ჯადოსნური სამყარო
ჯადოსნური სამყარო ყველას გვაქვს ოცნებაში ჩვენი ჯადოსნური სამყარო. სამყარო, რომელიც მხოლოდ ჩვენში არსებობს. სამყარო, რომელიც განსხვავდება ჩვენ ირგვლივ არსებული შავ-თეთრი სამყაროსგან. ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც რეალობისგან დაღლილნი თავს ვაფარებთ. როდესაც განვმარტოვდებით, ან მცირე ხნით მოვახერხებთ გარე სამყაროსგან თუნდაც ფიქრებით გამიჯვნას, შევაღებთ ოცნების სამყაროს კარს და ჩვენ თვალწინ უცებ იხატება ჩვენი საყვარელი ფერები და შეგრძნებები, რომლებიც ბავშვობას გვახსენებს, გვათბობს და გვაბედნიერებს. აქ არის ის სიმყუდროვე, რაც გარეთ გვაკლია. აქ შეგვიძლია ისე დავემალოთ გარე სამყაროს და მთელ მის პრობლემებს, როგორც ბავშვობაში ვიმალებოდით ხოლმე დამალობანას თამაშისას და როგორც მაშინ ვიგებდით, თუ ვერ გვპოულობდნენ, ახლაც ისე ვიგებთ, როცა ამ სამყაროში ვერ გვიპოვის ის, რაც გვაწუხებს. მოგებისთვის კი ჯილდო იქ გატარებული ნეტარი წუთებია. რამდენად ხშირად ვაკითხავთ ამ სამყაროს? ზოგჯერ ისე გვღლის ყველაფერი, რომ ოცნებისთვისაც აღარ გვრჩება ძალა და ამ დროს ჩვენში გამოკეტილი სამყაროს კარსაც ვეღარ ვპოულობთ. ან იქნებ არც გვინდა მისი პოვნა, იმიტომ, რომ იქიდან რეალობაში დაბრუნების შემდეგ, მასსა და გარე სამყაროს შორის არსებულ კონტრასტს უფრო მკვეთრად აღვიქვამთ? რომ შეგვეძლოს, რეალურად ვაქციოთ ჩვენი ჯადოსნური სამყარო, ნუთუ ისევ ისეთი ჯადოსნური იქნებოდა? ვფიქრობ, რომ არა. ჯადოსნობას ხომ ზუსტად მისი არარეალურობა და იდუმალება ანიჭებს. ეს ჩვენი საიდუმლო სამყაროა, რომელშიც ან არავის ვუშვებთ, ან მხოლოდ ჩვენთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს, ვის გარეშეც იმ ჯადოსნურ სამყაროშიც კი არ გვინდა ყოფნა. მაგრამ ძალიან, ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, სანამ ამ სამყაროში ვინმეს შევიყვანთ. ჩვენი ერთადერთი საიდუმლო ადგილი თუ მას გავუმხილეთ, ვინც ჩვენს ჯადოსნურ სამყაროს ფერებს მოპარავს, მაშინ სამუდამოდ შავ-თეთრ სამყაროში მოგვიწევს ყოფნა. ან იქნებ მერეც გამოჩნდეს ვინმე, ვინც მოპარულ ფერებს დააბრუნებს? ჯადოსნურ სამყაროში აუცილებლად უნდა იყოს ფერები, ფერები, ფერები... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



