შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წარსულის გარეშე


12-01-2020, 02:13
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 10 214

დგება მომენტი, როცა ვხვდებით, რომ შეუცვლელი და განუმეორებელი არავინ ყოფილა; უბრალოდ იმდენად გვინდა, რომ ვიღაცისთვის განსაკუთრებულნი ვიყოთ, ყოველ დღე ვიქცეთ სხვის რუტინულ ფიქრთა ნაწილად, მოვლენებს განსაკუთრებულ მნიშვნელობებს ვანიჭებთ.
ადამიანი ხომ ცხოველია, რომელიც იმდენად ეჩვევა სხვას, ვერ წარმოუდგენია განშორება, თუმცა ესეც მარტივად გადააქვს, ნელ-ნელა უბრუნდება ჩვეულ რიტმს და ნებისმიერი წასულის გარეშე იხსენებს ცხოვრებას.
წარსულის გარეშე ყველაფერი მარტივი ხდება... ბოლოს მას იმდენადაც კი ვშორდებით, ვერ ვარჩევთ მართლა მოხდა, თუ უბრალოდ უშნო ლამაზად შეფუთული, ან პირიქით ლამაზი უშნოდ შეფუთული, სიზმრის ნაწილი იყო.

თენდება, ისევ ჩვეულებრივ იწყებ დილას, აგრძელებ... დღის ძირითადი ნაწილიც გადის და საერთოდ არ გახსოვს, როგორ შეიძლებოდა სხვაგვარად....
გადის დრო და ვერც კი წარმოგიდგენია, რომ მუშაობისა და ათასი ცხოვრებისეული საფიქრალის გარეშე შესაძლებელია ცხოვრება.
ის ხომ ძალიან მოსაწყენი იქნებოდა - ამბობ და მიყვები ე.წ დაკისრებულ მოვალეობას, რომელიც ერთ დროს თავად აჰკიდე საკუთარ თავს მხრებზე.
დრო გადის, დრო გადის და შენც იცვლები, იცვლები და აწყობ რეალობას საკუთარი წესებით...
ასე უფრო მარტივია, აღარავის აზრი გაინტერესებს..
გეცინება საკუთარ ძველ „მეზე“, რომელიც განუწყვეტლივ იმაზე დარდობდა, რას იფიქრებდა პეტრე, პავლე და მეზობელი მაყვალა..

დგები, უფრო სწორედ, მაღვიძარა ძალით გაგდებს საწოლიდან. ჭირივით გეზარება თბილი საწოლის მიტოვება, მაგრამ მაინც სიხარულით ხტები და ღიმილით იწყებ დღეს..
ცხოვრება ეს ის წესებია, რომელსაც საკუთარ თავს უქმნი... საკუთარი წესები კი ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე სხვისი შედგენილი...
უნდა და მინდა იხლართება ერთმანეთში. ეს ის საუკეთესო წყვილია, რომელიც ცხოვრების მანძილზე შეგხვედრია....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent