***
ჩემი მეგობრები ისხდნენ და თავისთვის ლაღად იცინოდნენ, ხუმრობდნენ და დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ, მე კი ვიყავი ჩემთვის ცალკე და გაურკვეველ ფიქრებს ვყავდი შეპყრობილი. ღმერთო როგორი რთულია, შენს ფიქრებში გაერკვე ადამიანი, ეს ერთი ციდა გოგო ათასი პრობლემით მხრებ დამძიმებული ცხოვრების ჭაპანს ძლივს ვექაჩები და ნეტავ იცოდეთ როგორი მძიმეა, როგორი ძნელი სატარებელი. ბავშვობაში ბევრი რამე მასწავლეს, ისიც მითხრეს ერთხელ, რომ გაიზრდები და ბევრი პრობლემა დაგატყდება თავს, მერე ცხოვრება ომს დაემსგავსება და არ უნდა შეგეშინდესო, უნდა იბრძოლო იომო და თავი გადაირჩინოო, მაგრამ ახლა დამერწმუნე ღმერთო არაფრის ძალა აღარ მაქვს. ამდენი საფიქრალით მოცულს ისიც არ შემიძლია ჩემ ფიქრებს მოვუსმინო, არაფერი ვიცი და ვერაფერს ვგებულობ… ყოველთვის ასე ხდება, პრობლემები იჩენს თავს და მეც ვირევი, ცხოვრება თავდაყირა მიდგება და ვეღარაფერს ვგებულობ… ჩემი თავის მიკვირს როგორ ვარ ასეთ დროს ჩუმად, როგორ ვიკრებ ძალებს და ხალხს ვერიდები… ამბობენ ადამიანები არ ეყო და წერა დაიწყოო, მეც ეგ დამემართა ღმერთო და ვინ იცის რამდენი ლოცვა ვერ მითქვია შენთვის, რამდენი სიტყვა, სევდა, ბედნიერება და სიყვარული ჩამიყლაპია, გულში ღრმად ჩამიმარხია, რადგან არ მყოფნის ადამიანები, ვერ მიგებენ და ვერ ვუგებ… ნეტა როგორია როცა სიცოცხლე გიხარია, როცა გაღიმება შეგიძლია და ეს ღიმილი გულწრფელია? ნეტა როგორია ადამიანი რომელსაც ღიმილის უკან ცრემლების დამალვა შეუძლია, ბედნიერების მიღმა სევდის და სიყვარულის უკან ღალატის და იმედგაცრუების? ღმერთო, როგორი რთულია როცა ყველას უგებ, მათ მდგომარეობაში შედიხარ და შენ როცა ეს გჭირდება სხვა მხარეს რჩები სრულიად მარტო და შენს წინ იმხელა უფსკრულია ვერანაირი ხიდი რომ ვერ მოგცემს გზას ადამიანებთან მისასვლელად. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



