შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მილანიდან ისევ თბილისში [13]


5-08-2015, 00:16
ავტორი Salome17
ნანახია 2 462

დებილი გოგო არასდროს იყო, რომელიც ვერ ხვდებოდა ბიჭი რომ მის მიმართ სიმპატიით იყო განსჭვალული. ასევე ხვდებოდა კიტაზეც, მაგრამ მისი გრძნობა, რომლის შესახებაც სულ ახლახანს გამოუტყდა თავისთავს, ორმხრივი თუ იყო არ ეგონა. რამდენიმე წამი ხმა არ ამოუღია, კიდევ კარგი სახეზე არ ეტყობოდა მისი შოკური მდგომარეობა, სიხარულის ფეერვერკი და დაბნეულობა. მიუხედავად იმისა რომ თავის და კიტას გრძნობებში დარწმუნებული იყო, ენა ვერ მოაბრუნა სამასოიანი სიტყვა ეთქვა და სიყვარულზე სიყვარულით ეპასუხა, ალბათ ამიტომ დაიწყო უაზროდ ლუღლუღი:
-კიტა, მადლობა რომ ჩემ გვერდით ხარ ბოლო ერთი თვეა, მაბედნიერებ მართლა...
-კაი აღარ გვინდა - წყენის რამდენიმე ნოტა შეამჩნია ანამ ბიჭის სახეზე, რომელიც ყველაფრის მიუხედავად ცდილობდა გაეღიმა-მოდი შენ გაგიმარჯოს ანუშკი!
-მოდი ჩვენ გაგვიმარჯოს ერთად!-მტკიცედ თქვა ანამ და ნახევრად სავსე ბოკალი ბოკალზე მიუჭახუნა. კიტას მისი სიტყვები საშინლად ესიამოვნა. ბევრი ილაპარაკეს იმ საღამოს, ორივემ ბავშვობა გაიხსენა და უამრავი ისტორია მოუყვეს ერთმანეთს. უამრავი ახალი რამ გაიგეს ერთმამეთზე და ბევრი, ძალიან ბევრი იცინეს. კარგადაც მოეკიდათ ალკოჰოლი და ახლა უკვე წავკისის სუსხის გამო ბუხრის ოთახში გადანაცვლებული წყვილი დივანზე იყო მიწოლილი ისევ ღვინის ჭიქებით. რატომღაც სიჩუმე ჩამოვარდა, ორივე ტკაცუნა შეშასა და ცეცხლს აკვირდებოდა.
-ანუშკი...-მოულოდნელად დაიწყო კიტამ. ცეცხლიდან მზერა კიტაზე გადაიტანა და თვალებში შეხედა.-მეც ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხივრებაში ხარ.-ამაზე ორივეს გაეღიმა, კიტამ მარჯვენა ხელი ანამარიას ლოყაზე აასრიალა და მოეფერა. გოგოც სიამოვნებისგან მაშინვე გაინაბა. კიტამ ხელი ანას მოშიშვლებულ მკლავზე ჩამოასრიალა, მერე ფრთხილად შეუცურა ხელი წელზე და ძლიერად დაქაჩა თავისკენ.
-მაგიჟებ ანუშკი-ზედ ტუჩებზე დასჩურჩულა და მშიერი მგელივით დაეწაფა მის ტუჩებს. ანამაც ორივე ხელი სახეზე მოჰხვია და კოცნაში აჰყვა. კიტამ მეორე ხელი ფეხებ ქვეშ შეუცურა და წამებში ანამარია აბაშიძის კალთაში აღმოჩნდა. კიტამ მისი ცხელი ტუჩები ანას მარწყვებიდან ნიკაპზე ჩამოასრიალა, შემდეგ კისერში გადაინაცვლა, თმა მეორე მხარეს გადაუყარა უფრო კარგად რომ დამტკბარიყო გოგონათი და მის კისერსა და ყელში თარეში განაგრძო.ანამარია გასუსული იყო და მხოლოდ სიამოვნებისგან კრუტუნებდა. კიტა ფეხზე წამოხტა, ისე რომ ანას ტუჩებს წამით არ მოუცილებია, ისევ ხელში აიყვანა და კიბეებისკენ გააქცია. მეორე სართულზე ერთ-ერთი ხის კარი ძლივს გააღო დაკავებული ხელებით და ზუსტად კარის წინ მდგომ დიდ საწოლზე გადააწვინა გოგონა. მერე ზევიდან მოექცა და ისევ ანას ნიკაპს დაუბრუნდა, მერე უკვე მონატრებულ ტუჩებს და ნიკაპის გავლით ყელზე, ზედ არტერიაზე აკოცა. ტუჩები ახლა გოგონას სხეულზე ჩაასრიალა და მაიკის ბოლოებს დაექაჩა, ანამარიაც დაეხმარა და წამში ანუშკის მაიკა იატაკზე აღმოჩნდა. რამდენჯერმე ლავიწის ძვალზე აკოცა და კიდევ უფრო დაბლა ჩავიდა კიტა. ანას გლუვ მუცელზე ჯერ ხელებით ეფერებოდა მაიკის შიგნიდან, ახლა ტუჩები მიაწება. ხელები კი შარვლის შესაკრავისკენ წაიღო და ისიც მაისურის გზას გაუყენა. მერე სულ ზევით აიწია და ისევ ტუჩებზე დაეძგერა თან ხელები ბარძაყებზე მოუჭირა. ამ დროს ანა მხოლოდ და მხოლოდ კრუსუნებდა და ლოგინში იკლაკნებოდა. მოულოდნელად მორჩა სიამოვნების ზღვა და ანასაც თვალების გახელა მოუწია. უკმაყოფილო სახით შეხედა მის ზევიდან მოთავსებულ კიტას, რომელიც პირდაპირ თვალებში უყურებდა.
-ძილის დროა პატარა-ლოყაზე აკოცა, ფეხზე წამოხტა და ოთახი დატოვა, ხოლო ანუშკი გაშტერებული დატოვა. "ნამდვილად სამაგიერო გადამიხადა" გაიფიქრა ანამ. მთელი ღამე იმაზე ეფიქრებოდა, მიყვარხარზე მადლობა როგორ ვუპასუხეო, მერე მისი მოფერებოდა გაახსენდა და თავი ძლივს შეიკავა ოთახში არ შევარდნოდა კიტას.

******
დილით დამწვრის სუნმა გააღვიძა, თავიდან ეგონა სახლს ცეცხლი უკიდიაო და ფეხზე ისე წამოხტა და დაბლა ჩავიდა თვალის გახელა ძლივს მოასწრო. იქ ჩასულს კიტა სამზარეულოში დახვდა, ხელში მაიკით, გაზქურას რომ უნიავებდა. ახლა ყველაფერი გასაგებია.
-კიტა, რას აკეთებ? -კითხა ფხუკუნით და ბიჭის ექვსი კუბიკისკენ გაექცა თვალი, კიდევ კარგი კარგად არ ჩანს.
-ვიფიქრე, საუზმეს გავაკეთებთქო.-არც მოუხედავს ისე გასცა პასუხი.
-ეგ ტაფა ნაგავში გადააგდე და საუზმეს მე გავაკეთებ.-სიცილით უთხრა მაისურაძემ, კიტაც დაემორჩილა და მერე ანასკენ მოტრიალდა. თვალები გაუშტერდა ანამარიას საცვლებში დანახვისას. ანამარია ჯერ ვერ მიხვდა, რაზე ჰქონდა კიტას ასეთი რეაქცია, ყველაფერს მიხვდა ზეფ რომ დაიხედა, ჯერ დაიბნა, აწითლდა, მერე ცისარტყელას ყველა ფერი ჩაენაცვლა მის სახეზე, ბოლოს გამოსავალი იპოვა და ამაყად გაემართა გაზქურისკენ.
-მომწონს შენი გადაწყვეტილება-უკნიდან ყურში უჩურჩულა კიტამ და მხარსა და ყურს შორის აკოცა, ანას გააჟრიალა, როგორც ყოველთვის.
მოკლედ საუზმე გაამზადა: ბლინები შოკოლადის სოუსით. საჭმლის კეთება ბოლო ერთი წლის განმალობაში ისწავლა. მაშინ როდესაც მილანში მაკას გემრიელი საჭმელების გარეშე დარჩა და სურვილი არ ჰქონდა ყოველდღე რესტორნებსა თუ კაფეებში ესადილა და ევახშმა. საბედნიეროდ ნიჭი მაკასგან ერგო და ყველაფერი მალევე ისწავლა.
კიტას ძალიან მოეწონა შეყვარებულის ნახელავი და იმდენი ჭამა სანან ცუდად არ გახდა. ანამარია კი ნელა შეექცეოდა მეორე ბლინს და ყავას აყოლებდა, თან კიტას დასცინოდა.
-არ გინდა სადმე წავიდეთ?-შესთავაზე კიტამ
-კი რატომაც არა...
-იქიდან გამომდინარე, რომ მთაში უკვე ვიყავით, ახლა ზღვაზე წავიდეთ.
-ძალიან კარგი, თორემ უკვე რუჯი გადამდის კანიდან.
-ზანგი შეყვარებული არც მინდა, მშვენიერ ფერზე ხარ! ვერ ვიტან "ზაგრის" ხამ გოგოებს, ლეღვის ნახარშიო და მარტში უკვე რომ სახურავზე აქვთ სანაპირო მოწყობილი.
-კარგი, კარგი დაწყნარდი. ჩრდილში დავდჯდები და ყველაზე მაღალპროცენტიან დამცავს წავისმევ ოღონდ ეგ მჟავე სახე მოიშორე.-სიცილით უთხრა ანამ და შეყვარებულს კისერზე ჩამოეკიდა.
ნაშუადღევს ქალაქში დაბრუნდნენ და მეგობრებს თქვიანთი აზრი გაუზიარეს, ყველამ მოუწონა წყვილს აზრი, რა თქმა უნდა და გამგზავრება ხუთ დღეში დაგეგმეს.

----------------------------
დამთავრებას ვაპირებდი, მაგრამ გადავიფიქრე და თქვენ რას ფიქრობთ?
დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ❤️❤️❤️❤️



№1  offline წევრი nino(g)

kargia gaagrdzele

 


№2  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Male dadee azalii się tavii mainteresebss dzaliann :*

 


№3  offline წევრი Salome17

ამ დღეებში დავდებ ერთ დიდ თავს:)) დიდი მადლობა ყველას ვინც კითხულობთ, ელოდებით და მოგწონთ❤️❤️❤️განსაკუთრებით იმათ ვინც კომენტარებით მახარებთ!❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent