შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოცნების დუელი


25-03-2024, 16:56
ავტორი Ni ni t
ნანახია 521

ყოველთვის ყველაფერი იცვლება და მარადიული არასოდეს არაფერი არაა, ყოველთვის როცა ცუდად ვარ მარტო ვრჩები, მთელი ცხოვრება დღეებისგან შედგება, ეს დღეები კი მუდამ ერთმანეთს გავს და რა გამოდის, რომ ცხოვრება მონოტონურ რეჟიმში მიდის, ეს კი საშინელება და აუტანელია, ზოგჯერ ვკარგავთ საკუთარ თავზე კონტროლს, გადავდივართ სხვა განზომილებაში, ვცდებით საზღვრებს, იმ საზღვრებს, რომლებსაც სამყარო აწესებს, ანუ შესაძლოა ისე ცხოვრება, რომ ყოველი დღე ერთმანეთს არ გავდეს, ეს კი ვფიქრობ უფრო საინტერესოა....ზოგჯერ ძალიან მინდება გიჟი ვიყო, გიჟი რადგან ყველა გიჟი თავისუფალია და მხოლოდ იმიტომ რომ ჰქვიათ „გიჟები“ აკეთებენ იმას რაც სურთ, აი სადამდე მივედი თავისუფლება მსურს, თუმცა რა შეიძლება იყოს ჩემთვის ეს თავისუფლება?ამაზე პასუხი არ მაქვს , რადგან მგონია, რომ თავისუფალი ვარ, თავისუფალი მაგრამ ჩემი სულიერი ტკივილები მამძიმებს, ის ტკივილები, რომლითაც დღეს მასისგან გამოვირჩევი და მე ნამდვილად „მე“ ვარ, მეამაყება, როდესაც ჩემს სახელს ახსენებენ, იმიტომ რომ ჩემნაირი არავინაა, ხო შეიძლება საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტიც კი ვარ, თუმცა მე მაქვს ამაზე პასუხი და ჩემი პასუხია ის, რომ ადამიანს, რომელსაც არ უყვარს საკუთარი თავი ვერასოდეს შეიყვარებს სხვას, რადგან სიყვარული სწორედ იმას გულისხმობს, რომ სხვა საკუთარ თავზე მეტად გიყვარდეს, აი ვხედავ ჩემი პასუხიც ვიპოვე კითხვაზე რა არის ჩემთვის ბედნიერება, ფსიქოლოგიურად თუ მივუდგები ჩავთვლი, რომ ....თუმცა ხედავ??? თავისუფლების მაგივრად ბედნიერება დავწერე, ეს მნიშვნელოვანია, რადგან თავისუფლება ვიფიქრე და ბედნიერება დავწერე, აი ჩემი პასუხი ამ ყველა კითხვაზე:ჩემთვის თავისუფლება ბედნიერად ყოფნაა, ხოლო ამ ბედნიერებას ოცნების ახდენები მაძლევს, თუმცა ამ წუთას სულაც არ ვგრძნობ თავს ბედნიერად აი კიდევ ერთი პასუხი, როდესაც რომელიმე პუნქტი ირღვევა სადღაც წყდება ჯაჭვი და აღარ იძლევა მთლიანობას.ახლა ჩემი მიზანია დავადგინო რატომ არ ვარ ბედნიერი და რა მჭირდება იმისთვის რომ ვიყო ბედნიერი ან საერთოდ სადაა ჩემი ჭეშმარიტი ბედნიერება, ამაზე ალბათ დაფიქრება დამჭირდება იმისთვის რომ სწორ პასუხამდე მივიდე, მოკლედ ჩემი ბედნიერების საიდუმლო მარტივია ოცნების ახდენა და კიდევ ერთხელ ოცნების ახდენა, თუმცა მაქვს კიდევ ერთი კითხვა რა შეიძლება გამიკეთონ ისეთი რაც არავის გაუკეთებია ან როგორ შეიძლება მატკინონ ისე, როგორც არავის უტკენია? აი პასუხიც: ადამიანთა ფანტაზია ამოუწურავია და თანაც ყველა ინდივიდუალური, და მაშინ , რა უნდა მოხდეს, რომ ადამიანებმა არ მატკინონ ან არ მიმატოვონ? ალბათ თავად უნდა ვიყო ისეთი, რომ არავის მოუნდეს ჩემი დატოვება და რა არის ამის მთავარი საიდუმლო? ისევ და ისევ ოცნება, რადგან გაცემული ყოველთვის უკან ბრუნდება. “ოცნების დუელი“ ასე ვუწოდებდი ამ მოქმედებას, რადგან დუელში გამოწვევაზე მხოლოდ ბრიყვი თუ იტყვის უარს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent