შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რვა თვე


12-05-2024, 18:42
ავტორი ნაამა
ნანახია 417

მთელი წელია შენზე ფიქრებს გავურბივარ
არა გატყუებ! რვა თვე გავიდა
შენ არსად ჩანხარ, ჩემს მონატრებაშიც კი...
რვა თვეა ვცდილობ შენს სახელს არსად წავაწყდე
3 აგვისტოს იმ ღამეზე არ ვიფიქრო და არ ვიგრძნო რომ მენატრები
ამ აღდგომას... ახლაც თვალწინ მიდგას ის მომენტი შენს საფლავზე წითელი კვერცხი რომ გავაგორე, წითელ კენჭებზე თეთრი სითხე მოუსმელად როგრ დაგაცალე. მე შენს საფლავს არ ვუყურები, ვერ ვუყურებდი შენი საფლავის რამდენიმე თვის წინ დადგმულ ქვას. ამის ნაცვლად თვალები მამაშენის ქვისკენ გამირბოდა, ის არ მენატრება , მასზე არც ვფიქრობ , რადგან დიდად არ მახსოვს. შენ კი, შენ მთელი ცხოვრებაა გიცნობ, ჩემს გვერდით იყავი და ღმერთო იმდენი მოგონება მაქვს შენთან ვერც კი ვიჯერებ მათ რიცხვს.
ცრემლები ყელში მებჯინებოდა და რვათვისწინ ჩაკლული ემოციები მეხვეწებოდნენ გამოგვიშვიო, მაგრამ გავჩერდი, როგორც რვა თვის წინ.
იმ საღამოს დედამ რომ თქვა შოვში იყავი , უფროსწორად შოვში მომხდარი შემდეგ უგზოუკვლოდ გაქრი ვიცოდი ცოცხალი იყავი და არაფერი მოგივიდოდა, შენ ხომ ჩემი შესანიშნავი ბიძაშვილი იყავი, მაგრამ იმ ღამეს შენთვის პირველად ვიტირე და სამყაროს ყველა ღმერთს ვთხოვდი უკან დაბრუნებულიყავი.
ვთხოვდი სიცოცხლის, სიკვდილის, გარდაცვლილების, იღბლის, მოგზაურობის ყველა ღმერთსა და ყველა ქალღმერთს..
და როცა ამის შემდგე ვინმე მკითხავს რატომ არ მჯერა არცერთი ღმერთის ალბათ სიცილი ამივარდება. არცერთს ეყო ძალა გაეცოცხლებინე ან ჯერ ისევ ცოცხალი შენთვის ეს სიცოცხლე შეენარჩუნებინა. არც იესოს... არც ანუბისს, არც ოსს არც თანატოს, არც ისის, არც ჰებეს, არც პლუტონს არც ქალს და არც სხვა უმარავი კულტირისა თუ რელიგიის ღმერთს.
ათასობით ღმერთიდან, ათასობით ქალთღმერთიდან, ათასობით წმინდანისა და ასეულობით მაგიური არსებიდან არცერთს ეყო ძალა შოვის ლაფისგან დაეხსენი. იმ დღეს მე იქნ ჩემი ბავშვობა დავკარგე, ადგილის და რაც მთავარია შენი სახით.
რვა თვე, რვა თვეა არ ვიჯერებ შენი სიკვდილის ამბავს, არ ვტირი, ისე არ განვიცდი როგორც უნდა განვიცდიდე. იმ დღეს დაღუპული ყველა ადამიანის ნათესავს მხოლოდ ლამაზი სახეები დარჩათ უკანსკნელ მოგონებებად მე კი არა..
მე შენთან გატარებული ბოლო დღე ბოლო მოგონებად არ შემომრჩენია, არა და ის დღე იდეალური იყო, შენი სახლის ეზოში იმ რკინისა და ხის სკამზე ვიჯექით და სისულელეებზე ვლაპარაკობდით, დედაჩემზე ვხუმრობდით და დათოს ძაღლს ვეფერებოდი.
მერე ლუკა რომ მოვიდა და საკაურას პირას ხის მორზე ვიჯექით ეგეც მახსოვს. არ მახსოვს რა ვილაპარაკეთ მაგრამ შენი სიცილი და შენი სახის ყველა ნაკვთი მახსოვს.
ახლა კი შენი სხეულის უკანასკნელი მოგონება მარაზმულია
წყალს გამოყოლილი, უკვე უსიცოცხლო სხეული...
ახლაც ცხადად მახსენდება რა დღეში იყავი როცა როგორც იქნა მოგაგნეს.
ფოტოს რომ ვუყურებდი ვერაფერს ვხედავდი, ისიც ვიფიქრე რომ ცხედარი პირდაღმა ესვენა და ეს ყველაზე გულისამრევი ნაწილია რადგან მე ვიცი...
ჯანდაბა ვიცი რა დღეშიც იყავი როცა გიპოვეს, როცა სახლში დაგაბრუნეს.
არა და არ იყო საჭირო რომ ეს მენახა, მაგრამ ვნახე სრულიად შემთხვევით და ალბათ დიდხანს ვერ ამოვიგდებ ამ სურათს გონებიდან.
მთელი თვე გაგრძელდა შენი გლოვა და ეს ისეთი საშინელი იყო , დედა რომ დაგტიროდა, ანა რომ გგლოვობდა და სახლში მხოლოდ ჩვენ სამი ან კიდევ უამრავი ადამიანი იყვნენ ვინც იდიოტებივით უყურებდნენ ატირებულ დედაჩემსა და ჩემს დას ისეთი გრძნობა მიჩნდებოდა რომ მე არ უნდა მეტირა, სუსტი არ უნდა ვყოფილიყავი და მათი დამშვიდება შემძლებოდა და ახლა რვა თვის შემდეგ როგორციქნა დავიწყე გაცნობიერება რომ შენ აღარასდროს დაბრუნდები. არცეთ ბაზრის დღეს ონის სახლის კარს არ შემოაღებ და ახალ ნივთებს აღარ გვაჩვენებ. შენთან სახლში ამოსული დათოს აღარ ვეჩხუბები რომ შენი ოთახის გვერდით ოთახში მის მაგივრად მე დავიძინო. ვეღარასოდეს მოვისმენ შენს სულელურ ხუმრობებს და ალბათ ყოველწელს მომიწევს შენს საფლავზე მოსვლა. ახლა ისეა თითქოს ჩემს სიძლიერეს ვადა გაუვიდა. ისე მენატრები ცოტაც და ტკივილისგან ყვირილს დავიწებ, მაგრამ ეს არაფერს შეცვლის რადგან ღმერთები უძლურები არიან .




ეს იმ რამდენიმე ჩანახატიდან ერთ-ერთია, რომელიც ოდესმე ვინემსთვსი მიმიძღვნია და ის ჩემს აწ გარდაცვლილ ბიძაშვილს ეძღვნება. რაც შეეხება ისტორიას რომელსაც ვწერ არ არის აუცილებელი უარყოფითი ემოციის გამოხატვა თუ გეი/ბი რომანები არ მოგწონთ უბრალოდ ნუ წაიკითხავთ ,იმიტომ რომ ასე თქვენც არ გაღიზიანდებით და არც მე დამწყდება გული შერჩევითი ნიშნით უარყოფითი ემოციების გამო




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent