შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულის ძახილი [სრულად]


14-11-2018, 12:24
ავტორი 3love
ნანახია 2 472

ვუსმენ სევდიან მუსიკებს, რომლებმაც წესით უნდა ამატიროს, მაგრამ არა. არანაირი შეგრძნება არ გამაჩნია გარდა სიცარიელისა, რომელიც იმდენად ღრმაა, რომ თავად ვიძირები მასში. ეს უგრძნობლობა სულს მიყინავს და მოსიარულე გვამად მაქცევს. სიცარიელე რაღაცით ივსება. არ ვიცი რით, მაგრამ ვიცი, რომ ეს რაღაც სიცარიელეზე უარესია, უფრო შემზარავი. მეშინია, მეშინია მომავლის . მეშინია ყველაფრის ჩემს გარშემო,მაგრამ ყველაზე მეტად საკუთარი თავის მეშინია ... საკუთარი ქმედების . ვწევარ და გაკრული ხელით ვდღაბნი ჩემს უგრძნობელ გრძნობებს რომლებიც მუცლის სიღრმიდან ამოდის, გულს მიკუმშავს, სულს ყინავს და ნაილებად მიმსხვრევს . ბოლოს ყელამდეც აღწევს და მახრჩობს. ის იზრდება და ჩემში აღარ ეტევა. ვივსები ამ უგრძნობი გრძნობით, რომელიც ძლიერ მაშინებს. საბოლოოდ ალბათ გავსკდები. მე გავქრები ხოლო ეს საშინელი გრძნობა... ეს საშინელი გრძნობა ჩემგან განდმოინთხევა და მიეცემა საშუალება უფრო გაიზარდოს და მთელი სამყარო დაფაროს . მე აღარ ვიქნები, სამყაროს კი ამოვსებული სიცარიელე მოიცავს, რომელიც უბრალოდ სიცარიელეზე ბევრად მეტია. რაც არუნდა ეგოისტურად ჟღერდეს მაინც საკუთარი ნაადრევად გაქრობა მადარდიანებს . ეს დარდი კი ამ სავსე სიცარიელეს უფრო ამაღელვებელს და სახიფათოს დის. საბოლოოდ მე ჯერ ისევ ვწევარ და სევდიან მუსიკებს ვუსმენ, რომლებიც ვერც კი მატირებს და უფრო მკვდარს მხდის .




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent