სათაური მოიფიქრე შენ
თეთრ ოთახში ვწევარ, ზამბარებიან საწოლზე, ვიყურები ჭერში და ვფიქრობ , თუ როდის შევწყვიტე ფიქრი საკუთარ თავზე. არ ვიცი იქნებ არც არასდროს ვფიქრობდი ჩემს ნამდვილ მეზე, ალბათ არასდროს გამიკეთებია ის რაც რეალურად მე მინდოდა. ვაგრძელებ ფიქრს და მიჩნდება ერთი კითხვა. იქნებ საერთოდ არც კი ვიცნობ საკუთარ თავს. როგორ უნდა მივხვდე რეალურად რა მინდა? ძირითადად ცხოვრება მთავაზობდა ალტერნატივებს და მე ვირჩევდი უბრალოდ ვიღებდი გადაწყვეტილებებს. საკითხავია მე ვიღებდი თუ არა მაგრამ აქამდე ასე მეგონა. შენ ალბათ ერთხელ მაინც დაფიქრებულხარ ცხოვრების ამაოებაზე, იმაზე თუ საერთოდ არის თუ არა ეს ყველაფერი რეალობა. იქნებ ყველა საკუთარი წარმოსახვის მთავარი გმირები ვართ და ყველაფერს ჩვენ განვკარგავთ. ან იქნებ პირიქით. ჩემი ცხოვრება არც თუ ისე მარტივი ყოფილა , 28 წელი შემისრულდა და აქედან ალბათ 3-4 წელი არის დარჩენილი ჩემს მეხსიერებაში. არადა მეხსიერება კარგი მაქვს. უბრალოდ იქნებ იმდენად არ მომწონდა დანარჩენი წლები რომ მთლიანად ამოვშალე გონებიდან. იქნებ რამდენი რამ მაქვს ასე კიდევ წაშლილი ან ვინ. ვიყურები ფანჯრისკენ , ფარდის უკან სინათლე მოჩანს , ცდილობს ოთახში შემოაღწიოს და გაანათოს აქაურობა მაგრამ ფარდა იჭერს, აკავებს. და იქნებ ხანდახან ჩვენ საკუთარი ცხოვრებისთვის ზუსტად ეს ფარდები ვართ არ ვუშვებთ სინათლეს ჩვენში რომ ყველაფერი განათდეს. ყველაზე დამღლელი რამ რითიც შეიძლება ადამიანი დაკავდეს ჩემი აზრით ფიქრია. და შენ რას ფიქრობ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.