შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მხსნელად მოვლენილი ბავშვობა


9-05-2024, 17:22
ავტორი atuk
ნანახია 410

ბავშვობა, ეს ის პერიოდია რომელშიც სიყვარულს, მოწონებას, მეგობრობასა და უბრალოდ დიდ ქიმიას სხვადასხვა ნაირად აღვიქვამთ.
ალბათ, 2013 წლის ზაფხული იქნებოდა, სოფელი და უამრავი ტკბილი და თბილი დღეები მეგობრებთან ერთად. 13-14 წლის ასაკში წვეული სიმპატიები ყველას გვქონია. უბრალოდ ზოგიერთი სიმპატია ზაფხულისავით ხანმოკლეა ხოლმე , გადის დღეები თვეები და შემდეგ ზაფხულამდე ზოგჯერ აღარც გვახსოვს ხოლმე ჩვენი სიმპათიის ადრესატი , მაგრამ არის გრძნობებიც რომელიც ამ ასაკში იწყება და მერე სამუდამოდ ვერ დაწყებულად დამთავრებულ ისტორიებად ვითარდება.
ასე მოხდა ჩევენთანაც, დავიწყეთ და ბავშური სისულელით მეგობრობით შევფუთეთ ქიმია სიყვარული და ერთმანეთიც კი. მიუხედავად იმისა რომ ჩვენს გარდა ყველა გრძნობდა მხოლოდ მეგობრები არ ვიყავით ჩვენ ცოცხალი თავით არ ვაღიარებდით.
ყველა ღამე მახსოვს როცა შენთან მესიჯებში გამითენებია, ყველა ღამე როცა მწერდი ჩამოვედი და გამოდიო, ყველა წვიმის წვეთი, რომელიც სახეზე და ხელებზე მეცემოდა შენ სანახავად გამოსულს თუ გამოპარულს.იმ სახეზე შენ რომ ნასვამი იხუთებდი შუბლზე რომ კოცნიდი და ბუტბუტებდი ჩემი გოგოხარო თმაზე მოფერებისას. მე კიდევ იმ ხელებს გაჭდობდი წელზე შენ რომ თითებით ეთამაშობდი და ჩუმად კიდებდი ხოლმე ვინმეს რომ არ დავენახეთ. მე კიდევ შენს ბუტბუტს გულში ვინახავდი ვითომ არ მესმოდა ხოლმე, მეშინოდა კითხვა დამესვა და მერე რომ უარყოფა მიმეღო რა უნდა მექნა. ასე გაგრძელდა ალბათ 2 წელი ვერ გათქმული სიყვარულით. ორი გულის ერთ მხარეზე ძგერით. ჩუმი ჩახუტებით ბავშვური სიწრფელით და ორი ბავშვის სინამდვილით. უთქმელი გაგებებით ერთი შეხედვის მნიშვნელობით და ერთმანეთის ერთი ღიმილით ბედნიერებით.
მაგრამ მოვიდა ერთი ზაფხული და შენ სოფელში ჩამოსულმა მე აღარ მითხარი რომ მოხვედი გაქრი თითქოს ვიცოდი რატომაც მაგრამ არ მჯეროდა რომ ვინმე ჩაერია ამ ყველაფერში.
იმ ზაფხულის შემდეგ დაიწყო უშენო შაბატ-კვირები, უშენო ზაფხულები აღდგომები და ყველა ის დღეები რაც ერთად გვაბედნიერებდა ხოლმე. მერე მეც შევეგუე ამ ყველაფერს, შენთან ბედნიერი წამების მოგონებები თითქოს სადღაც გადავისროლოე და ცხოვრება უშენოდ გავაგრძელე. გავიდა 1.2.5. 8 წელი და ამ დროის მანძილზე არცერთი ზარი, არცერთი შემთხვევით შეხვედრა მხოლოდ მონატრება რომელიც სადგაც უკან იყო ჩამალული. ისევ ორი გულის სურვილი მაგრამ დამალული და ვერ გათქმული ბავშვობა.
მერვე წელს შევხვდით ორი ზრდასრული შემდგარი დამოუკიდებელი ადამიანი, შენ ბედნიერი გვერდით საყვარელი ადამიანით, მე დანგრეული, გვერდით ადამიანით რომლისგან არც წასვა შემიძლია და ვერც დავრჩები, ერთი კვირისწინ მოშუშებული განატეხი ცხვირით სილურჯეებ ახალი გადავლილი და იარებ გახსნილი. და ისევ ეკლესია, ისევ საღამო უბრალოდ მცირე განსხვავებებით, შენ მოხვდეი ღამისთევაზე, რომელზე არასოდეს დადიოდი არც მაშIნ 8 წლისწინ, არც ამ 8 წლის მანძილზე, მე მშვიდად ღმერთთან სიმშვიდის სათხოვნელად მისულ, გადარჩენის თხოვნით მისული, და შენ შენი ბედნიერებით ალბათ არ ვიცი რას თხოვდი ღმერთს. ისევ გვერდიგვერდ, ამჯერად მოულოდნელად 8 წლის შემდეგ და ერთი მზერით ნათქვამი მონატრებით, მხოლოდ ერთმანეთის გვერდით დგომით და ერთმანეთის ფარული თვალიერებით ნაგრძნობი მონატრებით და ბედნიერებით. მხოლოდ იმ გრძნობებით წუხელ ორივემ რომ გავთქვით და ვინანეთ ბავშობაში არ თქმა. მხოლოდ ერთი მზერით ბავშობაში დაბრუნებით და გამთელებით და ეს ერთი მზერა და წუხანდელი საათობრივი საუბარი მხოლოდ ერთს გავდა. იმედებს რომ დაკარგავ, ცხოვრების თავზე დანგრევას, წასვლის სურვილს და განადგურებას რომ გრძნობ ადამიანი ზუსტად მაშინ შეიძლება მოგევლინოს ბავშვობა რომელშიც ბედნიერი იყავი. ბავშვობა რომლის სურნელსაც ბედნიერების ელფერი აქვს. და ამ გრძნობების გამხელით ვთვლი რომ არცერთმა არ ვუღალატეთ იმ ადამიანებს ვინც გვერდით, ამ ყველაფრით ჩვენი ბავშOბა გავაცოცხლეთ და ის პირველი სიყვარული, რომელზეც მეგონა რომ არასოდეს იქნებოდა ასე მკაფიოდ აღქმული, იგივე შეგრძნებებით. მიყვარს დრო რომელიც ჩვენი იყო, არ ვიცი ეს შეხვედრა ახლა რატომ იყო ან რა იყო მაგრამ ვიცი რომ გამიხარდი, ვიცი რომ მადლობა მინდა გითხრა ამდენ ტირილში გატარებული ღამის შემდეგ ჩვენი ბავშვური წრფელი სიყვარულის გახსენებით მე გავთელდი და გავბედნიერდი. ყველა სმსსი გულს დარა. მადლობა რომ წუხელ გადამარჩინე. ბედნიერი იყავი, სადაც და ვისთანაც ხარ, იმედია მეც გადავრჩები და თუ ჩვენი გზები საერთოა თუნდაც კიდევ წლების შემდეგ ისევ გადაიკვეთება. იმედია მეც მთელს ლაღს და თავისუფლად მსუნთქავს მიხილავ და მიპოვი. მადლოაბ ამ სიყვარულის განახლებისთვის ჩვენ რომ ბავშვობაში ვაჩუქეთ ერთმანეთს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent