შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შუაღამისას


3-12-2023, 00:39
ავტორი ნაამა
ნანახია 8 072

შუაღამისას შუქი რომ ქვრება, რომც მეძინოს მაინც ვხედავ სამყაროში იმ წუთებში საუკუნოდ ჩამოწოლილ სიბნელეს და მარტოობას.
თვალებს ვახელ და ჩემს ირგვლივ მონსტრებს ვხედავ.
მეშინია არა იმის რომ სიბნელე გარშემოა,
არა იმის რომ მონსტრებით გარშემორტყმულ ბნელში ვდგავარ,
არც იმის რომ გაჰკივიან სასაფლაოს ცივი ხმებით.
მეშინია მხოლოდ იმის რომ სიბნელე თავად მე ვარ
და მონსტრი კი ჩემში მკვოდრობს.
მეშინია რომ სამყაროს წყვდიადს ვჩუქნი.
ამ ასაკშიც მეშინია უკუნითი ღამის ფერის რადგან ღამე ჩემში აღწევს,სულს მიყინავს, გულს ედება და სისხლისგან მთლად გაჟღენთილს ბნელში ახვევს.
მერე კი ვგრძნობ რომ ვვარდები .
დიდი კლდიდან მომისვრიან
ის ურჩხულნი ჩემს ირგვლივ რომ მოგროვილან
და უფსკრულში ვარდნის განცდა აღარასდროს ჩანავლდება
არასოდეს არ იქცევა ნაღვერტალად ბნელი ალი
აღარც ოდეს დამშვიდდება ჩემი გული
ვერ იხილავს ჩემი თვალი დღის სინათლეს
რადგან ღამეს დღის სინათლეც თავის ბნელით შეუპყრია
და სანამდეც ცოცხალი ვარ მეშინია რომ სიბნელე დამიმონებს და მე მაქცევს იმ შავბნელ ხმლად ერთდროს დილა რომ განგმირა.
შუაღამეს შუქი რომ ქვრება რომც მეძინოს მაინც ვხედავ როგორ იპყრობს ნათელს ბნელი,როგორ აქრობს მარტოობა სხვა დანარჩენ ,ყველა გრძნობას.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

ნუ გეშინის, არ ხარ მარტო, უფალი სულ შენთანაა, შენ თუ მოინდომებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent