შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმედი წარსულიდან (სრულად)


13-05-2024, 23:24
ავტორი Nynya_Smith
ნანახია 3 101

დიდხანს ვფიქრობდი რა დამეწერა დავალებისთვის. არ ვიცოდი რა თემა ამერჩია. დრო სწრაფად გადიოდა. უკვე ღამის 12 საათი დაწყებულიყო, მე კი ისევ კომპიუტერთან ვიჯექი და ფიქრებით დაღლილს თვალი გამექცა საქართველოს რუკისკენ, რომელიც იქვე, კედელზე ეკიდა. ნეტავ როგორ ცხოვრობდნენ ის მეფეები, ვისი სახელითაც ამაყები ვართ დღეს ქართველები?!
უცებ ნისლში ჩავიძირე...
როცა გონს მოვედი, მრგვალი მაგიდის გარშემო დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი, გიორგი V ბრწყინვალე და ერეკლე მეფე დავინახე. მათი ბრწყინვალება იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ დიდხანს ხმას ვეღარ ვიღებდი. ოთხივე შთამაგონებელი სახით მსჯელობდა ქვეყნის მომავალზე და ინტერესით ყვებოდა თავიანთ ეპოქაში გამოვლილ ჭირ-ვარამს. მათი ძირითადი საფიქრალი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო. ჩემს იქ ყოფნას არ იმჩევდნენ. თითქოს გაბრაზებულები იყვნენ იმაზე, რომ ქართველებმა დავთმეთ ტერიტორიები, ის ადგილები, რომელთა შენარჩუნებაც მათ სისხლის ფასად უჯდებოდათ. წუხდნენ იმაზე, რომ თანამედროვე საქართველოში მათ მიერ მოპოვებული ღმერთის, სარწმუნოების და ერთმანეთის სიყვარული დაიკარგა. დავითი თავის მიერ გატარებულ რეფორმებს, აღმშენებლობასა და თითოეული ბრძოლის ეპიზოდებს დეტალურად ყვებოდა. თამარი, მისი შთამომავალი, დიდი ბაბუის მონათხრობს მეფური სიამაყით და მოკრძალებით ისმენდა. შემდეგ თავისი შამქორისა და ბასიანის ბრძოლები გაიხსენა. გიორგი V მონღოლთა განდევნით ქვეყნის თავისუფლების სიხარულს ვერ მალავდა და ყველა ბრძოლის დეტალებს ისე ყვებოდა, რომ განცდა მქონდა თითქოს მისი თანამედროვე ვიყავი. მათი შემხედვარე ერკლე ჩვეული სინდინჯით უსმენდა და ელოდებოდა რიგს, როდის გაიხსენებდა თავის სტრატეგიებს- ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში რომ გამოიყენა. თუმცა ბევრი მარცხის მიუხედავად, სიამაყით აღწერა ასპინძის გამარჯვება, მაგრამ სინანულით გაიხსენა კრწანისი. ეტყობოდა რომ რუსების ღალატით გამოწვეული მწუხარება მოსვენებას არ აძლევდა. გაიხსენა რომ მის დაკრძალვაზე შავი ჭირი მძვინვარებდა საქართველოში, თუმცა სიამაყით გამოაცხადა რომ თავისი შვილი სპეციალურად გააგზავნა რუსეთში ვაქცინის გასაკეთებლად.
შეშფოთებულნი იყვნენ დღევანდელი, პანდემიური ვითარებით- საქართველოში. არ იცოდნენ რა ღონე ეხმარათ წარსულიდან დასახმარებლად. მათი საუბრის დასასრულს ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ყველა ბძოლაში და განსაცდელის ჟამს მათთან იყო წმინდა გიორგი.
მოულოდნელად ოთხივე ერთდროულად შემობრუნდა ჩემსკენ, უხერხულობის განცდა კი ისე მომერია თვალები სად წამეღო აღარ ვიცოდი. ნელა მომიახლოვდნენ, დავითმა წმ.გიორგის ხატი გადმომცა, თამარმა ''ვეფხისტყაოსანი'' და თავისი ჯვარი, გიორგი ბრწყინვალემ-''ძეგლისდება'' დამიდო მაგიდეზე, ერეკლემ თეთრი ჩოხა შემოიტანა-ეს თეკლა ბატონიშვილს შევუკერეთ, ახლა კი მინდა შენ ატაროო, თავისი ლოცვა გამომაყოლა, და მომაძახა: სიაახლეების არ შეგეშინდეთ, არცერთმა დაბრკოლებმ უიმედო მდგომარეობაში არ ჩაგაგდოთ რადგან შენ ჩვენი მომავალი ხარ და იმედიანი თვალით შეგცქერით საამაყო წარსულიდანო, ჩვენ რწმენამ გადაგვარჩინა, რწმენამ იმისა რომ მომავალი თაობა არ დაივიწყებს, ვინ არის, საიდან მოსულა და საითკენ წავაო.
აღარ ვიცოდი როგორ გადამეხადა მადლოაბა. ბედნიერების გრძნობამ უცებ გამომაღვიძა.თითქოს გული დამწყდა რომ სიზმარი ცხადი არ იყო. მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ იმ თაობას ვეკუთვნი, რომელიც საამყო წარსულიდან მოდის. ვინც იცის, რომ უფლის იმედი და რწმენა გადაგვარჩენს და "ვეფხისტყაოსანი" ჩვენი საუნჯეა.



№1  offline წევრი CinemonGirl

მოკლე და ჩემთის ბევრის მთქმელი, მადლობა heart_eyes

 


№2  offline წევრი Nynya_Smith

CinemonGirl
მოკლედ და ჩემთის ბევრის მთქმელი, მადლობა heart_eyes

მიხარია, თუ მოგეწონა! ბევრს ნიშნავს ჩემთვის blush heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი ნატო

ეხ ნეტა ყბელა გაიხსენებდეს ჩვენი ქვეყნის წარსულს ვინ ვიყავით სად ვართ და ვინ ვიქნებოდით მათი თავდადება და გამარჯვება რომარა.უფალმა დაგვილოცოს საქართველო და ქართველობა,გვესწავლოს ერთმანეთის ატანა და გატანა.ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო წარმატებები შენ.

 


№4 სტუმარი სტუმარი სოფი

კარგია, საკმაოდ საინტერესოდ გადმოეცი და იქ ზემოთ თუ მართლა რაიმე არსებობს ალბათ ისინი მართლა ასე ფიქრობენ, მადლობა შენ ამ პატარა და მართლაც განსხვავებული ისტორიისთვის

 


№5  offline წევრი Nynya_Smith

სტუმარი ნატო
ეხ ნეტა ყბელა გაიხსენებდეს ჩვენი ქვეყნის წარსულს ვინ ვიყავით სად ვართ და ვინ ვიქნებოდით მათი თავდადება და გამარჯვება რომარა.უფალმა დაგვილოცოს საქართველო და ქართველობა,გვესწავლოს ერთმანეთის ატანა და გატანა.ძალიან სასიამოვნო წასაკითხი იყო წარმატებები შენ.

მადლობა, შენ, რომ წაიკითხე! მიხარია, თუ ვინმე ჩემნაირად ფიქრობს. მეათე კლასს ახლა ვასრულებ და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, ვცდილობ საკუთარ თავს და სხვებსაც ჩემს გარშემო, გავუღვიძო ის პატრიოტიზმი რომელიც ჩაკლეს ადამიანებში. სამწუხარო რეალობაში ვცხოვრობთ ადამიანები დღეს, თუმცა იმედი მაქვს ჩემი თაობა არ დაივიწყებს "ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო".

სტუმარი სოფი
კარგია, საკმაოდ საინტერესოდ გადმოეცი და იქ ზემოთ თუ მართლა რაიმე არსებობს ალბათ ისინი მართლა ასე ფიქრობენ, მადლობა შენ ამ პატარა და მართლაც განსხვავებული ისტორიისთვის

მადლობა წაკითხვისთვის და აზრის გაზიარებისთვის! მიხარია, თუ მოგეწონათ! მე მწამს რომ იქ, სადღაც, იმიერში, არსებობს ალტერნატიული სამყარო, სადაც ჩვენს ღირსეულ მეფეებს არ სჯერათ და რცხვენიათ კიდევაც დღევანდელობისა. როცა ადამიანში სისტემა კლავ ისეთ გრძნობებს როგორიცაა სამშობლოს სიყვარული, ისტორიის სიყვარული და სკოლის მასალაში მიწერ, რომ აფხაზეთი ქართველების რაღაც გაურკვეველი მიზეზით დავკარგეთ, იმ საზოგადოებაში ხმა ვიღაცამ უნდა ამოიღოს! ვეფხისტყაოსნის მთავარი პერსონაჟები არ იციან და თავი კაცებად და ქალებად მოაქვთ ჩემი ასაკისებს, ვფიქრობ სამარცხვინოა უბრალოდ ეს ყველაფერი. საჭიროა ვიღაცამ, თუნდაც ასე, მოკლე ჩანახატებით რაღაც სათქმელი თქვას

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent