ოცნებიდან რეალობამდე.
კიტას ჩემს წელზე ხელი შემოეხვია და ნელა აყოლებდა მუსიკას ტანს, მეც მასთან ერთად ვბრუნავდი პლანეტაზე. ყურში მიმღეროდა ყოველ სიტყვას, ყოველ ვერ თქმულ გრძნობას, ყოველ ენითგადმოუცემ შეგრძნებას და მაინც სიყვარულს ანას ფერი ედო. ანასი, გოგოსი, რომელიც მხოლოდ ოცნებაში ხედავდა კიტას. ბოლო ეპიზოდი კი ჩემი იყო „ არა, არ გინდა სევდა და ნაღველი სიყვარულს დავარქვი მე შენი სახელი“ - ჩუმად ჩავჩურჩულე ყურში. რამდენიმე წამის განმავლობაში არ მესმოდა ქვეყნად არაფერი. ვიდექი ადამიანის წინ, რომელზეც წლები მიოცნებია. ვუყურებდი მის შავ ბრჭყვინავ თვალებს, მესმოდა მისი ხმა, რომელიც ჩვენად წოდებულ სიმღერას ჩამღეროდა გულსა და ტვინში. ვერცერთ ოცნებაში ვერ ვინატრებდი ასეთ რამეს. წამები მიყურებდა თვალებში, ორივე ხელი ჩემ წელს შემოხვეოდა და მისკენ მითრევდა, ჩვენს შორის რამდენიმე სანტიმეტრს ფარავდა და ჩემს ტუჩებს ეკონებოდა. პირველი კოცნა, სამუდამო შეხება გახდა. სუნთქვა გამიხშირდა, თავბრუდამეხვა, გელი შემეკუშა. მისი ხელები მარწყხებად მექცა, აზროვნებას მაკარგვინებდა, მაფორიაქებდა, ჩემში ქალურმა გრძნობებმა გაიღვიძეს. ჩემი ხელები კი მის სახეს ეხებოდა, რა დროს გაჩნდა იქ ვერც გავიაზრე. უსიტყვოდ მომცილდა და ხელი ჩამჭიდა, მანქანისკენ გავიქეცით ხელი-ხელ ჩაკიდებული. თან ვიცინოდი ბოლო ხმაზე. კაბა ტანზე მეკროდა, სირბილის დროს მოშიშვლებულ მუხლები მომიჩანდა. მკერდზე თავხედი წვიმის წვეთი გზას მიიკვალავდა, მე კი კიტას ხელს ჩაბღაუჭებული გავრბოდი, არ მანაღვლებდა არაფერი. მხოლოდ წამის სიამოვნებას ვგრძნობდი, გუბეში ვხტებოდი, ვცეკვავდი, ვკოცნიდი, ვღიღნებდი, თინეიჯერი გოგოსავით ვიქცეოდი... რაღაც გამაყრუებელი ხმა ჩამესმის ყურებში, თვალს ვახელ კიტას მაგივრად ტიტის ვკოვნი( დათუნია). იმედი მიცრუვდება- ნუთუ კვლავ დამესიზმრე, თავხედო ბიჭო- გავიფიქრე ჩემთვის. კარზე კი კვლავ კაკუნია, ხალათს ვერ ვპოულობ, თბილი პიჟამოებით ვაღებ კარს. კარს უკან სიზმარში ნანახი ბიჭი დგას. გაოცებული ვუყურებ... - გამარჯობა, ნიას სახლს ვეძებ. აქ არის? - ნია არა ანა ვარ. შენი მომავალი. გავუღიმე და დაიწყო... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.