"როდესაც სიყვარული გასამართლდება"...
ვერასდროს გავიგებ, როგორ შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ სიყვარული ნებისმიერი ფორმით, ცოდვაა და მის გამო ღმერთი ადამიანს მისგან სამუდამოდ განაშორებს. როგორ უნდა დასაჯოს სიყვარული ღმერთმა როცა თავად არის სიყვარული. მხოლოდ იმისთვის რომ მათ შეუყვარდათ ერთამანეთი ვისაც ერთი და იგივე ქრომოსომები აქვს? ეს ბიბლიის არასწორი გაგების შედეგია, რის გამოც ათასობით ადამიანი ყოველ ღამე ლოცულობს, რომ ღმერთმა “გამოუსწოროს” ის, რაც საერთოდაც არ არის გამოსასწორებელი. ეს უსამართლობაა.... როდესაც კაცსა და კაცს ან ქალსა და ქალს შორის კავშირს ასამართლებენ მხოლოდ იმის გამო, რომ ტრადიციას არ შეესაბამება. ნუთუ ერთნაირსქესიანთა სიყვარულში ნაკლები სინათლეა, ნაკლები სითბო? საერთოდაც არა და ვფიქრობ, როცა ვინმე ხმამაღლა უყვართ, მიუხედავად ჩუმი განსჯისა... ეს არის სიყვარულის უდიდესი გამოხატულება. ვერ აირჩევ ვის შეგიყვარდება. ამას გეუბნები როგორც ემოციური, ასევე მეცნიერული თვალსაზრისით. სიყვარულს ვერ აკონტროლებ ერთადერთი, რაც შეგიძლია აირჩიო, არის განაგრძო თუ არა ეს გრძნობა. მაგრამ სიყვარულის არჩევა ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი მითი და მიცდომაა. ნუთუ მართლა გჯერათ, რომ ვინმე მიზნობრივად აირჩევს ისეთ სიყვარულს, რომელიც ღამე ასე ლოცვით დასრულდება: “ღმერთო, გთხოვ, მომაშორე ეს სიყვარული”? მეცნიერულად, სიყვარული ტვინში წარმოიქმნება, როცა გაუცნობიერებლად გამოიყოფა ნეიროქიმიური ნივთიერებები დოფამინი, ოქსიტოცინი და სეროტონინი. ეს ჰორმონული რეაქციაა ბიოლოგიური პასუხი და არა შეხედულება ან გადაწყვეტილება. თუ სიყვარული სისწორის ნაცვლად ბუნების რჩევაა – როგორ შეიძლება ის ცოდვად ჩაითვალოს? ბიბლიაში მრავალი ადამიანი იყო გარიყული. მოსე ენის დაბრკოლებას ებრძოდა, ისააკს მხედველობა არ ჰქონდა, სამსონი დაბადებიდანვე ფიზიკურად იყო შეზღუდული. მაშ, რატომ არიან ისინი, ვინც “სხვაგვარად” უყვართ, უფრო მეტ დამცირებაში, ვიდრე ისინი, ვინც “სხვაგვარად” ცხოვრობდნენ? ისტორიაში არიან ასეთი ადამიანები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს. "დორიან გრეის პორტრეტის" ავტორი, ოსკარ უაილდი, საოცარი წარმოსახვით და იგივე სქესისადმი მომატებული სიმპათიით იყო დაჯილდოებული. ალან ტიურინგი – გენიოსი, რომელმაც ენიგმის კოდი გაშიფრა და მსოფლიო ომის ბედი შეცვალა მაგრამ მან სწორედ თავის სიყვარულზე გასამართლებულმა დაასრულა სიცოცხლე.... სად წავიდე ბოლოს მე, თუ სიყვარული ისეთივე ცოდვაა როგორც სიძულვილი? სიყვარული? რომელსაც მთელი ცხოვრება ნანობ? არ მინდა ცხოვრება მხოლოდ იმის შიშით, რომ “არასწორად” შემიყვარდება ან “სწორად” შევიძულებ. ადამიანურობის წართმევაა, როცა ვინმეს დასჯიან მხოლოდ იმიტომ, რომ უყვარს ის, ვინც არ ითვლება მისაღებად. იგივე ადამიანები, ვინც ამბობენ, რომ “ღმერთს ჩვენი ბედნიერება უნდა,” გვაიძულებენ, თავი მოვიტყუოთ და ვითომ გვიყვარდეს ის, ვინც არ გვიყვარს ოღონდ ღმერთმა მიგვიღოს. დიახ, ბიბლიაში წერია, რომ დასაწყისში ღმერთმა “კაცი და ქალი” შექმნა, მაგრამ ეს ისტორია ძალიან ძველია... მაშინდელი ცხოველები უკვე გადაშენდნენ. მაშინ ადამიანი შიშველი შეიქმნა, ახლა კი “სრულყოფილი” ქალი ისაა, ვინც თავს თავიდან ბოლომდე ოფარავს. თუ დრო ყველაფერს ცვლის, რატომ უნდა დარჩეს სიყვარული უცვლელად შეზღუდული? კვლევები აჩვენებს, რომ ასეთ ადამიანებში სუიციდის მაჩვენებელი უფრო მაღალია. იმიტომ რომ მათ აბულინგებენ, მათ ასამართლებენ და ეუბნებიან, რომ ჯოჯოხეთში წავლენ იმის გამო, რომ უყვართ... ბიბლიაში წერია: „სიყვარული მოთმინებაა, სიყვარული კეთილია. არ შურს, არ იამაყებს, არ არის პატივმოყვარე. არ იქცევა უტაქტოდ, არ ეძებს თავისას, არ იმახსოვრებს ბოროტებას. არ ხარობს სიცრუეზე, არამედ ხარობს სიმართლეზე. ყველაფერს იტანს, ყველაფერის სწამს, ყველაფერს იმედოვნებს, ყველაფერს მოითმენს.“ მთელი ეს მონაკვეთი სიყვარულზეა, და არცერთი სიტყვა არ ამბობს, რომ მას სქესი უნდა ჰქონდეს. სიყვარული ყველასთვისაა. ღმერთმა იგი რატომ შექმნა? თუ მას ყველასთვის არ გულისხმობდა?... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.