შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარტოობა


28-01-2024, 01:19
ავტორი ლოლლიტა
ნანახია 498

მეტი რაღა უნდა ჩაიცვაო
თუ კი სამარეც არ გაგათბობს
~მესაფლავის ანდაზა




მეტი რაღა უნდა ჩაიცვა მეთქი თუ კი სამარეც არ გაგათბობს ,ლანდს ვუთხარი კედელზე ჩრდილთამაშისგან ორად გაყოფილს.
ჩრჩილი ჭამს კორომებს, ტყეებს.
სადღაც აუნთიათ შუქი და მაინც
რა მარტო არიან,
ვის ელოდებიან ამ ლურჯად მოლიპულ გზებზე,მივარდნილ სოფელში, ვინ გაბედავს მთვარის სისხლის გუბე ჩრდილად ნადენი გაჰკვეთოს
ან ეტლის მედიდურებით
ან ცხენის სითამამით
ან ფეხის მორიდებით
ღამისგან გამოქცეულმა მგზავრმა.
ის კაცი ყოველთვის, ყოველთვის მკვდარსა გავს
მე მინდა მივიდე მასთან
შუაღამეს, ნახევარი დღე მათხოვოს
მე მინდა ყაჩაღივით დავადგე თავზე და მის ერთსართულა ქოხში იატაკის ნაგლეჯი ვთხოვო.
შევიჭრა მის მარტოობაში, რადგან ჩემი
ჩემი იმაზე ცარიელია ვიდრე მარტოობა თავად, რადგან მარტოობა შემეძლო ადრე - მეგრძნო მაინც,
ახლა, რა გითხრა
მეგობარო ოდესღაცდან,
ახლა საკუთარი მარტოობა გადამცდა.
ჰოდა დამითმობ ერთ ღამის მარტოობას იასონ? შენ ისე ამაყი ხარ, ისე პირქუში და მშვიდი თავსაც არ გაუმხელ, რომ ხმის გამცემი გინდა.
სოფელში რკინის ქვაბებივით ხმაურობს ანჩხლი ქალების ტკბილი ხმები, ვინ იცის რა
ჩავლილი იმედით ნახავერდები, იასონ
"ნეტავი თავის დროზე ეშველა თავისთვის, ახლა ღმერთმაც რომ შეიცოდოს, ქალი არ შეიცოდებს"
ღმერთი და ქალი სხვა პლანეტაა,
შენ შენი თავი არ შეიცოდე იასონ.
ახლა კი დაივიწყე, ნახე
ციმბირში რა ლამაზად თოვს, არსად ისე
არ ოცნებობს თოვლი, როგორც
ჩვენთან, იასონ
არსად ისე არ ოცნებობენ ქალები...
რკინის მკერდი აქვთ,
რკინის ნეკნები
ნეტავ ამდენი ბავშვი საიდან მოჰყავთ იასონ?
ვინ ატანს მათ ბავშვებს,
განა ასეთ ცხოველურ ინსტიქტით გამოდენილ რძეზე
გამოზრდილ ბავშვებზე ამბობდა იგი?!
იასონ, რა წყნარი თვალები გაქვს, მე ვხედავ
შფოთვას, არა
შფოთის ცეცხლისგან ჩამწვარ ფერფლით გალესილ სიბნელეს.
შინაგან ღელვებსაც მარტო მიუტოვებიხარ,
შენ კიდე, ეე, იასონ, ქალის გაგიკვირდა!
შეხედე ,დათოვლილი სიცივე
დევს ფაქიზი, ცხელი, ცხელი, ცხელი
ნახე რა მონდომებით თავს ცივად გაჩვენებს, იასონ
გეპრანჭება.
ლამაზია შორიდან, მის სიფაქიზეში თუ
შენი ერთიანად გამურული, შენი ქოხის ჭერისხელა ზურგით თუ შიგ ჩაყვინთე
უფილტვო ანთებას აიკიდებ იასონ და იცოდე... ანდაც მგონი იცი, შენ იასონ
რომ ქალი ვერ გიშველის.
ჰოდა გამიღე კარი, გავიყინე მეთქი, კაცო, არა ვარ ყაჩაღი ან
რომც ვიყო რა უნდა მოგპარო შენ, მარტოობის მეტი?
აგერ ხატიც გიკიდია ოთახში... მაშ დამითმობ, იასონ, მიხვდები რომ
მე უფრო მჭირდება ახლა ეგ მარტოობა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent