დაასრულებდა მაგისტრატურას, რომ აღარ დასჭირვებოდა დამატებითი მორიგეობები.. ექიმობა ნათიას მამის ოცნება იყო, დიდი ხანი ვერ ჯერდებოდნენ ამ საკითხზე, მაგრამ ბოლოს მამამ აჯობა )). -კარგი ამინდია დღეს ხო ბიჭებო? -დიახ ნათია ექიმო მზემ არ დაგვამადლა სხივები მადლობა მას ???? -ის გოგო ვინ არის ხომ არ იცით თავბრუ დამახვია რამდენი წრე გააკეთა ამ პატარა ოთახში ) -ეგ ნოესთანაა პირველად ვხედავთ ჩვენც .. -საინტერესოა არმეგონა ნოეს ვინმე თუ ყავდა, თვეებია მის ნათესავებს ვეძებთ, თქვენის ნებართვით გავესაუბრები. ნათია ექიმი (აქ ესე მიმართავდნენ, ჯერ მხოლოდ მაგისტრატურაზე სწავლობდა, მაგრამ არჩევანი დიდი არ იყო აქ მომუშავე ექიმების) ყველა პაციენტს და არამხოლოდ მას ძალიან უყვარდათ. ყველას ტკივილს ისე განიცდიდა, როგორც საკუთარს.დაუზარელი კეთილი და ლამაზი ასე აფასებდნენ მას. -სალამი გოგონა მე ნათია ვარ იქნებ ჩამოჯდეთ ყავაზე დაგპატიჟებთ. -სალ... არმინდა მადლობა, იცით მე აქ ნოეს ველოდები და.. (ხმა ჩაუწყდა) -აქ ახალი ამბები ელვის სისწრაფით ვრცელდება ) ვიცი ჩვენ ნოე ბიჭს რომ ელოდები, მოდი დავსხდეთ, შეიძლება მეორე მორიგი ექიმი არის შემოვლაზე და ამიტომ შეაგვიანდა.. მოდი მოდი -ყავა არმინდა მადლობა წყალს დავლევ თუ შეიძლება.. -რათაქმაუნდა. სახელს არმეტყვი? -მია.. -მია, თქვენ ნოეს.. -მეგობარი! -დიახ რათქმაუნდა, მინდოდა მეკითხრა ოჯახის წევრებს ხომ ვერ დაგვაკავშირებთ, იცით მას არცისე დიდი დრო აქვს დარჩენილი... ბოდიშს გიხდით ( ყველგან ვეძებეთ ვერ გავედით ვერანაირი ნათესავის, მეგობრის კვალზე.. -არა! არვიცი! -გასაგებია! თუ რამე დაგჭირდებათ აქვე ვიქნები, გავარკვევ ნოეს რატომ აგვიანდება. -დიდი მადლობა !.. -ნოე.. -ეე მია? როგორ ხარ? აქ საიდან გაჩნდი? ვინ გითხრა? როგორ გაიგე? საიდან ? -გეძებდი... -აქ არუნდა მოსულიყავი! -ნათია ექიმო -ნოე? როგორ ხარ? რაკარგი დღეა ხომ? ნახე ამინდიც ძლივს გამოვიდა, მზის სხივებმა რა სტუმარი მოგიყვანეს ) -ნათია ექიმო.. -ჰო ნოე? -ვიცი არ შეიძლება, მაგრამ იქნებ მოგვცეთ უფლება ცალკე ოთახში შეხვედრის.. -მაგრამ,.. -გთხოვთ.. თქვენს მეტი ამას არავის გააკეთებს, დროც არმაქვს ბევრი.. -ჩემს ოთახში შედით რამდენი ხანიც გინდათ იყავით იქ ხელს არავინ შეგიშლით. -დიდი მადლობა! -მია, იცი ყველაზე მეტად რაფერი მიყვარს? - წითელი. -რატომ? -შენი ლოყების გამო.. ზამთარიც ამის გამო შემიყვარდა.. გახსოვს? .განსაკუთრებით სუსხში გიწითლდებიდა ლოყები )) -მახსოვს.. -ყველაზე მეტად რისი მოსმენა მომენატრა იცი? -... -შენი მორცხვად ნათქვამი "მეც მიყვარხარ"!! -გვიანია.. -გული მწყდება , ისე ვტოვებ ამ ცხოვრებას ვერ ვიფრინე ) ბანალურია ხომ? - გააჩნია.. - იცი აქ ყველა მყოფი რაზე ოცნებობს? მშვიდ სიკვდილზე.. ყველა იმ იმედით იძინებს,რომ აღარ გაიღვიძებს ტკივილით..მე? მე არასდროს დამიძინია ამ ოცნებით, როგორ სიკვდილზე ვოცნებობდი იცი? -არა.. -შენს კალთაში, თუნდაც ტკივილებისგან დაკრუნჩული, ოღონდ შენი სუნით სავსე ყოფილიყო ჰაერი.. -ნოე მე.. -შეიძლება? -შეიძლება! -თმებზე მომეფერები? -მოგეფერები.. - მია? ამ წამს დრო რომ გაჩერდეს.. რას იზამდი? -არაფერს!.. -ესეც ბანალურია )) ხომ იცი, ბოლოა ეს შეხვედრა.. არაფერს იტყვი? - ბანალურს? -თუნდაც.. -არ წახვიდე? აღარ წახვიდე.. -გვიანია !! ვერ მაპატიებ? -გაპატიებდი თან რონ წაგეყვანე.. -სისულელეა!! მიმღერებ? -არ შემიძლია! -არმცივა, აღარც მტკივა, არც მეშინია მზად ვარ. -მე რომ არმიპატიებია?! წასვლის უფლება არმომიცია! -შენი გულის ცემა მესმის.. ის არათანაბარი და ხშირია, ზუსტად ისე გიცემს როგორც მაშინ პირველად რომ აგიწითლდა ლოყები )).. - თვალებში ჩამხედე და მითხარი რომ წასვლა გინდა! -მე დიდი ხანია წავედი, დავიკარგე იმ დღეს როცა პირველად ავიღე შპრიცი ხელში.. პირველად რომ ვიგრძენი ვენებში ვულკანის ამოფრქვევა..ასეთი ვერ დაგიბრუბდებოდი.. ასეთისთვის არ მემეტებოდი ჩემი თავისთვისაც კი.. მე სხვა გავხდი, ძველი ნოე იმ ამპულბივით დაიმსხვრა.. დავცარიელდი.. ჩემს ნაჭუჭში არავის ადგილი არ იყო. გესმის? გესმის? -არა!!! არმინდა ვერ გავიგებ არ შემიძლია გაგიგო! მიმატოვე! -მე საკუთარი თავი მივატოვე.. ღმერთი მივატოვე ჩემში.. და მაინც მიმღერებ? ხომ დარჩები ჩემთან?! -კანკალებ! -მცივა..შენ გელოდი.. მაპატიე და გამიშვი გთხოვ მაპატიე. -გიმღერო?.. -მიმღერე! 13.05.2019წ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.