..დასასრული აუწყე ღმერთებს..
ცეცხლი დაანთე, ფაროსანო, ოლიმპოს თავზე, თვალმშვენიერო, დასასრული აუწყე ღმერთებს.. აჰა, ის დროა, მოგიხილო, ქალღმერთი, ფარზე, რადგან ფარით ვერც დამიბრუნდე, ხვალ ღამით, ეგებ.. როკვაში ღველფის რიალებდა ბრინჯაო კანი.. და მე, აშუღი, ვნეტარებდი ვნებათა ბოდვით, მზეს აბნელებდა ღვთაებრივი, სპილენძის ტანი და დასიცხული ბაგეები მეძახდნენ: მოდი! ფერფლი და მტვერი შეესია ოლიმპოს კედლებს, და ცეცხლის ალი შემოუგზნეს თვით ზევსის ტაძარს, ალბათ დასასრულს ზებუნებრივს ელოდით მერე.. მაგრამ არ ეყო მეხისმტყორცნელ ზევსს მტრისთვის ძალა.. ათენის ქვიშას შერევია ღმერთკაცის თავი, ნაქანდაკი და სიკვდილისებრ ფერკმრთალი.. თეთრი.. რომ შვილს მამისთვის არ დაედო ბრძოლაში თავი.. მეყოლებოდა ახლა მუზად უკვდავი ერთი.. მაგრამ ტყუილად როდი უთქვამს ბრმა კესიოპეს, თავად მუზებსაც არ ასცდებათ სიკვდილი ზოგჯერ.. შენი ხამლები, ომში ეცვა კესალიოპეს, ლაკედემონი შენი მკერდის ნაჟურით მორწყეს.. მაგრამ ამაღამ ნეტარებას ღველფისას ერწყმი, და დილით სათქმელს, როდი გეტყვი, ძვირფასო, ახლა, შენს ეპოქასაც განემზადა სიკვდილი მეფის, მაგრამ დილამდე, დამიბნელებ ყველა მზეს ახლა.. აი დილით კი უკანასკნელ სამისნოს გეტყვი, წადი, ქალღმერთო, დასასრული აუწყე ღმერთებს, ჩამოგბან სხეულს, აყვავებულს ისართა სეტყვით, სანამ თვალებში ჩაგუბებულს აღგადგენ ერთ დღეს.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.