ამბობენ, დიდ სიყვარულს დიდი სიძულვილი მოსდევსო.
ამბობენ, დიდ სიყვარულს დიდი სიძულვილი მოსდევსო. არ მჯეროდა და ვერ წარმომედგინა-როგორ შეიძლებოდა ის ადამიანი, რომელმაც უამრავი ბედნიერი დღე მაჩუქა, ცხოვრება გამილამაზა და ჩემში სიყვარულით სავსე ფერები შემოიტანა ჯერ სიგიჟემდე მყვარებოდა და მერე შემძულებოდა, მაგრამ საბოლოოდ მეც მაიძულე რომ დამეჯერებინა… მე ბევრჯერ გაპატიე –შენ იმდენივეჯერ დამიმტკიცე რომ შევცდი. მე ათასჯერ თავიდან შეგიყვარე –შენ ათასივეჯერ ხელი მკარი. მე უამრავი წასასვლელი მიზეზიდან შენთან დასარჩენი ერთადერთი გზა მოვძებნე –შენ ისიც წამართვი! მე ჩემი გული უამრავჯერ გაჩუქე –შენც ამდენივეჯერ გამიტეხე! შენ მე ისე გამანადგურე, რომ ახლა უკვე სიყვარულის არსებობის აღარ მჯერა. იმედი იმდენჯერ გამიცრუე, სხვას როგორღა ვენდო?! და თუ ვენდე, ისევ რომ მომატყუონ? ისევ რომ მატკინონ? ისევ რომ მიმატოვონ, რა ვქნა? როგორ გადავიტანო? კიდევ დიდხანს ვიქნები შენი ბედნიერების მიზეზიო– რომ დამპირდნენ და ტყუილი აღმოჩნდეს, როგორ მოვიქცე? თავში სულ ეს კითხვები მიტრიალებს და მაინც, ამდენი მიზეზიდან მხოლოდ იმიტომ მძულხარ, რომ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი და ის მოგონებები დამიტოვე, რომლებსაც ვერ ვივიწყებ… ან სიძულვილია ეს საერთოდ?! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.