შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რა არის სიყვარული


9-10-2019, 00:18
ავტორი ქეთუსი
ნანახია 13 022

სიყვარული იდეალური მცნებაა, ქორწინება რეალური.”
– გოეთე

“სიყვარულია როდესაც აღმოაჩენთ, რომ სხვის ბედნიერებაში უფრო მეტი ბედნიერებაა, ვიდრე საკუთარში.”
– ერნესტ ჰემინგუეი

“რა არის ჯოჯოხეთი? ვფიქრობ, ეს ტანჯვაა, იმის გამო, რომ სიყვარული არ შეგვიძლია”
– თეოდორ დოსტოევსკი

“სიყვარული ძლიერი სურვილია, რომ ძლიერად სურდე ვინმეს.”
– მარკ ტვენი

“სიყვარული დაუმორჩილებელი ძალაა. როდესაც მის კონტროლს ვცდილობთ, გვანადგურებს. როდესაც ვცდილობთ დავატყვევოთ, გვიმონებს.როდესაც ვცდილობთ გავიაზროთ, გვტოვებს გზააბნეულს და იმედგაცრუებულს.”
– პაოლო კოელიო

“სიყვარულია, როცა ორი ერთ არსებად შეერთდება,მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული სამოთხეა.”
– ვიქტორ ჰიუგო

“სიყვარული ყველაზე დიდი ნიჭია, რაც ღმერთმა ადამიანს უბოძა… და უბედურია ის კაცი, ვინც ამ ნიჭის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან.”
– ნოდარ დუმბაძე

“ჭეშმარიტ სიყვარულს არ შეუძლია ლაპარაკი, რადგანაც ჭეშმარიტი სიყვარული მჟღავნდება ქცევით და არა სიტყვებით.”
– უილიამ შექსპირი

“გულს სურს ის, რაც სურს. არანაირი ლოგიკა არაა ამაში. შეხვდებით ვინმეს და შეგიყვარდებათ – სულ ესაა.”
– ვუდი ალენი

“უყვართ იმიტომ რომ უყვართ, სიყვარულს მიზეზები არ სჭირდება.”
– პაოლო კოელიო

“ჩვენ არავინ გვიყვარს სილამაზის, ტანისამოსის ან სიმდიდრის გამო. ჩვენ გვიყვარს იმიტომ რომ მასში მელოდიაა, რომელიც მხოლოდ ჩვენ გვესმის”
– ოსკარ უაილდი

“ვისაც ნამდვილი სიყვარული გამოუცდია, მას უგემია თავად სიკვდილიც, ან თუ ღმერთია სადმე ამქვეყნად, სიყვარულია ალბათ ის ღმერთიც.”
– კონსტანტინე გამსახურდია




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent