მუზა (სრული ჩანახატი)
-იმ ცხოვრებაში, რომელიც ადამიანმა ერთხელ უნდა გაიაროს, თითოეული მათგანი როლს იღებს, არ ვიცი ამას ბედის წითელი ძაფი ვუწოდო თუ ცხოვრების საოცრება. თუმცა ის კი მთვარის კამარასავით ცხადია, რომ ცხოვრებაში ყველა ერთხელ იღებს როლს. - როლი ორი სახისაა: ან შემოქმედი ხარ ანდაც მუზა. - მე რომ მუზა ვყოფილიყავი; შენ რომ ჩემი მუზა იყო; მე რომ მუზა მყავდეს. •მე რომ მუზა ვყოფილიყავი, შემოქმედის სიტყვები ფუჭად არ გაიფანტებოდა. მე რომ მუზა ვყოფილიყავი, ალისფერ ფურცელზე თეთრად დატანილი სიტყვები არ გაქრებოდა. ხომ გსმენიათ სიყვარულის წითელი ვარდების შესახებ. ამბობენ, ვარდი რაც უფრო დიდი სიყვარულით არის გაცემული, მით უფრო დიდხანს გაძლებსო. აქაც იგივე თეორია მოქმედებს. ჩემთვის განკუთვნილი თეთრი სიტყვები არ გაქრებოდა, დავიწყებას არ მიეცემოდა. გავიდოდა დრო, ეს ერთ დროს ნაჩუქარი პრიალა ფურცელი გახუნდებოდა, თეთრი მელნით დატანილი სატრფიალო სიტყვები სხვისთვის გაუგებარი გახდებოდა, თუმცა ჩემთვის არა.. არასოდეს ჩემთვის. მე რომ მუზა ვყოფილიყავი და შემოქმედს ჩემთვის ალისფერ ფურცელზე დატანილი თეთრი სიტყვები ეჩუქებინა, მათი ამოკითხვის უნარს გადახუნებულ ფურცელზეც კი არ დავკარგავდი. აი როგორი ვიქნებოდი მე, როგორც მუზა. წარუშლელი. ჩემს კვალს, ჩემს არსებობას წარმავალი დროც კი ვერ შეეხებოდა. ჩემი შაირი ხელშეუხებელი იქნებოდა. აი როგორი ვიქნებოდი, მე რომ მუზა ვყოფილიყავი. •შენ რომ ჩემი მუზა იყო, ჯერ არასდროს წანაკითხი საოცრებების სათავე იქნებოდი, შენ რომ ჩემი მუზა იყო, დროს შენც ჩემსავით გაუძლებდი. შენ რომ ჩემი მუზა იყავი, საოცრებები მაკეთებინე. დღე-ღამეს შენზე ფიქრში მატარებინებდი, მონატრებით მტანჯავდი, მოთმინებას მაიძულებდი. დაკარგვის მიღება მასწავლე, შიშით, თუმცა მაინც ხომ მასწავლე, არა?. შენ რომ ჩემი მუზა იყავი, შენი წყალობით ჩემთვის გასაოცარი ისტორიები დავწერე. შენ რომ ჩემი მუზა იყო, ცისფრად მოკაშკაშე ოკეანეში ჩაგიყოლებდი, ერთი წვეთის შეხებით ადამიანს, რომ უკვდავებას ჩუქნის. მეც ათას ერთ ისტორიას მოგიყვებოდი და ბოლო ღამეს მეც შემიყვარდებოდი. შენ რომ ჩემი მუზა იყო, სიტყვებით თავს მოგაწყენდი... შენ რომ ჩემი მუზა იყავი, ჩემს სიტყვებს კი აფასებდი, მაგრამ არა იმდენად, რომ მათთვის გებრძოლა. ყოველდღე შავ ვარდებს გჩუქნიდი და შენც მათ იღებდი. შენ რომ ჩემი მუზა იყო მაინც ამ ფერს მოგიძღვნიდი. ,, და მაშინ რომ ეთქვა ჩემთვის ცხოვრებას, რისკენ იმზერდა ეს ჩემი თვალები, იქვე დამხობილს შენი ლოდინით, გავაშავებდი წამში ვარდებით.’’ შენ რომ ჩემი მუზა იყო, ამჯერად მე ვიქნებოდი ის, ვინც იტყოდა სიტყვას ,,ნახვამდის’’. •მე რომ მუზა მყავდეს, შემოქმედიც ის იქნებოდა. კალამს გავუწოდებდი და სრულ ძალაუფლებას ხელის გულებში მოვუქცევდი. ნებას დავრთავდი ჩემი ამბავი მას გადაეწყვიტა. აი, რამხელა იქნებოდა ჩემი გაცემის უნარი. თვალებით დავხატავდი, თითებით დავწერდი, გულით შევეგებებოდი. მე რომ მუზა მყავდეს, დროში მოგზაურად ვაქცევდი, მსოფლიოს რუკაზე დატანილ ყველა ადგილს ფურცელზე დატანილი სიტყვებით შემოვატარებდი. ყველა დროში, ყველა ადგილზე სამყაროს უდიდესი ადამიანის ტიტულს მივაწერდი. ყველა ფერის ფურცელზე დავწერდი. თეთრი მტრედი უკიდეგანო პრიალა ფურცლებს ვერ აუვიდოდა. დაღლილ დაქანცულს სამარადისო დასვენება მოუნდებოდა. მე რომ მუზა მყავდეს, მელანქოლია სასუფეველს არ მიეცემოდა, ყოველ სუსხიან საღამოს თვალების დახუჭვის შემდეგ ჩემი სული მოგონებების ფირებში ნაზად ილივლივებდა. მე რომ მუზა მყავდეს ნაჭრით გაწყობილი, გამჭირვალე ფირუზის ფერი იქნებოდა, ალაგ-ალაგ ოქროს წვეთები, რომ დაჰკრავს, აი ისეთი. ჩემი სული კი გამჭირვალე თეთრი იქნებოდა. ეს ორნი ჰაერში ალერსს, რომ დაიწყებდნენ სული მარგალიტის ფერს მიიღებდა. ალაგ-ალაგ მბრწყინავი ვარსკვლავი, რომ დაჰკრავს აი ისეთი. მე რომ მუზა მყავდეს, აურაცხელი თავიდან დაბადების შანსს ვუბოძებდი, ჩემი სიცოცხლის გადაწყვეტილებასაც მას მივანდობდი. აი, რამხელა იქნებოდა ჩემი მუზა. ,,მე როგორც შემოქმედს, მაკისრია ერთი მისია, გავუფრთხილდე გრძნობას. გულში არად გავივლო ცხოვრების ამაოება, დავრჩე მაყურებლად და შევაგროვო ამბები. შევიყვარო ყველაფერი და მუდამ შემეძლოს მათში საკვირველის დანახვა. ვიქცე სასწაულად და ვქმნა საოცრება’’. -ლურჯი მთვარე. 2024 წლის 25 დეკემბერი 6ე.მ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.