წერილი ედას
-ედა... -რა იყო, ტომ? -იფიქრებ ჩემზე, ჯარში რომ წავალ? -რას ამბობ? -ხო...თუ ვერ დავბრუნდები, ხომ გამიხსენებ ხოლმე. -ნუ სულელობ. დაბრუნდები და ერთად ვიქნებით ყოველთვის, გასაგებია? -და მაინც...გთხოვ, მითხარი. -არ გიპასუხებ ახლა. როცა დაბრუნდები, შემდეგ გეტყვი. -ედა, რომ ვერ დავბრუნდე...? -არ განვიხილავ! დაბრუნდები და მორჩა. -მიყვარხარ, სიცოცხლის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ჩემო ედა. დავბრუნდები, აუცილებლად. გპირდები! -მეც მიყვარხარ, ტომას. მამაკაცმა თავისი გრძელი და თლილი ხელები თმებში შეუცურა ქალს, ახლოს მიიზიდა. ნაზად მოეფერა ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე ლოყაზე. ლოყიდან ტუჩებისკენ წაიღო ხელი...ერთ ხანს უყურა და შემდეგ...შემდეგ კი გრძნობით აკოცა. თბილი ბაგებიის შეხებისას, ვნებათა ღელვამ მოიცვა ორივე და მათი სხეულები, არამიწიერი სამყაროს გზას გაუყვნენ... *** ორი წლის შემდეგ, კარებზე ზარმა გააღვიძა. ზანტად წამოდგა ლოგინიდან, თბილი პლედი მოიხურა მხრებზე და კარისკენ წავიდა. კარები რომ გააღო, უცნობი მამაკაცი იდგა მის წინ. ჯარის ფორმაში გამოწყობილი, მკაცრი შეხედულებით და კოპებშეკრული მზერით უყურებდა ედას და გამყინავ თვალებს არ აშორებდა, მაგრამ უფრო რომ დაჰკვირვებოდი, თანაგრძნობა გამოსჭვიოდა. -რით შემიძლია დაგეხმაროთ?-აკანკალებული ხმით ჰკითხა ქალმა. უცნობი აგვიანებდა პასუხს, მხოლოდ ხელში დაჭერილ ქაღალდს უფროსწორად კი ქაღალდის ნაგლეჯს უყურებდა და ნერვიულობდა. გარეგნულად არ ეტყობოდა, თუმცა... -უკაცრავად, რა გნებავთ?-კითხვა გაუმეორო. სანაცვლოდ, უცნობმა მამაკაცმა, მხოლოდ ხელი გაუწოდა და ქაღალდის ნაგლეჯი მისცა. თავი დაუკრა დამშვიდობების ნიშნად და უკან გაბრუნდა ისე, რომ არაფერი უთქვამს. კარებთან გაშეშებული იდგა ედა. ხან გზას, ხან ქაღალდს უყურებდა და მანამ არ შევიდა სახლში, სანამ ზამთრის სუსხმა, ლოყები არ გაუყინა. შევიდა თუ არა, წერილის გახსნა დააპირა, მაგრამ ყოყმანებდა. იცოდა რა დახვდებოდა, მაგრამ საკუთარ შეგრძნებებს არ ნებდებოდა. ფიქრობდა, რომ ერთი რიგითი წერილი იყო, რომელსაც ტომი ყოველ კვირას უგზავნიდა, მაგრამ ფოსტით...პირადად, მისთვის არასდროს გადაუციათ წერილი. იქვე ჩამოჯდა...ბუხრის წინ. კარგად გაეხვია პლედში, დივანს მიეყრდნო და გაშალა წერილი... ....... ჩემო ედა... ჩემო ლამაზო და ყველაზე მშვენიერო, ედა. მომენატრე. ვიცი, შენც ძალიან. შენი ღიმილი და შენი ხმა მომენატრა. ამ წერილს, მხოლოდ იმიტომ ვწერ რომ არ ვიცი, რა მოხდება. არ მინდა რომ დაუმშვიდობებლად წავიდე. ამბობენ, ადამიანი როცა გარდაიცვლება, უფალს სთხოვს ნება მისცეს ყველაზე საყვარელ ადამიანს უკანასკნელად გამოემშვიდობოსო. უფალიც ნებას აძლევსო. სამწუხაროდ, არ ვიცი მექნება თუ არა ამის საშუალება და გნახავ თუ არა უკანასკნელად. უსამართლობის მსხვერპლი ვარ. მეღიმება...შენც გაგეღიმა, არა?! ცრემლები მოიწმინდე, ედა. ჰო, ვიცი რომ ახლა ტირილს იწყებ, რადგან ვგრძნობ. აქაც კი ვგრძნობ იმას, თუ შენ რას იგრძნობ ერთი, ორი, ან თუნდაც სამი წლის შემდეგ და როგორი განცდები დაგეუფლება. იცი, რატომ? მე და შენ, ერთნი ვართ. ჩვენი სულები, ისეა შერწყმული ერთმანეთთან, ყველაფერს გრძნობენ. ხომ გახსოვს, ის ყვითელი ძაფი? გახსოვს, წინდებს რომ ქსოვდი, ძაფი მოგრჩა...გადაგდება დაგენანა და ამ დროს, საოცარი იდეა გამიჩნდა. ის ძაფი ავიღეთ, ორ ნაწილად გავჭერით და სამაჯურები დავამზადეთ. ერთს მთვარის, მეორეს კი მზის ორნამენტები დავამაგრეთ. შენ ჩემი მანათობელი, კაშკაშა მზე იყავი, მე კიდევ მთვარე. ახლაც თან ვატარებ. ჩემი თილისმაა. მჯერა, რომ ფრონტის ხაზზე დამიცავს. იცი, ედა...იმაზე მეტად მენატრები, ვიდრე მეგონა. შენს მოსანატრებლად მზად ვიყავი…ვფიცავ, ყველაფრისთვის მზად ვიყავი, მაგრამ ახლა წარმოუდგენელია, რამდენად აუცილებელი გახდი ჩემთვის. ამ წამს, ეგოისტური ღიმილი შეგეპარა, არა?! ვიცი, ვიცი რომ ადამიანებისგან ყოველ დღე იღებ მსგავს ემოციებს, როდესაც ჩვენს პატარა მაღაზიაში ჩადიხარ, მთელი რუდუნებით არჩევ ყვავილებს, ლამაზად ფუთავ და ისე აწვდი მათ. ამ დროს ყველას გაბადრული სახე წარმომიდგენია და ვხედავ, თუ როგორი ანთებული მზერით გიყურებენ, იმის მოლოდინში რომ შენს ერთ ღიმილს დაიმსახურებენ, მაგრამ იცი რა? ჩემია ეგ ღიმილი, ედა. მხოლოდ ჩემი. წყეულიც იყოს ის დღე, როდესაც წავედი და დაგტოვე. ჯანდაბა! ტკივილამდე მენატრები, ედა. ახლანდელ რეალობაში, თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ვიშლები. შენი ხელახლა ხილვის იმედი აღარ მაქვს და ამ ყოველივეზე ფიქრი მაგიჟებს. იმ ჭრილობებისგან განცდილ ტკივილზე მეტად, უშენოდ ყოფნის სევდა მტკივა. მაშინებს ის რომ შენგან ასე შორს ვარ და შეიძლება, სამუდამოდ ეს გახდეს ჩვენი ისტორიის ბოლო წერტილი. საბოლოო ნოტი... შენით შეპყრობილი ვარ, ედა. შენთვის, სიცოცხლეს არ დავიშურებდი. განა არსებობს სიტყვები, ან აზრთა წყობა, რომელიც ჩემს სიყვარულს ბოლომდე გაჩვენებს? აი, ახლაც მესმის, თუ როგორ ზუზუნებენ ტყვიები ჰაერში და ხელები მიკანკალებს. მეშინია, მეშინია რომ ვერ მოვასწრებ. ვერ გაგიმხელ ჩემს ყველა სიტყვას, რომელიც მხოლოდ შენზე და ჩვენს სულიყვარულზეა. ვერ გიმღერებ იმ სიმღერას, რომელიც ჩვენი შმაგი გულებიდან წამოსულია და მე ის დავწერე. დავწერე, რათა არასდროს გამყრალიყო. ედა...მეშინია. შენს გარეშე სიკვდილის მეშინია. შენს თვალებს რომ ვერ დავინახავ, მეშინია. რა ვქნა, როგორ ვუშველო ამ გრძნობებს? მიყვარხარ, ყველაზე და ყველაფერზე მეტად, ჩემო მზეო. უნდა წავიდე...არ ვიცი, შეიძლება ვეღარ დაგიბრუნდე, მაგრამ იცოდე, ჩემი გული, ყოველთვის შენთვის იცოცხლებს, თუნდაც ეს საღამო ბოლო იყოს ჩემთვის. კიდევ მიყვარხარ და ეს მინდა რომ შენ გქონდეს... ნახვამდის, ჩემო ერთადერთო. *** ტირილისგან თვალები ისე დაუსივდა, ძლივს გაარჩია სამაჯური, რომელიც ტომს ეკუთვნოდა. ალაგ-ალაგ ჰქონდა დარჩენილი ყვითელი ფერი. მთელი ფრონტის ხაზის მტვერი, სამაჯურზე აკრულიყო. "ტომ...ჩემო საყვარელო და კეთილო ტომ. რატომ? რატომ მოიხსენი? იქნებ დაეცავი...? იქნებ ახლა აქ ყოფოლიყავი?! ღმერთო, როგორ მტკივა... როგორი უსამართლო ხარ. რატომ წამართვი მისი თავი? განა ამის ღირსი იყო? რატომ...?"-ბოლო სიტყვა, ისეთი ხმით ამოიყვირა, ხმა ჩაუწყდა. "ნუთუ მარტო ყოფნისთვის გამიმეტე, ტომ?! არ მინდა დავიჯერო, არ მინდა! შენ...შენ ვერ მოკვდებოდი. ხომ დამპირდი? ტომ, ხომ დამპირდი? ღმერთო, ძალიან ცუდად ვარ. ვერ გავუძლებ...უშენოდ ყოფნას, ვერ გავუძლებ. ჯანდაბა! ყველაფერი მტკივა. ყველა ძვალი, ყველა კუნთი. ვიხუთები..." წერილი გულში ჩაიკრა, პლედი მჭიდროდ მოიხვია და თვალები მაგრად დახუჭა. გაყინულ სხეულს, კანკალით ითბობდა, მაგრამ არ კმაროდა. ვერ წყნარდებოდა...ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქა.. რამდენიმე წუთის შემდეგ, სუნთქვა დაუწყნარდა, თვალებიც მოეშვა და მოემზადა...ცოტა ხანში კი ძილის საუფლოში გადაეშვა, სადაც იმედი ჰქონდა, რომ იმ ადამიანს ნახავდა, ვისთვისაც სიცოცხლეს მრავალჯერ დათმობდა. _______________________________ გამარჯობა... როგორ ხართ? იმედი მაქვს რომ ნორმალურად მაინც...)) მოვედი. ბევრი არ მინდა ვილაპარაკო, მაგრამ ერთს ვიტყვი. მიხარია, რომ "ვწერ", შემიძლია ამის თქვენთვის გაზიარება და ყველა დეტალის გაგება, თუ რა არის კარგი და რა არაკარგი)) ვიმედოვნებ, რომ ოდნავ მაინც დაიმსახურებს კეთილგანწყობას. ბედნიერი დღე, ან საღამო... პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.