შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისეთი ადამიანებიც ხომ არსებობენ...


7-09-2023, 04:43
ავტორი Anna)))
ნანახია 685

ისეთი ადამიანებიც ხომ არსებობენ, შავი მაისურებითა და შავი შარვლებით რომ შემოიჭრებიან შენს სამყაროში და მას ყველაზე ფერადად გადააქცევენ.
ვისი ღიმილიც შენთვის მზის ამოსვლის ტოლფასია, ვისი დანახვისასაც ეს სამყარო შენთვის ყველაზე ლამაზ ადგილად გადაიქცევა, ვისი თვალებიც შენთვის ნათელი წერტილია და ვისი ხელებიც შენთვის გადარჩენას უდრის.
შემოიჭრებიან შენს სამყაროში, ყველაფერს თავდაყირა დააყენებენ და შენს სახეს, რომელსაც დიდი ხანია არ მიკარებია გულწრფელი ღიმილი , გაანათებენ, გააცისკროვნებენ, გაალაღებენ და სიცოცხლის ხალისს გიბრუნებენ.
ხომ არსებობენ ისეთი ადამიანები, ვისი გახსენების დროსაც ღრმად ჩაისუნთქავ და იტყვი რომ ცხოვრება ღირდა, რომ ყველაფერი ღირდა, ყველა ტანჯვა, ტკივილი, ცრემლი... აბსოლუტურად ყველაფერი ღირდა, იმისათვის რომ ოდესმე მას შეხვედროდი, შენს ნათელ წერტილს ამ უნიათო, უაზრო ყოფაში. ვისი დანახვისა და გახსენებისასაც შენს სულში ყველა ყვავილი იფურჩქნება და ჰაერი ისეთი მსუბუქია, ჩასუნთქვისას ორივე ფოლტვი ივსება და სუნთქვა აღარ გიჭირს.
ისეთი ადამიანებიც ხომ არსებობენ, გაიფიქრებ და მშვიდად ხარ, თავს მხარზე დაადებ და უკვე სახლში ხარ, ჩაეხუტები და ბედნიერი ხარ, დაელაპარაკები და ადამიანი ხარ, გაგიღიმებს და ცოცხალი ხარ. ვინც გეიმედება, გეფერადება, გეშინაურება, ვინც შენია და შენებურია, ვინც გიხარია და გებედნიერება.
ისეთი ადამიანებიც ხომ არსებობენ , ვინც რწმენა დაგიბრუნა, ვინც შეძლო შენში არსებული ბობოქარი ზღვის დამშვიდება, ვინც შენს სულს შეეხო, შენი გული თბილ ხელისგულებში მოიქცია და შეგიყვარა როგორიც ხარ, შენი ყველა უარყოფითი და დადებითი თვისებით შეგიყვარა, მიგიღო, დაგამშვიდა, იმედი ჩაგისახა, დაგარწმუნა რომ არსებობენ კეთილი და საუკეთესო ადამიანები. ვინც დაინახა შენი მანკიერი და უმანკო მხარეები, არ გაგკიცხა, არ გაგლანძღა, არ დაგაშინა, არამედ მიგიღო და შეგიყვარა. ვინც გითხრა რომ სამყარო არც ისეთი მახინჯია , როგორიც გეგონა, როგორიც გახადეს შენს ირგვლივ მყოფებმა, როგორიც გასწავლა გარემომ, ხალხმა, ახლობლებმა... გითხრა რომ კარგად იქნებოდა ყველაფერი, რომ ესეც გაივლიდა, რომ შეძლებდი ფეხზე წამოდგომასა და ამაყად სიარულს.
ისეთი ადამიანებიც ხომ არსებობენ ვისი ნაბიჯების ხმასაც შორიდან ცნობ, ვის სურნელსაც ათასობით ადამიანში გამოარჩევ, ვისაც შენი სულის ნაწილად თვლი და ვისზე ფიქრიც იმდენად ძლიერს გხდის, გგონია მთებს გადადგამ, სამყაროს გადაატრიალებ და შეცვლი. ვისი ერთი გაღიმებისთვისაც კი რას აღარ დათმობ. ვისთვისაც არაფერი გენანება, გსურს რომ მთელი შენი დრო დაუთმო და წიგნივით გადაუშალო შენი სულის ყველა ნაწილი, შენი გული, გრძნობები, ოცნებები, მიზნები, ცოდვები და დანაშაულები. ვისი სიტყვებიც გაღელვებს, გაოცებს, გაგათბობს.
ისეთი ადამიანებიც ხომ არსებობენ სიყვარულისფერი, აციმციმდბული თვალებით რომ გიყურებენ (ყველაზე ლამაზი თვალებით) , ვისაც უყურებ და ხვდები რომ არასოდეს დაგავიწყდება მისი მზერა, ღიმილი, მიმიკები, ფიქრები, თითები, ხელები, შეხება, საუბრის მანერა, ნაბიჯების ხმა, ემოციები, გრძნობები, ერთმანეთში გადახლართული წამწამები, ჩაცინებები, ხუმრობები, ჩხუბები, უაზროდ ბევრი კამათი, ნახევარი სიტყვიდან გაგებული სათქმელი, ჩადენილი სიგიჟეები, მოყოლილი ისტორიები...
ვისთან სიცილიც შენი სულის თერაპიაა, ვისთანაც არ გეშინია იყო ის ვინც ხარ და არ გეშინია გამოხატო ყველაფერი , რაც სხვასთან ვერ შეძელი გამოგეთქვა. ვინც მშვიდად მოუსმენს შენს ისტერიკებს, შენს ტირილსაც მოუსმენს , შენს უაზრო ჩხუბებსაც გაუძლებს და მაინც არ წავა. ვისაც ეტყვი რომ უანგაროდ გიყვარს და იცი, იცი რომ ზუსტად იგივეს გამოხატავს შენს მიმართ. ვისაც უყურებ და იმახსოვრებ, რომ არასოდეს, სიცოცხლის ბოლომდე არ დაივიწყო. ვისი თითოეული გამოხედვაც გახსოვს...გახსოვს ყველა გაღიმება, დაიმედება, გვერდით დგომა, ჩახუტება, გულწრფელი საუბრები. ვისთანაც ჩუმად ყოფნისასაც კი კარგად ხარ, როცა უბრალოდ სიტყვებს არ აქვს აზრი, როცა გაჩუმება ყველაზე კარგი არჩევანია, ჩუმად ხარ, შენს სიჩუმეს უსმენს, მის სიჩუმეს უსმენ და არ გეშინია, მთელი შენი არსება დიდი სიმშვიდით, ნეტარებით, სიყვარულითაა შემოფარგლული..
ისეთებიც ხომ არსებობენ , უბრალოდ რომ არსებობენ სამყაროში და გიყვარს, მათი ყველაფერი გიყვარს ყველა დეტალი, ხასიათის ყველა გამოვლინება, ყველა თვისება და შენს თავს უმეორებ :" დაიჭირე მასთან ყოველი წამი, დატკბი, გიყვარდეს, გაუფრთხილდი როგორც ძვირფას საჩუქარს, დაიცავი, მოეფერე, ჩაეხუტე, დაიმახსოვრე, არასოდეს დაივიწყო.. არ მიატოვო, არ ატკინო, გააბრდნიერე" , უმეორებ, უმეორებ და არ იღლები...
ხომ არსებობენ ადამიანები, ბედის საჩუქრები, გამართლებები, მოსიარულე სიყვარულები, სიცოცლის გამფერადებლები, სულის ნაწილები, ჭაობიდან ამომთრევები, სითბოს გამზიარებლები, გულწრფელები, გულიანები, უანგაროები, მფარველი ანგელოზებივით რომ გეცხადებიან ცხოვრებაში.

ჰოდა მის გამო ჩაისუნთქავ, განაგრძობ ბრძოლას, იფიქრებ, იოცნებებ, გაიღიმებ და ჩათვლი, რომ ყველაფერი ოდესმე ,სადღაც აუცილებლად კარგად იქნება!

მე შენი მჯერა..
მე შენთან ვარ,
შენს გვერდით სადაც არ უნდა იყო, როგორც არ უნდა იყო , ვისთანაც არ უნდა იყო.

დამიმახსოვრე ... გახსოვდე... არ დამივიწყო...

ანნა ზ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent