ცეცხლი
მე ცეცხლისგან დავიბადე დედამიწის შუაგულში მისი ალი კანს მიწვავდა ისე მწვრთავდა როგორც რკინას ახლა ვდგავარ ვით ფოლადი ქვეყნის ცენტრში ხელში დროშით ვყვირი, ვიბრძვი ცემას ვითმენ მერე როცა დავეცემი ჩემისთანა ხელს ჩამკიდებს ფეხზე მყარად დამაყენებს რომ ვიბრძოლოთ ჩვენ მხარდამხარ არავის არ შევარჩინოთ მოპარული მომავალი, იმედები ,ოცნებები. ცეცხლის ალში გახვეულ ხალხს წყალს გვასხავენ თითქოს ასე ჩაგვაქრობენ თითქოს გაზით მეტად გვწვავენ ვიდრე ამ წამს ცეცხლი გვწვავდეს. ცეცხლი სულში, მთელს სხეულში და გარეთაც სულ ჩვენს ირგვლივ კვლავ გიზგიზებს. მანამდე არ გავჩერდებით სანამ ცეცხლი მზედ იქცევა სანამ ცაზე ვარსკვლავები სულ ერთბაშად გაქრებიან ჩვენ ვიდგებით და ვიბრძოლებთ როგორც უწინ რაინდები როგორც ერთდროს ალქაჯები ჩვენ ვიბრძოლებთ და ბრძოლისას ჩვენს ჩვენს ღმერთებს შველას შევსთხოვთ მე ცეცხლისგან დავიბადე დედამიწის შუაგულში მან გამომწრთა როგორც რკინა ახლა მე ვარ ხმალი მჭრელი , ბასრი პირით მძიმე ტარით. მანამდე არ გავჩერდები სანამ მიზანს არ მივაღწევ სანამ მტრები მუხლზე მდგომი უკანასკნელ წამს ითვლიან სანამ სისხლის ოკიანე არ დაშრტება და როდესაც ჩემნაირი თავის მუხლზე დაემხობა ხელს გავუწვდი ხმლას მივაწვდი ,რომ არასდროს დავანახოთ მტერს სისუსტე არასოდეს არ ჩავქრებით,როცა ვიცით ჩვენთვის ბიბრძვით რადგან ვიცით იქ წარსულში ვინ ვიყავით, ვისი სისხლი გვიწვავს ვენებს ,ვისგან გვერგო სიმამაცე ერთობა და სიძლიერე რატომა ვართ ასე ძნელად გასატეხნი, რატომ ვირისკავთ ჩვენს ცხოვრებას, და როდესაც ერთად ვდგავართ მე და ყველა ჩემნაირი , ჩვენ ყველაზე ძლეირი ვართ. წინაპრები სიამაყით ჩვენს ზურგსუკან იღიმიან, ხელში ხმალი უკავიათ და მხარდამხარ მტერს უტევენ. როცა ისევ გავბრწყინდებით და ვარსკვლავი ჩრდილოეთის კვლავ ამოვა ორ ზღვას შუა ჩვენ მტერს გავყრით მიწა წყლიდან და ერთობით, ერთმანეთს რომ სულ თავიდან უსიტყვოდ და უმოქმედოთ შეგვიფიცავს, კვლავ გავხდებით ბედნიერი , ჩვენი თავის, ჩვენი ქვეყნის, მოამავლის პატრონები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.