შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე შენი მჯერა


1-05-2023, 18:27
ავტორი ინჯია
ნანახია 811

ვიხსენებ იმ დროს როდესაც ჩემს თვალებში წყვდიადი იყო ჩაგუბებული და ჩემს გონებაში დანთებული კოცონის გარშემო დემონები ცეკვავდნენ ( მაშინ ხატ-დაკარგული, გზა აბნეული, სრულიად მარტო დავატარებდი სიცარიელეს ) სწორეს მაშინ მოხდა ეს სასწაული ჩემს ცხოვრებაში. სწორედ შენ ხარ ის სასწაული რომელიც ( არ შეგაშინეს ჩემმა ჭინკებმა, არ დაინახე დემონი ჩემში ) მომიახლოვდი და ჩუმად ჩამჩურჩულე: მე შენი მჯერავს!!! ეს ისეთი სუფთა და გულწრფელი ნათქვამი იყო რომ მე თვითონაც დავიჯერე. ეხლაცკი ამდენი წლის შემდეგ, როდესაც წინ ცხოვრების მიერ აღმართული კედელი მხვდება, ისევ ისე მკაფიოდ ჩამესმის შენი სიტუვები ( თითქოს ჩემთან ხარ ) და კედელიც სადღაც უკვალოდ ქრება.
უკუნით ღამეს ნათებად გაჩნდი, ხელი ჩამკიდე -აღარ გამიშვი, სულ მამხნევებდი, მალამოდ ეცხე ყველა ჭრილობას, ჩემი სათქმელიც სულ განიცადე. ( ალბათ ანგელოზების აღარ ვიწამე და შენც იმიტომ გამომეცხადე )
როგორც კი ) შენი წყალობით ) შავ-ბნელ ლაბირინთს თავი ვაღწიე,შენ აღარ დამხვდი, ვერც კი გავიგე როდის წახვედი. დღესაც არ ვიცი რატომ გაგიშვი, სინანულისგან თავბრუც კი მესხმის. დროის უკუსვლა რახანს არ ძალმიძს გიგზავნი სიტყვებს ჩემს გულს რომ უნდა ( მადლობელი ვარ შენთან შეხვედრის, ყოველი წამის შენთან შეხების, ყოველი სიტყვის, რომელსაც მჩუქნიდენ შენი ბაგენი)
ახლა? ახლა რომ ხელი ჩამკიდო, ალბათ შევძლებდი მთების გადადგმას....!!!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent