შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გისოსებს მიღმა


10-04-2025, 17:28
ავტორი zuzikooo
ნანახია 173

ციხის დღეები მხოლოდ დროის გადაგორება იყო. დილას მოჰყვებოდა უგემური საჭმელი, მერე – მუშაობა, მერე – სიგარეტის კვამლით გაჟღენთილი საუბრები, მერე – ისევ მარტოობა. დრო თითქოს ერთ ადგილზე გაყინულიყო.

მაგრამ იყო რაღაც, რაც ამ გაყინულ სამყაროში სითბოსავით შემოდიოდა. წერილები.

იმ დღეს, როცა მცველმა მისი სახელი გამოაცხადა და პატარა, ოდნავ დაჭმუჭნული ქაღალდი გადასცა, გული საგულედან ამოუვარდა. თითები ოდნავ უთრთოდა, როცა ხვრეტილი კონვერტი გახსნა და ხელნაწერი ასოები დაინახა. მისი ხელით დაწერილი ასოები.

„როგორ ხარ? მინდა, დავწერო, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ იცი, რომ არ არის. უშენოდ არც ერთი დღე არ არის ნამდვილი. ღამე ფანჯრიდან ვიყურები და ვცდილობ, შენო ვარსკვლავს ვიპოვო. მჯერა, რომ სადაც არ უნდა იყო, ამავე ცას უყურებ. როგორ მენატრები… ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემი სუნთქვაც კი ნელდება უშენოდ. მაგრამ არ დავეცემი. უნდა გელოდო. უნდა მჯეროდეს, რომ ერთ დღეს ეს კედლები ჩამოიშლება და ისევ შენს გვერდით გავიღვიძებ. მიყვარხარ. გელოდები.”

სანამ წერილს ბოლომდე ჩაიკითხავდა, გულისცემას უკვე ვეღარ აკონტროლებდა. სიტყვები თითქოს მისივე სისხლში იღვრებოდნენ. დახუჭა თვალები და წარმოიდგინა – ქალი საწოლზე მჯდარი, ხელში კალმით, ფანჯრიდან მთვარეს რომ უყურებდა და ამ სიტყვებს წერდა.

ხელში მოხვეული ფურცელი გულთან მიიტანა. ეს მხოლოდ ქაღალდი არ იყო – ეს მას ჰგავდა, მის სურნელს, მის შეხებას, მის სითბოს.

თვალები აეწვა, მაგრამ არ აცადა ცრემლს გადმოსვლა.

მოუთმენლად აიღო კალამი და მეორე მხარეს თავისი ხელწერით დაუწერა:

„შენი წერილი ერთადერთია, რაც აქ სუნთქვას არ მავიწყებს. ვარსკვლავებს რომ უყურებ, გახსოვდეს – მეც იქ ვარ. ყოველ ღამეს, იმავე ცის ქვეშ, შენს მოლოდინში.”

ფურცელი დაკეცა და ისევ მცველს გადასცა.

ის დაბრუნდებოდა. დაბრუნდებოდა წერილებში, ფიქრებში, თვალებში, დერეფნის ბოლოს.

მანამდე კი უნდა ეცოცხლა… სანამ ელოდნენ.

ციხის დღეები ერთმანეთს ჰგავდა. ერთნაირი ხმები, ერთნაირი სახეები, ერთნაირი ცივი კედლები. დილა ყოველთვის მკვეთრი და უხეში იწყებოდა – მეტალის კარის გაჯახუნებით, ჯარისკაცივით გამწყობილი საკნებიდან გამოსული პატიმრების რიგით და კუთვნილი ულუფით, რომელიც არც გემოს ტოვებდა და არც სისრულეს.

მაგრამ ყველაზე ცივი სწორედ ის წუთები იყო, როცა ყველაფერს თავი ერჩივნა, რომ არ ეფიქრა.

გისოსებს მიღმა ცხოვრება მიდიოდა. ქალაქში წვიმდა, ქუჩები სველდებოდა, მანქანები ჩქარობდნენ, ბავშვები თამაშობდნენ… იქ, შორს, სადღაც მისი საყვარელი ქალი შუქნიშანზე ჩერდებოდა, წიგნის მაღაზიაში შედიოდა, ღამე ლოგინში წვებოდა და ბალიშს ეხვეოდა – მის ნაცვლად.

აქ კი, ამ საკანში, დრო უბრალოდ არ არსებობდა.

ტანზე გადაფარებულ გადასაფარებელს მაინც მისი სურნელი ჰქონდა შერჩენილი. თვალებს ხუჭავდა და წარმოიდგენდა, რომ მის მკლავებში იყო მოქცეული, თბილი თითები მის თმაში იკარგებოდა და ჩურჩულით ეუბნებოდა:

– გელოდები.

საკნის კარი ისევ გაიღო. კიდევ ერთი დღე დაიწყო. კიდევ ერთი დღე, რომელიც არაფრით განსხვავდებოდა დანარჩენებისგან – გარდა იმ ერთი საათისა, რომლის გამოც ყველაფერს გაუძლებდა.



დერეფნის ბოლოს მძიმე რკინის კარი გაიღო.

მან ფეხის ხმა გაიგო – სწრაფი, ოდნავ აკანკალებული, როგორც ყოველთვის. წამით თვალები დახუჭა, რომ ეს წამი უფრო გაეწელა, შემდეგ კი ისევ გახსნა – და დაინახა.

იგი ისევ მოვიდა.

მის თვალებში ისევ ის სიყვარული იდგა, რომელიც ამ კედლების მიღმა ცხოვრობდა. იმ წამს ყველა ღამე, ყველა მონატრებული წამი, ყველა ჩუმი ცრემლი მნიშვნელობას კარგავდა.

– როგორ ხარ? – ქალი ჩურჩულით ეკითხება, თითქოს პასუხის ეშინია.
– ვცოცხლობ. შენ?
– ვცოცხლობ, რადგან გელოდები.

შეხება აკრძალული იყო, მაგრამ მათი თვალები ერთმანეთს ებღაუჭებოდნენ.

– მეც გელოდები… – ბიჭმა ჩუმად ჩაილაპარაკა.

და იმ ერთ საათში, სანამ ის იქ იყო, ციხის კედლები ოდნავ ფერმკრთალდებოდა, გისოსები ოდნავ თხელდებოდა, და საკანში გამომწყვდეული დღე – პირველად – ნამდვილ დღედ იქცეოდა.



№1  offline წევრი სევდანი

ძალიან გულშიჩამწვდომია ???????????? არ აქვს მნიშვნელობა, რა ზომის იქნება ჩანახატი, თუკი ის უამრავ სათქმელსა და ტკივილს იტევს. შენი ნაწერიც ზუსტად ამას ამოწმებს ???????????????????????? ასე გააგრძელე ⭐️

 


№2  offline წევრი zuzikooo

სევდანი
ძალიან გულშიჩამწვდომია ???????????? არ აქვს მნიშვნელობა, რა ზომის იქნება ჩანახატი, თუკი ის უამრავ სათქმელსა და ტკივილს იტევს. შენი ნაწერიც ზუსტად ამას ამოწმებს ???????????????????????? ასე გააგრძელე ⭐️





მადლობა, ბევრს ნიშნავს შენი კომენტარი ????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent