შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი მუზას.


9-06-2023, 03:30
ავტორი Deucex
ნანახია 747

გამარჯობა როგორ ხარ იმედია სულ არ დაგვიწყებივარ.ხომ ხედავ ახლაც სადღაც ჩუმად მჯდარი ისევ ვცდილობ რაღაცა დავჯღაბნო შენ კი ისევ შორს ხარ ისევ სხვაგან. ნუთუ ასე გაგიადვილდა ჩემი მიტოვება ჩემი მიგდება და ახალი გასართობის მოძებნა.თუმცა არ გამტყუნებ ჩემთან სწორედაც რომ დიდიხანი ვერ გაძლებს კაცი,განა ადვილია ამდენი სევდის დარდის ატანა ყოველდღიურად,განა ეს მოსაბაზრებელი არა,მაგრამ რავქნა თუ ფუტლიარი არ გამაჩნია და ჩემი ყველა ემოცია ერთიანდება და გროვდება.რავქნა თუ სხვა ადამიანებივით არ გამაჩნია მილიარდი სხვადასხვა ნიღაბი იმისთვის რომ საკუთარი მე ჩრდილში ვამყოფო....რავქნა უბრალოდ ასეთი ვარ ჩემი ემოცებით და დარდებით დამძიმებული, თუმცა მაინც ვახერხებ და ვპოულობ ჩემთვის საჭირო კარებს,თუმცა ეს გზა ხშირად ზედმეტად მტკვინეული ლაბირინთებით არის ხოლმე დატვირთული ამიტომაც რთულია მისგან თავის დაღწევა.თუმცა თუ კაცი მოინდომებს ყველაფერია შესაძლებელი და მე ეს შევძელი. გამომივიდა გამოვძვერი ამ წყეული ტკვილის ლაბირინთიდან თუმცა არც სიყვარული გამოდგა მარტივი და პრიმიტული თურმე. ბოლოს როცა ჩემთან 3 წლის წინ იყავი. შუა ღამეს მაშინ სწორედ საბოლოდ ავიღე კალამი ხელში და დავიწყე წერა რადგან მეგონა თუ დარჩენილისგან დავიცლებოდი საბოლოდ განვთავისუფლდებოდი, თუმცა მწარედ შევცდი....ოჯახი შევქმენი ცხოვრებაში წინ წავედი ბედნიერი გავხდი ძალა ისევ დამიბრუნდა მკლავში თუმცა დარდები უკვალოდ არ გაქრა. ის ისევ პსკერზე დაილექა და თუნდაც ერთი პატარა სიბრზის ტალღა საკმარისია ამ ყველაფრის ამოსაფრქვევად..სწორედ ამიტომაც არის სიყვარული ურთიერთ ბალანსი..აუღელვებელი და მშვიდი არაფერი არსებობს ამ ქვეყანდ. იცი შეიძლება ერთდროს უწყინარი ნაკადული მოგევლინოს კაცს ცუნამის ტალღად ან უბრალო დასავლეთი ქარი გადაიქცეს ქარიშხალად.ასევეა ადამიანი მის სულში დრო და დრო ილექება ყველაფერი და მხოლოდ სიბრაზის დროს ტივტივდება რადგან უნდა გათქმვინოს ის რასაც შემდეგ აუცილებლად ინანებ..აი ამიტომაც არ გეგონოთ სიყვარული მარტივი სიყვარული თავშეკავებას, მოთმინებას და მოფრთხილებას მოითხოვს კაცისგანაც და ქალისგანაც.ის ორივეს ერთნაირად ექცევა ის არ არჩევს სქესს ის მხოლოდ გრძნობებზე ახდენს შეტევას.ის კი თავად ყველა ადამიანური გრძნობის ერთიანობაა. დიახ სწორედ რო ასე..იცი იმ დღეს ვუსმენდი ვიღაც ამბობდა თუ გიყვარს ეჭვიანი არ ხარო.გამეცინა ამ უტიფრად ნათქვამ სისულელზე რადგან თუ გიყვარს ეჭვიანიც ხარ, ეგოსიტიც, მესაკუთრეც, მოსიყვარულეც, გიჟიც, სასტიკიც და ვნებიანიც. ის ყველას აერთიანებს ერთად და სწორედ ამ ერთიანობის არაჩვეულებრვი ბალანსი ქმნის ამ ენითაღუწერელ გრძნობას რასაც სიყვარული ქვია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent