"წმინდა გიორგი"
კაბადოკიელ ქრისტიან ოჯახს, წმინდა გიორგი მოევლინება, საკვირველმომქმედ მთავარ მორწმუნე, უძლეველ ძალით მოედინება, იმპერატორი ქვეყნის მმართველი დიოკლატიან უბრძანებს მკაცრად: რომ გაიყვანონ წმინდა გიორგი, შორს განაშორონ მის ახლოს დარბაზს. წმინდა გიორგის უშვერენ ხიშტებს, მაგრამ რკინები იდრიკებიან, მას მკერდზე დიდი ლოდი დაადეს და გველთა ხროვა იმრიზებიან. ფეხებზე ცხელი ჩექმა ჩააცვეს, ორმოს ჩააგდეს მორწმუნე დიდი, ზედ დააყარეს ცხელი კირის ქვა, იგი გადარჩა მორწმუნეს ფიცით. შემოახვიეს რკინის ბორბალზე მახვილებიან წვერ ბასრ რკინაზე, მკვდრეთით წამოდგა წმინდა გიორგი, უამრავ ხალხმა უფრო იწამეს. და, ათანასემ ქრისტიანობა ხომ აღიარა, იწამა კიდეც, წმინდა გიორგის თავი მოკვეთეს, მისი სული კი ამაღლდა ცისკენ. სამასსამოცდასამი ტაძარი, მთელი სამყაროს ლოცვად აღშენდა, მისი წმინდანი სულის სიწმინდე, ადამინებს ძალას მატებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.