შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როცა სასწაული არ მერგო...


26-08-2023, 01:09
ავტორი სოფოკო
ნანახია 772

მოგესალმებით. სინამდვილეში, ახლა ისიც კი არ ვიცი, ვის ვესალმები ან მინდა თუ არა ამის გაკეთება. ვგრძნობ, ეს აღსარებას ჰგავს... იცით, უკანასკნელად დავემშვიდობე. სამუდამოდ შევეშვი ფიქრს მასზე, მის არსებობაზე, მის ნაწილზე...  ჩემივე გადაწყვეტილება იყო ერთადერთი ადამიანის გაშვება დამღლელი ყოველდღიურობიდან, მაგრამ ისიც ვიცი, რატომ...
 მიზეზის მოსმენა სურდა. იმ მიზეზის, რომლის გამოც საათობით ვსაუბრობდით მზის პირველ სხივამდე ან ცისკრის ვარსკვლავის სიკაშკაშემდე, მაგრამ ვერ გავბედე. ვერ გავბედე მეთქვა, რომ ჩემი სხეული ახალს ვერასდროს შექმნიდა. ამის საშუალება არ მექნებოდა, თურმე, ძალები არ მეყოფოდა. ვერასდროს ვიქნებოდი ლამაზი ორსული, რომელსაც უცხო ადამიანები გაუღიმებდნენ და შორიდან ეტყოდნენ " ღმერთმა გაგიზარდოთ"-ო

  მუდმივად ამბობდა, რომ უნდოდა საოცარი მამა ყოფილიყო. მოსიყვარულე, მაგრამ თან საჭირო დროს მკაცრი, რადგან თვითონ ასეთი არასდროს ჰყოლია. ნეტავ მოგწსმინათ როგორ აღწერდა მათ პაწაწინა ხელეს, თვალებს, ღიმილს და სასწაულს, რაც თავზე ატყდებოდათ ადამიანს.  რა ვიზამდი? მას უმამობისთვის ვერ გავწირავდი. არ მივცემდი საკუთარ თავს უფლებას, ეს შანსი ხელიდან გამომეგლიჯა, მაგრამ ერთი რამ ცხადი ფაქტია. მე ის მიყვარს. მიყვარს უზომოდ, უაზროდ, ულოგიკოდ. მიყვარს ყველაფერზე და ყველაზე მეტად. მისი ჯუჯღუნა ხასიათი. მუდამ ტუჩებს შორის გაჩრილი სიგარეტის ღერი. პოზიტივით აღსავსე ღიმილი და მის უკან დამალული სევდა. მიყვარს ფიქრი იმაზე, როგორი უცნაური იყო ჩვენი ისტორია, რომ თურმე სულ გიცნობდი, რადგან ცეკვის წრეზე ერთად დავდიოდით და როდესაც ქორეოგრაფი გადიოდა მე სხვა ბიჭებთან ერთად გავარჯიშებდი. რომ თურმე სულ ვიცოდი ვინ იყავი. ნეტავ რამდენჯერ აგიარე ქუჩაში გვერდი და არ გავიაზრე?! მიყვარხარ... მიყვარხარ და ამიტომაც გიშვებ... მიყვარხარ და ამიტომ ვერ გითხარი მიზეზი. შემინდე, მთელს ალიაქოთს ისედაც მარტო ვიკლავ გულში. 
 თქვი, რომ ყველაფერი უბრალოდ ზღვაში წვეთია. მე კი მგონია, რომ ეს ოკეანის დიდი ცუნამია, რომელიც თავს დამატყდა. საავადმყოფოს კართნ მდგარი მხოლოდ ერთ  რაღაცაზე ვოცნებობდი, ფრიალა ქაღალდზე არსებულ წარწერას არ ჩამოვეშორებინე შენგან. ექიმს თვალებში შევციცინებდი და როცა მისი გაყინული სახე დავინახე, მივხვდი, აზრი დაკარგული მქონდა. მეგონა ვერ მომერეოდა, მაგრამ ეს მაინც მოხდა... მაპატიე.

 მხოლოდ ერთს გთხოვ, არ შემიძულო. არ თქვა, რომ საზიზღარი, ეგოისტი და გულქვა ვარ, რადგან თვითონაც არ ვიცი როგორ გადავყლაპე ამდენი ცრემლი და როგორ არ დავღვარე ის შენს წინ. მე ხომ მტირალა გოგო ვარ.  ძალა ახლა სულ გამომეცალა. თითქოს, ვიღაცამ ახალგარეცხილი პერანგივით გამწურა...
 შენ საოცარი მამა, შეუდარებელი მშობელი იქნები. მინდა რომ ძალიან ბედნიერი იყო. ყოველთვის ვიდგები შენს გვერდით, თუ ეს დაგჭირდება. ვერ შემაფერხებს ვერავინ და ვერაფერი. შენი ბედნიერებით ვისუნთქებ, თითქოს ჩემი საკუთრი ჰაერი იყოს. არ მოგესალმები, არ გამოვჩნდები, არ ვიარსებებ თუ ეს გატკენს, უბრალოდ ერთი რამ არის, რაც გამოგრჩა. ახლა ყველაზე მეტად მე მტკივა... მტკივა ჩემი შინაგანი ადამიანი და მძულს ის, რომ ასეთი სუსტია...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent