შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წმინდა ნაპერწკალი


26-01-2025, 20:15
ავტორი SALOMEA1
ნანახია 45

სამონასტრო კომპლექსი ნაძვნარით იყო მდიდარი.უზარმაზარ გალავანს შენიშნავდით, რომელიც გარს ერტყმის სიწმინდეებს. წმინდა ადგილი ხომ იმ სისპეტაკითაა გამორჩეული, ერთ საეჭვო ბოროტ ზრახვასაც რომ არ გააჭაჭანებს ირგვლივ. გალავანს მიღმა სამყარო არსებობდა,ალბათ, უფრო ზეციერი, რადგან არნახულ მთებსა და ბორცვებს სიმწვანეში ჩაეფლოთ არსებული სიწმინდეები. თითქოს გალავანისგან მოშორებით, ტყის პირას, ერთიანი ძალით შემოკრებილან ვაჟას შვილები, ახლოდან მოისმის თერგის გამუდმებული დუდუნი-იმედი იმისა,რომ სამშობლო ცოცხალია.

მდინარის ხმა, სიწმინდეებთან მოდის…სიწმინდის ზარ-ზეიმი კი თერგამდე მიდის…ეს ხომ ნიშანია….ნიშანი მშვიდობის, ნიშანი არსებობის…

თუკი არსებობს წმინდა სამოთხე დედამიწაზე მაშინ გეტყოდით,რომ დარიალის მონასტერში შეხვდებით ცოცხალ სასწაულს.შორიდანვე თვალის ჭვრეტით დაინახავთ ეზოს, რომლის ცენტრიც მონასტერს უკავია. მონასტრამდე მისასვლელი გზა მარადმწვანე ეზოთია შემოღობილი.კედლები ქვით ნაშენი, გვერდი გვერდ მდგარი ასწლოვანი ნაძვი, დეკორატიული ჯუჯა ბუჩქი…სივრცე შემოღობილი სკვერის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომლის შუაგულშიც ყვითელ ფერში შეღებილ ყვავილებს მოუყრიათ თავი, გარშემო წითელ შეფერილობასაც გადააწყდებით და აქა-იქ ნარინჯისფერ კაბაში გამოწყობილ ყვავილსაც ნახავთ. ბეტონის კიბეს ხის ნარინჯისფერი მოაჯირები უმშვენებს გვერდებს. კიბეს ქვემოთ, უსასრულოდ მოუყვება ხის მოაჯირები, რომელსაც ნაძვნარი შემოუღობავს. კიბიდან ხელმარცხნივ შენიშნავთ პატარა, მოსაცდელ, ხისგან ნაშენ კუთხეს, რომლის შუაგულშიც ახალგაზრდა ხეა ამოსული, რომელსაც გარშემო ძველი ქვისგან ნაშენი ერთიანი, რკალისებრი ფორმის სკამი იცავს.მოსაცდელის პირდაპირ თვალი კიდევ ერთ კუთხეს ხედავს, ზურმუხტისფერი მარმარილოთი მოპირკეთებული ხატი მოჩანს დედა,რომელსაც პატარა ჩვილი უჭირავს ხელში. მარმარილოს ჩამოსხმას გვერდებზე წითელი ყვავილნარი ამშვენებს. პირდაპირ, გასწვრივ თვალისთვის დაუვიწყარი სურათი მოჩანს. გალავან შემოსაზღვრული გუმბათოვანი მონასტერი, რომლის გვერდით პატარა სამრეკვლო დგას,სარკმლებიანი გუმბათით. თვალის ერთი შევლება სივრცისთვის და გადაშლილი მარადიული ტყის ხილვა ერთია… მთათა შუაგულში ჩამოწოლილი მოძრავი ნისლი თითქოს შორს, მიუღწეველ ადგილას იბინდება და იდუმალ ფარდას ჰფენს ბუნებას. ბუნებას, რომელსაც დაცვითი გალავანი დარიალისთვის შემოურტყამს.გალავნის მიღმა ცხოვრება მტვერ დადებულ ფანჯრის რაფას ჰგავს, თითქოს მტვრის ერთ ფერში მოქცეულა სამყარო და მის მიღმა არაფერი არსებობს…გალავანს შიგნით კი რაღაც სხვას, რაღაც უცხოს, რაღაც არააქმვეყნიურს დაუდია ბინა.თურმე როგორი მძლავრი,

მონასტერი ლაქიანი სამყაროსგან შორს ჩაფლულა, თითქოს ბოროტება ვერ მიჰკარებია მის კარს. თითქოს ანგელოზთა საგალობელი იცავს მის წმინდა ჭიშკარს…ლაჟვარდისფერად მოელვარე, წმინდა ჩუქურთმებით მოხატულს კარს მიღმა მამა იოსები მსახურობს.

*
ქერა ბუნებრივ წვერს ატარებდა,მზის სხივებზე ახლადდავრცხნილი თმასავით ბრწყინავდა. ყოველთვის მოვლილი ჰქონდა, ფაფუკი და ნაზი შესახედაობის იყო. ბუნებრივად ჟღალი თმა მხრებამდე სიგრძის ჰქონდა. თმის ბოლოები ფაქიზად შეხვეულიყო, პატარა ბავშვის ხავერდოვან თმას მოგაგონებდათ. წარბი ხშირი, მაგრამ ღია ყავისფერი. სახის ფორმა მრგვალი, ლოყები ღია ვარდისფრად შეფაკლული.თვალის ფერი ზეციურთან მიახლოებული, ზღვისფერი…გამოხედვისას ჯერ მისი სიკეთეში ჩაღვრილი თვალები ანათებდა სივრცეში და შემდეგ მისი წრფელი ღიმილი.წლები გასულიყო, რაც მამა იოსები ახლოს არ მენახა… ერთ დროს თბილისი ერთ-ერთ ეკლესიაში მსახურობდა ჯერ კიდევ მაშინ,როცა ბავშვი ვიყავი.მე და დედა მის წირვა-ლოცვებზე დავდიოდით შაბათ-კვირა და ვინ იცის იმის შემდეგ რამდენი წირვა-ლოცვა, რამდენი შაბათ-კვირა გავიდა, რაც მამა იოსების ქადაგება არ მომესმინა.კი არ ქადაგებდა, ბრძნულად ღაღადებდა.ხავერდოვანი და ალერსიანი ხმის ტემბრი, მის საუბარს კიდევ უფრო ყურადსაღებს ხდიდა. სამრეკლოდან გამოსული, თბილად გაიღიმებდა, ერთი თვალის შევლებით მრევლს გადახედავდა,სტიქაროსნებს ხელის მინიშნებით მოიწვევდა თავისთან, ახლოს და იწყებდა ტკბილად მოურავ საუბარს…საკუთარ თავში უფლის რწმენას გვიღვივებდა, გვარწმუნებდა,რომ ცხოვრებაში სასწაულები რსებობს…რომ ამის სულიერად უნდა ვიწამოთ, თუ გულით არ ირწმუნებ სასწაულს იმის მომსწრე ვერც ვერასდროს გახდებიო. დღემდე გულში ვინახავ მის სიტყვებს ,,შენს ავის მოსურვეს ( მტერს) არასდროს უსურვო ცუდი, არ ჩააქრო შენში სიკეთის ნაპერწკალი, უფალს სთხოვე, მისი კარგად ყოფნა. იცი რა ხდება მაშინ,როცა შენც მტრის მსგავსი ხდები ? ბოორტება იმარჯვებს შენზე, ეშმაკი გმართავს…არ მისცე უფლება შენში წმინდა მტვრის გაწმენდვის…მოუფრთხილდი სულში არსებულ წმინდა ნაწილაკებს,არ დაუშვა მისი ჰაერში გაფანტვა. მოითმინე, ეშმაკი ვერ დაგჯობნის, თავის გზას გაუყვება, მთავარი მოთმინებაა…იესოს აღდგომა , ხომ სულიერი ტკივილის, საკუთარი თავად დარჩენის, სიკეთის შენარჩუნების, სიწმინდის დაცვის შემდეგ მოხდა…ეს გახსოვდეთ მუდამ.’’

მამა იოსებმა იცოდა, რომ დღეს ტაძრის გადასაღებად მივდიოდით, მაგრამ ის არ იცოდა, ვინ იყო ჟურნალისტი. ყოველ ზეთისცხებასა და ზიარებაზე მეკითხებოდა, რას შვრება შენი ჟურნალისტური ამბებიო… და ამის შემდეგ მაცხებდა სახეზე ზეთს ან მაზიარებდა საკურნებლად სულისა და ხორცისა… არ ვიცი, იქნებ აღარც ვახსოვარ, ნუთუ მის მახსოვრობაში დარჩებოდა პატარა გოგონა,რომელიც დედას დაჰყავდა ტაძარში. ეს გოგონა ახლა დედის გარეშე მოვიდა წლების შემდეგ.

სარკმევლის კარი ხმაურიანად გაიღო და ჟღალი ფიგურა გამოჩნდა თვალწინ…ისევ ისეთი იყო, ახალგაზრდობა შენარჩუნებული ჰქონდა თითქოს გუშინ იყოო ის დღეები, როცა მამაოს ტაძარში ვსტუმრობდი.მის სახეს ალერსიანი ღიმილი ამშვენებდა ძველებურად… ღია ცისფერი ანაფორა ეცვა, საყელური კი თეთრად ელვარებდა, გულზე ხის ჯვარი ჩამოეკიდა.წვერი წინა წლებთან შედარებით შემოკლებოდა, თუმცა ბუნებრივი სიქერავე შერჩენოდა, ოდნავ გამუქებოდა, შეუმჩნევლად… ჟღალი თმა კი გადაწეული ჰქონდა უკან.

-აქაც მომაგენი, არა? დედიკო სადაა…
ჩვეული ხუმრობანარევი ღიმილით მითხრა

-მამა იოსებ…
და უეცრად თვალებიდან ცრემლები წამომივიდა,
ვერ მოვითმინე, მივედი და ჩავეხუტე…თურმე როგორ მომნატრებია მისი ხმა, რა სცოდნია დროს, რამხელა ძალა ჰქონია მონატრებას, ემოციები თავისით მოაქვს ვითა გაუჩერებელი ნაკადული.

შეხვედრა წლების შემდეგ, წმინდათა წმინდა ადგილას. პატარა გოგონა ზრდასრული გახდა, მამა იოსები ისევ მღვდელია, საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს ემსახურება თავისი კეთილი ზრახვით, ღვთის შეწევნით. დრო მოვლენებს ცვლის ადამიანებს კი არა…ადამიანის სულის სარკეს წმენდვა სჭირდება, თუ საკუთარი სარკეები არ გავწმინდეთ ავი მტვრისგან და შავი ლაქებისგან ამ შემთხვევაში ხდება ჩვენი პიროვნების გარდაქმნა… მაგრამ, თუ საკმეველს სარკის გარშემო შემოვატარებთ და უარყოფით ენერგიებს გავწმენდთ ამ შემთხვევაში სულის სისუფთავეს შევინარჩუნებთ.

-მამა იოსებ, არ შეცვლილხართ, ისევ ისეთი ხართ…

-პატარა გოგონა, ამხელა თუ გაიზრებოდა ამ დროში არ მეგონა

-მეგონა დაგავიწყდებოდით…

-მამაო არასდროს ივიწყებს თავის მრევლს…სადაც არ უნდა წავიდე, ჩემი მრევლი მე ყოველთვის მემახსოვრება. აი, და გულზე ხელი მიიდო ამით დამაქვს ყველამათგანის სახე.

-საოცარი სილამაზეა, მამა იოსებ. სულის გაწმენდვისთვის შესაფერისი ადგილია…

-ჰო, ჰარმონია და სიმშვიდე ერთმანეთს ერწყმის. ადამიანები აქ მოსასვლელად გრძელ გზას გამოდიან…ესაა მადლი… მადლი, რომელიც შეუფასებელია. ამიტომ, მინდოდა მსახურება ისეთ ადგილას, რაც ერთი თვალის შევლებით მიუღწეველია, რაც ყოველდღიურობისგან განცალკევებულია და მარტივად სავალი გზები არ მიდის…

უფლამდე მისასვლელი გზა, გრძელი და რთულია… შენი წილი გზა უნდა გაიარო, გონებაში ფიქრი უნდა გქონდეს წრფელი, გულში სურვილი წმინდა და სულში კი რწმენა, ღრმა რწმენა,რომ უფალი ტაძარისკენ მიმავალს გზას გიკვლევს, კართან მდგომს გეგეგება, შენი ლოცვა ესმის და მით უფრო ისმენს…

დარიალი სწორედ ასეთი ადგილია…აქ მოსასვლელი გზა გრძელია, ამასთან ერთად მიუვალი, მაგრამ ყოველ ბნელ გვირაბს ხომ მოსდევს ნათება ? სწორედ გვირაბის ბოლო სინათლეა ეს ტაძარი და თვალით ახედა ჩვენს წინ მდგარ თვალით შეუფასებენ სიწმინდეს.

შენც უფალმა მოგიყვანა აქ… არა იმიტომ,რომ აქაურობა გადაიღო, არამედ იმიტომ,რომ ასე იყო საჭირო. ცხოვრებაში ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს, მათ შორის იმასაც რომ დღეს ჩემს წინ დგახარ, ახლა მე გესაუბრები… დაფიქრდი აბა, ამდენი წელი გავიდა და ახლა გაგიჩნდა სურვილი აქ მოსვლის..რატომ აქამდე არა? დღეს…დღევანდელ დღეს უნდა მოსულიყავი აი, ესაა პასუხი.

-მამა იოსებ, მგონია თქვენს ქადაგებას ვისმენ… გულით დავატარებ თქვენს სიტყვებს.მადლობა,რომ არსებობთ…თქვენნაირი ადამიანები აღრმავებენ მრევლში რწმენას. თქვენისთანა სარწმუნოებრივი პირები ბადებენ ადამიანებში მომავლის იმედს, აღვიძებს ბრძოლისუნარიანობას.

თქვენი მრევლი პეტრე ნათლად მახსოვს…ეტლს მიჯაჭვული ღვთისმშობლის ხატთან იდგა ყოველ ლოცვაზე. ხელში მარადიული რაოდენობის სანთლები ეკავა, წამი არ გავიდოდა შეგეხედა მისი ხელებისთვის და ანთებული სანთელი არ დაგენახა…სანთელი, რომელსაც ალი წვავდა და დრო და დრო უსუსურად პატარა ხდებოდა ღვთისმშობლის ხატთან ანთებდა. თქვენ,რომ ქადაგებას ასრულებდით, ის ხმამაღლა, ყველა მრევლის წინაშე გიხდიდათ მადლობას… ერთხელ კი თქვა,
რამდენი შაბათ-კვირა გავიდა მამაო, იმდენი იმედი მერთმევა ხელიდან, მაგრამ ანთებული სანთელი ჩემში ახალ რწმენას ბადებს.ლოცვიდან სახსლიკენ მიმავალი თითქოს ახლიდან ვიწყებ ცხოვრებას… თქვენ კი ასეთი რამ უთხარით…

დღეიდან, როცა არ უნდა მოხვიდე წმინდა ტაძარში, კარის ზღურბლზე რწმენით შემოხვალ და იმავე შემართებით გახვალ. დაე, შენს თვალსაწიერს არ გამოელიოს ანთებული სანთლის ძალა და სანთელში ჩათქმული, სულიდან წარმომავალი ვედრება უფლისადმი… დაიმახსოვრე, ერთ დღეს, საკუთარი ფეხით მოხვალ, საკუთარი ფეხით გადმოაბიჯებ ამ ზღურბლს და საკუთარი ძალით მიხვალ ყველა ხატთან…იწამე ამის.

როცა იმედაკარგული ვარ, დედა იხსენებს ხოლმე ამ სიტყვებს, რომელიც გულში შეგონებად ჩაიწერა.

მამაო, პეტრემ საკუთარი ფეხით გადმოაბიჯა ტაძრის ზღურბლს?

-როგორ გგონია გოგონა, სასწაული მხოლოდ სიტყვაა?

-თვალით დანახული ქმედებაა, სულში ჩათქმული ნატვრაა, გულიდან წარმომავალი სურვილია და ადამიანისთვის უბრალოდ ცხოვრების მთავარი მიზანი.ღმერთისგან ბოძებული მოვლენაა, უფლის ძალისგან შთაბერილი, შექმნილი და ახდენილი სურვილია.უფლის დამსახურებაა…მამაო, უფალი ხომ ყველა ადამიანის გულს კითხულობს…გული, ხომ წმინდა წიგნივითაა,რომელსაც სულის სიღრმევდე მივყავართ

-პეტრეს წადილი ახდა, უფალმა მის სულამდე მიაღწია…ამოიკითხა პეტრეს წიგნიდან მთავარი შინაარსი…მთავარი მიზანი აუსრულა…ცხოვრება გაუსხვაფერა, სხვა ადამიანად აქცია…დააჯერა, ღრმად დაარწმუნა თავის ძალაში იმაში,რომ უფლის გარეშე არაფერი ხდება ამ სამყაროში,რომ სასწაულის მქმნელი მხოლოდ უფალია…მხოლოდ მას შესწევს ამის ძალა და სხვა არავის.

-მამაო, საკუთარი თვალით ნახეთ, ფეხზე მდგარი პეტრე?

-უფლის სასწაულმა დამანახა მე ის… ცოცხლად მყოფი სასწაულის შემყურე, მეც კიდევ ერთხელ ვიწამე ამ ძალის და მივხვდი,რომ არც წამალს, არც ექიმს შეუძლია სასწაულის მოხდენა, გარდა ერთისა, იმ ზეციერისა
საუბრისას ხელი ზევით აწია, თვალებით ცისკენ ახედა და განაგრძო…
მას ხელზე ის სიცოცხლის მალამო აცხია, რომელსაც რჩეულებს აცხებს…




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent