შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნატვრის ხე


დღეს, 17:05
ავტორი ლაზარე 13
ნანახია 16

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი.
უხსოვარი დროის უკან, ერთ ქართულ სოფელში ნატვრის ხე მდგარა.
ამაყი, თავმომწონე, სიცოცხლით სავსე..
სოფლის გოგოები მას ფერად ნაჭრებს აბამდნენ, რათა საბედო სწრაფად ეპოვათ.
თუ ამ ნაჭერს მოხსნიდით, ნახავდით რომ იქ სახელიც ეწერა მომავალი საბედოსი.
ყველაზე ბევრი გოგო ერთ სოფლის ბიჭზე ოცნებობდა.
მინდია ერქვა სახელად.
ხუჭუჭა, მწვანეთვალება, ხორბლისფერი ბიჭი იყო მინდია.
ძლიერი, მარდი, მოხერხებული..
მშრომელი.. ბეჯითი.. მხიარული..
მოკლედ ნებისმიერი ქალის გული რომ ინატრებდა ისეთი..
თოთხმეტი წლის იყო მინდია, როცა ხალდე დაინახა..
მამას ჩამოყოლოდა, სტუმრად ცამეტი წლის მზეთუნახავი..
ასაკის კვალობაზე მაღალი იყო..
მაშინ დიდ ხანს ითამაშეს ერთად ბავშვებმა..
ნიავივით მარდი იყო გოგონა.
ცდილობდა მაგრამ ვერაფრით ეწეოდა ვაჟი..
წავიდა ხალდე და სამ დღეში დაავიწყდა მინდიას იგი..
გავიდა წლები..
ცხრამეტი წლისა შესრულდა ჭაბუკი, მთელი სოფლის გოგონები მას შენატროდნენ, მაგრამ ეს თავად აინუნში არავის აგდებდა.
ეღიმებოდა პაპას.
ერთ დილითაც ხალდე ჩამოვიდა მამასთან ერთად.
ძლიერ გაუხარდა მინდიას, მეგობრის ნახვა, მაგრამ..
ხალდე ბავშვი აღარ იყო..
ულამაზესი ქალწული იდგა მის წინ.
მაღალი, ჩამოქნილი ტანისა..
მოხორბლისფლო ვარდისფერი კანი ჰქონდა..
თვალები კუნაპეტი ღამესავით მუქი ლურჯი..
მუქი წაბლისფერი თმა გრძელ ნაწნავად სწვდებოდა მუხლამდის.
თვალებში შეხედვაც ვერ გაუბედა ჭაბუკს, შორიდან უყურებდა მალვით, შეხვედრისას კი მამას აეკრა დამფრთხალი.
თავბრუ დაეხვა ჭაბუკს.
ძლივს შეიმაგრა თავი, თივა მოიმიზეზა, წყაროსკენ გაიჭრა ანდაზად..
ვერც გაიგო როგორ მივიდა..
გული ბაგაბუგით უცემდა..
- რა რეტი დამესხა?! - ჩაეკითხა თავს გამწარებული
- ეგრე ხვდები ძველ მეგობრებს?! - მოესმა ზურგიდან ნაცნობი ხმა
გული უარესად აუფართხალდა.
- მენა, მენა.. - აირია მინდია
- რაო, მოგეწონე განა?! ჩაიკისკისა გოგონამ
- არა.. ისა.. - სირცხვილის ოფლმა დაასხა მინდიას
- მაშ არ მოგეწონე?! - გაებუტა ხალდე
- ძალიან მომეწონე - გაწითლდა მინდია
- მაშ სად გაიქეცი?! - ამოხედა ქალმა
- მე.. მე.. მეგობრები ვართ და.. - დაირცხვინა მინდიამ
- შე ბოთე, სულ ერთხელ მნახე, სადაური მეგობარი მე ვარ? - ეშმაკურად გაუცინა ხალდემ
ახლაღა მიხვდა მინდია..
ხალდეს ელოდებოდა თურმე..
ჩაჰკიდა ხელი და ჯერ პაპას მიადგა.
დალოცა პაპამ ახალგაზრდები და მაჭანკლობა იკისრა.
ულვაშებში ეღიმებოდა ხალდეს მამას.
- ისე ბედნიერი მომყვებოდა, უკვე ვიცოდი რომ ქორწილში მოვდიოდი, ჩემმა მზემ - ამბობდა ღიმილით.
დიდი ქორწილი გადაიხადეს ნატვრის ხის ქვეშ.
მთელი სოფელი იქ იყო..
ოღონდაც ასობით შავი ნაჭერი ება ნატვრის ხეს..
არც ერთი გოგო არ მივიდა მინდიას ქორწილში..
გავიდა ხანი..
მინდიას ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი შეეძინა.
ბედნიერად ცხოვრობდნენ, სანამ მოახლოებულმა ომმა სახალხო ლაშქარში არ გაიძახა მინდია.
ლომივით იბრძოდა ომში..
მეფისთვის ნასროლ ისარს გადაეფარა მკერდით.
პატივით მოასვენეს სოფელში.
თავად მეფე დაესწრო დაკრძალვას.
აზნაურობა უბოძა მის შვილებს.
შავები ჩაიცვა მთელმა სოფელმა..
შავები ჩააყოლა მინდიას საფლავში ნატვრის ხემ..
ისევ თეთრად მოირთო გაზაფხულზე..
ნატვრის ხის ქვეშ ჯდომა უყვარდა ხალდეს..
გარეშემო სოფლის გოგოები ესხდნენ..
არავინ არას ამბობდა..
ნატვრის ხე იღიმოდა მხოლოდ.

ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

რატომ არ მიკვირს მთის ახტაჯანა გოგონების სითამამე? :) მიხარია,ისევ რომ ვხედავ ნატვრის ხეებს,ბერიკაობას,ჭიაკოკონას.თუნდაც ამ პატარა ეპიზოდით აცოცხლებთ მივიწყებულ ტრადიციებს:)....მადლობა!

 


№2  offline აქტიური მკითხველი ლაზარე 13

სტუმარი ნანა
რატომ არ მიკვირს მთის ახტაჯანა გოგონების სითამამე? :) მიხარია,ისევ რომ ვხედავ ნატვრის ხეებს,ბერიკაობას,ჭიაკოკონას.თუნდაც ამ პატარა ეპიზოდით აცოცხლებთ მივიწყებულ ტრადიციებს:)....მადლობა!


მადლობა თქვენ რომ კითხულობთ მოგწონთ.. მეც ძალიან მიყვარს ნატვრის ხე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent