ღმერთო, მაპატიებ?!
მე მინდოდა დამეწერა როგორი რთული ცხოვრება გავიარე, მინდოდა დამეწერა ჩემს ტკივილებზე, სევდაზე, იმაზე თუ როგორი ქარბორბალა მიტრიალებს გულში. მინდოდა ყველაფერი მომეყოლა იმ საღამოს, ლაპარაკით დავღლილიყავი, მომეყოლა ჩემს წარსულზე, იმაზე რომ შეყვარების, მერე მიტოვების, მარტოობის, შიშის, გულგატეხილობის წლები დაიწყო და აღარ მთავრდება. ღმერთო, ნეტავ იცოდე როგორ მინდა ხოლმე გელაპარაკო, ჩემს შეცდომებზე გიამბო და მერე, როცა ამას ვაკეთებ პატიების თხოვნას ვერ ვბედავ. ღმერთო, რა იქნებოდა ძალა მქონდეს, შინაგანად არ ვკვდებოდე, უკურნებელი სენი შემეყარა და მთელი ცხოვრებაა მტანჯას. ჩემი სიტყვები ლოცვაზე მეტად ლოთის არეულ ლაპარაკს ჰგავს, რომ ლაპარაკობს და თან ვერ ხვდება რატომ და რისთვის. მინდოდა დამეწერა, იმ დღეეზე და ღამეებზე სიბნელეში რომ ვიჯექი მოთქმით ვტიროდი და მთვარეს ვუყურებდი, გთხოვდი მაპატიეთქო და მიუხედავად იმისა ვიცოდი როგორც მამა შვილს ისე მისმენდი და მეუბნებოდი გაპატიე შვილო, მე შენ ძალიან მიყვარხარ. ჩემ თავს ვერ ვპატიობდი. ვცდილობდი, ვიბრძოდი, ვეცემოდი და მაინც ფეხზე ვდგებოდი. ღმერთო, მაპატიებ?! გთხოვ მომისმინე, მე ხომ შენი შვილი, შენი ხელის პატარა ქმნილება ვარ. ბევრ რამეზე მინდოდა დამეწერა, ღმერთო იმდენზე, რომ… იმდენზე რომ ერთი საუკუნე არ მეყოფა. სენი შემეყარა, არც მკლავს და არც მაცოცხლებს. გულში ქარიშხალი დაქრის, ამინდები ამერია და სეზონები ისე გადის ვერ გაიგებ წვიმებს დააგვაინდათ თუ თოვლი მოვიდა ადრე… მინდოდა ისეთ რამეზე დამეწერა მთებს რომ შეძრავდა. ღმერთო რამდენ რამეზე მინდოდა დამეწერა… მინდოდა დამეწერა როგორ დაიწყო ჩემი გოლგოთა, ტკივილი რომელიც გულში ცოცხლობს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




