შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარდებიდან


13-04-2023, 23:47
ავტორი lizi makhniashvili
ნანახია 736

დრო ჩქარა გადის, მე კი ჩემი დარდებიდან მოვდივარ. მჭირდები, მტკივა ისე როგორც არასდროს. სიყვარული? მიყვარდეს? მტკიოდეს? როდემდე? უშენოდ რა გავხდები? ადამიანები ცხოველები ვართ.
გახსოვს ჩვენი დღეები? ერთმანეთს ვანადგურებდით, ბევრჯერ დავთმე, ბევრჯერ დათმე სიყვარულისთვის.
ზურგზე მეფერებოდი, ნაზად ხელს ზემოთ ქვემოთ მისრიალებდი, ჩაგეხუტე და გითხარი:''არასდროს მიმატოვო". შენ კი ტკივილნარევი სახით ჩაგეღიმა და მითხარი რომ არც ერთი წამით დავრჩებოდი უშენოდ.სინამდვილეში კი მე ვიყავი ის ადამიანი რომელმაც მიატოვა.დავრჩე? სიკვდილამდე მსურს შენთან ყოფნა მაგრამ არა ტკივილით.ცრემლი პირველად დამანახე, ხატების წინ დამიჩოქე და მითხარი რომ არ მიმეტოვებინე, დარჩენა მთხოვე. მე უგულოდ დარჩენილმა არაადამიანური, გაცოფებული სახით შემოგხედე და უსიტყვოდ გამოგიხურე კარი. ერთი წელი გავიდა, შენი ლამაზი თვალები რაც არ მიყურებენ, შენს ხელებსა და მკლავებში ვერ ვიკარგები.
ახლა კი დავიკარგე, დარდებიდან, დარდებში...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent