შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემეული...


26-02-2018, 18:17
ავტორი Blue_jeans
ნანახია 1 141

რამოდენიმე დღეც და ზამთარი კარს გაიხურავს.მართალია ჯერ კიდევ ზამთრის თვეა,მაგრამ გაზაფხულის სიახლოვე იგრძნობა.მის გასაოცარ სურნელს ვგრძნობ...
მზემ გამოანათა.გაათბო არე-მარე,გაათბო ადამიანები და მათი შინაგანი სიცივისგან გაყინული გულები.ადამიანების უმეტესობას მაინც მზე,ზაფხული,სითბო უყვართ,ამიტომაც უფრო ხშირი გახდა მათი გარეთ ხილვა.ყველა სეზონს განსაკუთრებული ხიბლი აქვს,ჩვენით უნდა აღმოვაჩინოთ ეს განსუთრებულობა და ბედნიერები უნდა ვიყოთ რომ ასეთი სილამაზის ხილვის საშვუალება გვხვდა წილად.გაზაფხული ეს ხომ ბუნების გამოღვიძებაა.ისე ლამაზად იღვიძებს ბუნება,რომ შეუძლებელია ამის ხილვამ სიხარულით არ აგავსოს.თითქოს ზამთარ გამოვლილი ხეები რომლებიც თოვლის დიდი მასის გამო ხშირად მოხრილნი იდგნენ,გაზაფხულზე წელში იმართებიან,ახალი კვირტები იმშვენებენ მათზე თავს და ახლიდან იწყებენ ცხოვრებით ტკბობას.ცაც სხვა ფერია ამ დროს.როგორი სასიამოვნო სანახავია სხვადასხვა ნაცნობი თუ უცნობი ფერებით შეფერილი ყვავილები,რომ იმშვენებენ თავს ჩვენს ირგვლივ.წვიმაც ბედნიერი ეშვება მიწაზე,მასაც სწყურია ამ სილამაზის ხილვა და კიდევ უფრო მეტ სილამაზეს მატებს გაზაფხულის წვიმა თავისი მშვიდი ხმით,მიწის სურნელით და გამჭირვალე სითხით ამ სამყაროს.გაზაფხული-ახალ შობილ ბავშვს გავს რომელიც იწყებს სიცოცხლით ტკბობასა და ბედნიერად ცხოვრებას.ზაფხული-ეს უკვე ის ასაკია როდესაც სწავლითა და მუშაობით დაღლილი ოფლს იწურავ,უკვე მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც გაქვს შესწავლილი სამყაროს არსი.შემოდგომა-ეს უკვე ხანში შესვლაა.ოჯახის სიყვარულითა და ზრუნვით გართულს სულ არ გახსოვს რომ მალე ზამთარი დადგება...ზამთარი ეს ხომ სიცივეა,არამხოლოდ გარეგნული...და როცა ზამთარი მოვა,მოხდება ჩვენი იმქვეყნიერად გარდაქმნა და სულ სხვანაირად,სხვა წესების მიხედვით ვიგემებთ განსხვავებულ ცხოვრებას.როგორ მარტივად შეიძლება ბუნების გაიგივება ადამიანთან,შეიძლება თუმცა ბუნებას მეტად სასარგებლო თვისებები გააჩნია და მეტად ადვილია მასთან საერთო ენის გამოძებნა.ბედნიერებაა იდგე და უყურებდე როგორ ღებავს ცას წითლად ჩამავალი მზე...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent