შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პატიმრის წერილი


3-09-2017, 22:33
ავტორი joxadze
ნანახია 2 993

გისოსებს იქით ხარ, უდროოდ შორია...
მე დავრჩი უშენოდ ცარიელ სივრცეში,
პატიმრის საკანში მუდმივად თოვლია,
გულშიც კი ზამთრდება თაკარა სიცხეში.

ცხოვრებამ გაგვყარა, შენ დარჩი უჩემოდ...
მეც ჩავრჩი მისჯილი - უფორმო საგნებთან,
არ ვიცი... რა ქვია ცხოვრებას უშენოდ
და ასე ჩარაზულ სულისვე კარებთან.

ვიხსენებ შენს სახეს - თვალებით გადამთბარს,
ყოველ დღე, ყოველ წუთს... დროის სვლით გადაღლილს,
ტკივილთა - ტკივილის სიჩუმით გადამტანს
და მაინც, ზღაპართა სიზმრებით არ დაღლილს.

ვიხსენებ სიყვარულს შეხვედრით დაწყებულს,
ხალისის პირველ წუთს - სიცილით ნაბოძებს,
იმ გრძნობებს, იმ განცდებს, გულისხმით დარწეულს...
მიწას რომ ესმის და ზეცას კი - აბოდებს...

არ ვიცი, რამდენ ხანს ვიცოცხლებ საკანში,
უშენოდ სუნთქვას რომ ფილტვებში მიყინავს,
ვეცდები ჩავწერო კედლების დავთარში,
მე თუ დღეს აქა ვარ, ჩიტი ხომ მიფრინავს...

და ისევ ფრთების სვლაც... მინდა, რომ იცოდე,
იქნება შენამდე ჩემი ხმით მოსული,
არ დათმო არასდროს წყვეტილი სიცოცხლე,
მითუფრო, როდესაც მზე დარჩა ორსული.

გისოსებს იქით ხარ, შეხვედრა - შორია...
მე ვზივარ უშენოდ ცარიელ სივრცეში,
გაყინულ საკანში ნაკეპი თოვლია,
მიყვარხარ, მიყვარხარ! გარეთ... და ციხეში




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent