შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსასრულო ერთი დღე


19-09-2023, 13:51
ავტორი ლოლლიტა
ნანახია 716

დილის ათ საათზე თენდება... მოკეტე, ლუ. ჩემს ოთახში ათ საათზე აღწევს პირველი სივრცე განთიადისა, ამიტომაც სწორედ ამ დროს თენდება. რომ არა მე, მზე საერთოდ არ ამოვიდოდა, ისევე როგორც შენი ან ნებისმიერი სხვა ადამიანის არ არსებობის შემთხვევაში. ჰო, როდესსაც ეს სხივი ჩემს ფანჯარაში გაკვეთს მტვრის შედარებით თხელ ფენას, სივრცე ჩამოტვირთვას იწყებს. უკვე როცა შიშველ ნათელშია ამოვლებული ჯოჯოხეთგამოვლილი ჩემი ოთახი, ღამისეულ მეს დავცინი, იმ ჩრდილებით დაცხრილულმა კედელმა როგორ შეგაშინა მეთქი ბიჭო და არ ვფიქრობ იმაზე, რომ ღამით ახალი პარალიზი მელის რადგან დილა მშვიდობისა! ჭერზე იმ წერტილს ვეძებ რომელიც გადამარჩენს, მაგრამ ყველა ბუზი გაფრინდა, ყველა ჩემი მეგობარი მკვდარია. ეს ზამთრის მოახლოებას მახსენებს და უსასრულო სითბოში, ანუ ჩემს საბანში ვიპრესები. ვერ ვწყვეტ იმ ბუზზე ფიქრს რომელიც სადღაც ვიღაცის განავალში ზუსტად ასე ჩათბებოდა. ნეტა რაზე ფიქრობ ჩემო მეგობარო.. შენც ჰოარ გიყვარს ფინქ ფლოიდი? იცი რო ფინქ ფლოიდი უბრალოდ სიდის შიზოფრენია?მისმა ჰალუცინაციებმა კი ჩათვალეს რომ უბრალო ჰალუცინაციობისთვის ზედმეტად მაგრები იყვნენ და გადაწყვიტეს ჩვენც დაგვენახა ისინი.
დღე არაჩვეულებრივად გადის. არაჩვეულებრივობაც რუტინაა, ვერგაგიჟებულო ლაწირაკებო.

დილის ათი საათი. ხუთს აკლია, ხუთს აკლია ფესვი ოცდახუთიდან , მეც მაკლია რაღაც, შვიდი შვიდი შვიდი და ლურჯი სიბნელე,
დივიდი
seaweedი და
ვარდისფერი პანტერას მუსიკა
სან ანდრეასი და უილიამ სკოტი
პიტერ პენი და შენი ვარსკვლავური მტვერი მომე ტინკერბელ
თვალებს ვახელ - მცდარი მოსახვევი 4
თვალებს ვხუჭავ - ეისიდისის დემონები,
მერე ოთხი საათია
წყეული ოთხი საათი

ლუ, არეულ წერილებს გიგზავნი და შენ თვითონ დაალაგე. ვიცი ბოლოს მაინც ფანჯრიდან გადაუძახებ.

ჩემ დემონს ყვითელი თვალებიაქვს და პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ქანდაკებას ჰგავს. მოწითალო ჩრდილები გადასდის და გიჟივით იცინის. რომელიღაც სივრცეში რომელიც შაინ ონ იუ ქრეიზის მოსმენისას ჩამოიტვრთა, კოლონაზე ქანაობს. ის მხოლოდ მაშინ ჩნდება როცა მე თვალებს ვხუჭავ. ოთახის ყოველ კუთხე იმ არსებბებმა დაიპყრეს რომლებსაც მე არ ვიცნობ. ჩემს ოთახში სიკვდილი მელოდება. უსასრულოდ მეკითხება როდის გავიტან სამყაროს ჩემი ოთახიდან. ლუ, დაბრუნდი.

აივნის კარი ღიადაა და ინტერნეტის კაბელებში გახლართულ მთვარეს ვეღარ ვლანდავ. დენი წავიდა, ბევრად ადრე სანამ რეი მოვიდოდა. სრული სიბნელეა, ისეთი როგორიც მე მიყვარს - ლურჯი და მკვრივი. აივნის კარი ღიაა მაგრამ ჩვენ კიდევ ცოტა დრო გვაქვს სანამ გავცოცხლდებით. მე ყოველი წამი მახსოვს. იტალიური ეზოს მეორე სართულის შესასვლელში, აივნისა და ჩემი პატარა ოთახის შუაში მხოლოდ ის და მე ვსუნთქავთ სივრცეს. მე - კარადას მიყუდებული. კომფორტული პოზა : მხრებით ხის მასალაზე, წელი ჰაერში, ფეხები გადაჯვარედინებული, ხელები მის საყელო(ში)ზე. რაც შეეხება მას, სიმაღლეში გამასწრო. ამის გამო თითქოს უხერხულად მადგას თავზე. თმა კუთხოვან ნაკვთებზე ეცემა. მის მჭრელ ყბის ხაზს ვლანდავ და ვფიქრობ კუპრივით პრიალა შავ თმაში ხელი რომ შევუცურო როგორი გრძნობა იქნება. დიდხანს ფიქრი არ მომწონს და აი ჩემი თითები მის თმაშია. არ იეჭვიანო, აქ ჯერ კიდევ არ ვიცი რომ შენ მიყვარხარ. ჰო, ის ჩუმია მაგრამ თავს არ იკავებს, ისე ამბობს თავისი ხრინწიანი ხმით, რომ ამან გაასწორა. სიბნელეში ხმამაღლა ვეკითხები თუ მოწევს. საიგარეტს ოთახში ვტოვებ და ახლაც დავტოვე. მეუბნება რომ სიამოვნებით მოწევდა, მაგრამ ახლა არა. ვგრძნობ რომ მიყურებს და იმასაც, როცა არა. ჩემს წინ დიდი ფანჯარაა, მასში ღამეს მთვარე აბრდღვიალებს. მთვარე არ ჩანს. ვფიქრობ ყველა ფანჯრიდან თვითმკვლელობაზე, მაგრამ სულაც არ მინდა სიკვდილი. მისი სხეულის სითბოს ასხივებს და სანამ შევეხები მანამ ვგრძნობ, ვირეკლავ კიდეც როგორც მთვარე - მზისას. უცებ მეუბნება რომ ჩავეხუტო და მეც მისკენ მივიწევი სანამ მიზიდულობა თავისას იზავს. ისევ ისე უხერხულად მხვევს ხელებს, სუსტ და ყველაზე ძლიერ მკლავებს. ვდგავართ ჩუმად, გაყინულ სინათლეში, რამდენიმე სართულით მაღლა რეალობის.
მეთქი იცი, ჩემს ოთახში ეშმაკი ცხოვრობს, ვეუბნები და ის იცინის, ამბობს რომ მგონი ეშმაკი ყველას ოთახში ცხოვრობს. მე არაფერს ვუარყოფ. ვდგავარ და ერთ ღერ სიგარეტზე ვოცნებობ, რომელიც უსასრულოდ გრძელი დერეფნის ბოლოს, პატარა გაულესავ კედლებში დავტოვე.

შენი ვარსკვლავური მტვერი რაღად მინდა, რასაც შენ აცემინებ ტინკერბელ როცა ფრთები გტკივა, მე სულ იმისგან შევდგები. ბრწყინავს ჩემი ატომები, როგორც თოვლი ჰავაიზე. როგორც შეშლილი მარგალიტები ფერების გარდატეხვისას. როგორც უხარისხო კოკაინი კუთხეში მიყუჟული ბარის განათების ქვეშ, თითქოს კარვაის სამყარომ კარი გამიღო.

რეი მე რომ შუა გზაზე მივდიოდე და შენ უცებ მოკვდე შენი სიკვდილით, მე ვიგრძნობ და გავჩერდები. ო ის წამი. რეი აპრილში მოკვდი და მე ერთი წელი მექნება შენთან გამოსამშვიდობებლად. თუმცა ვის ვატყუებ, მაგდენ ხანს ორივემ ვიცით რომ მოთმინება არ მეყოფა. მაგრამ მარტს ვერ გაგატან, რავქნათ, სხვა თვეებშიც არ გამოვა ჩვენი პაემნები... რაო? ოღონდ ზაფხული არ მიხსენო თუ ღმერთი გწამს, მაგ კინგისეულ მისტიკაში ჩვენი დაბრუნება არ იქნება, საკმარისად ვუყურეთ ოპტიკურ ილუზიებს და თვალის ფერიც შეგვეცვალა.. იმ მზემაც დაგვკრა მგონი და გახსოვს შუქი რომ წავიდოდა ქალაქობანას ვთამაშბდით. როდის გავხდი ასეთი რეალისტი? ან შენ ასეთი საპირისპირო მგრძნობიარეობისგან. ვიცი სადღაც ჩვენი სხეულის სარკოფაგებში ვართ. რეი, შე ინსომნიანო , გაიღვიძე! ეგ სარკოფაგები კი არა კოსმოური ჰომალდებია, გვატყუებდნენ მეთქი, გვატყუებდნენ ბიჭო!

მე ვხარხარებ და ლუ მე დამცინის. ხომ შეიძლება ერთხელ მაინც შეიკავოს მისი იმპროვიზებული ირონია? მეკითხება ნიცშეზე რას ვფიქრობ... ეგ შთაგონებული ! არა მაინც ზოგს სადამდე ჰყოფნის სითამამე,,, მე მაგალითად მბეზრდება. ჰომ შეიძლება ზოგჯერ უბრალოდ გეზარებოდეს ასეთი ძნელად შესაცნობი მოვლენა იყო?! დავიღალე იმის ახსნით რომ ის, რასაც გუშინ ვამბობდი, არაფერი ესაქმება დღევანდელთან. იგივე ფორმულა ვრცელდება იმაზე,ვინც გუშინ მიყვარდა. სამს აკლია, ფესვი თოთხმეტიდან. პი, პი, პი მიშველე, ჩამპრესე შენს უსასრულობაში, კიდევ ერთხელ ამომიხტი განტოლებებში და ფუნქციებში. შენიდახტვა მინდა, მინდა შენი ფერები შევჭამო. ჩემს მაგივრად დაიწუწუნეთ გეთაყვა! ადამიანის შესაძლებლობები უსაზღვროა, მაგრამ ჩემი აზრით ყველა ლაწირაკს უნდა ჩმოართვა წუწუნის უფლება, მიაჩეჩო შენი საყვარელი ფილოსოფოსი და უთხრა: ამის რეკორდს მაინც ვერ მოხსნი, ამიტომ ხმა გაკმინდე . შეგიძლიათ რამე იმპროვიზირებული ხუმრობაც დააყოლოთ, რავი, მე არ გამომდის. სიყვარულის ხასიათზე არასდროს ვარ, სამაგიეროდ გულის ფორმის ყუთში წარმატებით ვარ გამოკეტილი. დამიჯერე, არ გინდა რომ მართლა შემიყვარდე.არ გინდა მეთქი დამიჯერე, შენთვის ვამბობ, თორემ მე ეს წამლეკავი გრძნობები ვერ გამომფიტავს, მათით ვიკვებები. ჰო რაღაც პონტში. შენი კიბო კი არა მინდა შენი სიბნელე მთლიანად ვშთანთქა. კი არ უნდა ავირეკლო მად უნდა ვიქცე. სად უდა ჩამითრიო ან რისი უნდა მეშინოდეს? რისგან აპირებ ჩემს გადარჩენას და რომელ წითელ ძაფს უპირებ გადაჭრა? განა შენ დაჰკიდე შენ რომ გადაჭრა? სადაც შენი ძუკნები არწყევდნენ იქ მე თავბრუ დამეხვა და პულსარები გამახესნდა. უკან დაბრუნება ადვილია, უბრალოდ არ მსურს. მაგრამ არა, უფლება არ მომცე ასე შეგიყვარო. ჯერ ზედმეტად ლამაზი ხარ სიკვდილისთვის.

გრძელი დერეფანი გავიარეთ და კვლავ ღამეა, მთვარისგან მიტოვებული. რაღადროს ვარკსვლავების ყურებაა, თუ ღმერთი გწამს? ჩემს ოთახში ირმის ნახტომზე კაშკაშა გალაქტიკაა. რეი მატრასზეა გადაწოლილი, თმები იატაკზე დააფინა. გვერდით ვუწვები. არვიცი რა მინდა გავუკეთო, მაგრამ ამის ფიზიკური ახსნა რომ შემეძლოს ეს უეჭველად მოხრჩობა იქნებოდა. ნელა და აჩქარებით, სწრაფად, სინათლის სიჩქარით, ლამაზად. რეი, რეი, რეი, სად დაქრის შენი გონება? რატომ აღარ ანათებენ შენ თვალები? რა დაემერთა ნეპტუნს შენში? თავები საწოლიდან გადავკიდეთ და ჩვენს უკან კოსმო გაიშალა. რეი შენ ხომ იცნობდი იმ კაცს ადრე რომ მიყვარდა? რა გჭირს იმაზე გეუბნები, თავი რომ მოიკლა. რეი იცი თეოდორმა მითხრა, რომ ეს ძალიანნ უცნაურია, არც კი დამიჯერა, შენც ასე ფიქრობ? მართალია, იქამდე ბევრად ადრე ვიცნობდი, მაგრამ ვერ აღმაფრთოვანებდა მისი ცოდვების ხიბლი. მართლა ასე იყო, შენ მაინც დამიჯერე, ვიხილე თუ არა თოკზე მოქანავე შემიყვარდა! აი იმ წამს გეფიცები და მერე აღარ მყვარებია, არცერთი წამით! იმ წამს მიყვარდა... თეოდორმა ლამაზი გვამიო! არა ამას ვერ ავხსნი, არც ვეცდები.... ჰა? მეკითხები თავი რატომ მოიკლა? ეჰ რეი, შენში მაინც არ მომკვდარა ის ცნობისმოყვარე ტიპი, ყველაფერს რომ განიხილავდა და მაინც გულთან არ მიიტანდა. არვიცი მეგობარო, ეს ისეთი რამაა რაზეც ალბათ მხოლოდ ჩუმად ფიქრობენ, მაგრამ მაინც გეტყვი. აი ეგ ხო პეტერბურგში ცდილობდა ყველანაირ სიბინძურეში გარევას, მაგრამ არც ის უბედური ბავშვი და , არც დანაშაული მხიბლავდა, უბრალოდ რაღაც მინდოდა მეგრძნოო მაგრამ ვერაა და შეიძლება სიკვდილი იყო უკანასკნელი დანაშაული და აინტერესებდა ეს მაინც თუ აგრძნობინებდა რამეს. იგრძნო თუ არა ბოლოს და ბოლოს ის რამე? მე რას მეკითხები ეე? ჩემი სამყარო თავბრუდამხვევ ატრაქციონად იქცა. მალეც და გული ამერევა. რეის ვეუბნები რომ ამას არაუშავს, რადგან ჩვენ ზემოთ კოსმო ისედაც ყოველწამს ბრუნავს, რომელშიც თავის შიზოფრენიულ ღერძზე ბრუნავს დედამიწა მზის გარშემო ბრუნვისდაკვალად რომელიც ასევე გვატრიალებს მბრუნავ გალაქტიკაში. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი საწოლიდან გადაკიდებული თავები არაფერია, იმდენად არაფერი რომ მათ დიად აზრებიანად იპრესება სივრცეში, ვერასდროს პოულობს დროს რო ჩაეტიოს დროში, სახით ეხეთქება მატერიას ან მატერია ეცემა ზედ. ჰო ამ ყველაფრის ფონზე ჩვენი თავბრუსხვევა იმ ბუზანკალების ფრენას ჰგავს რომლებიც ფრთებსაც არ არხევენ ისე გადაადგილდებიან. თუმცა არსებობს ერთი ჩამკეტი ლოდი, ან უბრალოდ მარტივად ასახსნელი გრძნობათა სისტემა, რომელიც გვანიჭებს თანაფარდობის მაგიურ, შესაშინავ, გენიოსურ, დედააფეთქებულად მაგარ განტოლებას, სადაც ეს ჩვენი მბრუნავი თავები ზუსტად იმხელა ნაწილია სამყაროსი, რამდენადაც ღერძი, დედამიწა, მზე, მისი სისტემა და ირმის ნახტომი უსასრულობამდე რომ არ გადავგრძელდე. სამყარო ჩემ თავშია, მის ატომებში, გახლეჩილი ატომების ყოველ ნათებაში. მე სამყარო ვარ და ჩემს ჭერზე გაფართოების წერტილს ვეძებ, მაგრამ არა მაშინ როცა გვერდით რეი მიწევს. გშია? ვეკითხები თუ მეკითხება და აივნიდან ღამის სიბნელეს ვერევით.

ოთხი საათია, ლუ. შენი მოსვლის დროაა. არცერთი წუთია და არაფერი უკლია. ის მთლიანად მოიცას თავის თავს, როგორც დორსის დასასრული.. უკანასკნელი დასასრული




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent