გაზაფხული
"დღეს გაზაფხულის პირველი დღეა და მინდა მას მივულოცო, ვინც თავად არის ეს წელიწადის დრო, თავისი რთული ხასიათით, მოულოდნელი წვიმებით, ქარებით და ხშირად ჩემთან მაინც მზიანი ამინდივით მყოფი.. ის გაზაფხულივითაა.. ხან მძიმეა, ხან სევდიანი, ხანაც ჩაფიქრებული, თითქოს შინაგან ზამთარს ებრძვისო. ადვილად ნაწყენდება და ბავშვივით იბუტება, რადგან მისი გული ზედმეტად ბევრს გრძნობს. მაგრამ არის წამები, როცა მის სახეზე ყველაფერი იცვლება. ჩემს დანახვაზე ისე ეღიმება და ხანდახან ისე იცინის კიდეც, თითქოს ღრუბლებიდან მზემ გამოანათა და ერთიანად გაათბო ირგვლივ ყველაფერი. ეს ღიმილია ყველაზე დიდი ძალა, ჩემს სულს ათბობს, მაბედნიერებს, იმედს მაძლევს რომ ყველაფერი კარგად იქნება. მინდა, ამ გაზაფხულს ვუსურვო სიმშვიდე, რომელიც მას ასე სჭირდება. ვუსურვო, რომ მის სულში მზე უფრო ხშირად ანათებდეს, ვიდრე წვიმდეს. გილოცავ, ჩემო გაზაფხულო, გაზაფხულის პირველ დღეს. მინდა, პოულობდე იმ სიმშვიდეს, რომელიც ასე გაკლია და გჭირდება... მსურს, ჩემი სიყვარული იყოს შენი თავშესაფარი ყველა შინაგან ქარბუქში. მიყვარხარ შენი სევდითაც და შენი ღიმილითაც, რადგან ზუსტად ეს ერთობლიობა გხდის ჩემს გაზაფხულად. ალბათ, ბევრ თქვენგანს გეცნობათ ეს განცდა — როცა გიყვარს არა იდეალური ადამიანი, არამედ ის, ვინც თავისი სირთულეებითა და ცვალებადობითაა ნამდვილი. ამიტომ, დღეს თქვენც გილოცავთ გაზაფხულს. გისურვებთ, გყავდეთ გვერდით ისეთი ადამიანები, ვისი მოღრუბლული დღეებიც არ დაგაფრთხობთ და ვისი ღიმილიც გეცოდინებათ, რომ ნამდვილად თქვენ გეკუთვნით. მინდა, რომ ეს გაზაფხული ყველასთვის სიმშვიდის მომტანი იყოს. გისურვებთ, თქვენს გარშემოც და თქვენს გულშიც უფრო ხშირად გამოდიოდეს მზე." |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


