შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"როცა სიკვდილს თავად სიცოცხლე შეუყვარდა"


21-06-2026, 00:50
ავტორი Mariana_045
ნანახია 22

სიკვდილი არასდროს ჩერდება...არასდროს უყურებს ცას, არასდროს უსმენს ქარის ხმას და არასდროს ფიქრობს რატომ აკეთებს ამას...ის მოდის და მიდის...ათასობით წელი ასე დადიოდა სამყაროში...მის ხელებში ქრებოდა სიცილი, იშლებოდა ოცნებები, ჩუმდებოდა გულები... თავიდან ეგონა, რომ ეს მისი დანიშნულება იყო და მეტი არაფერი...ყოველთვის ეგონა, რომ ეს იყო მისი ბედი...არც სახლი ჰქონდა, არც ქვეყანა, არც დრო... საუკუნეები მისთვის მხოლოდ წამები იყო, წამები კი - მარადისობა...მისთვის ეს სამყაროს კანონი იყო...როგორც მზე ამოდიოდა ყოველ დილით...როგორც შემოდგომის შემდეგ ზამთარი მოდიოდა...როგორც მდინარე მიედინებოდა...ისიც უბრალოდ მოდიოდა და მიჰყავდა...განურჩევლად ასაკისა...განურჩევლად სქესისა...მისთვის არ არსებობდა მეფე და მათხოვარი...არ არსებობდა ბავშვი და მოხუცი...ყველა ერთნაირი იყო...ყველა მხოლოდ სახელი იყო იმ უსასრულო სიაში, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში მიჰყვებოდა...და სიკვდილი არასდროს ჩერდებოდა...არასდროს სვამდა კითხვებს...არასდროს ნანობდა...
დღესაც ჩვეულებრივი დღე იყო სიკვდილისთვის...ისეთი დღე, როგორიც ათასობით და მილიონობით სხვა დღე ყოფილა მის უსასრულო არსებობაში...არაფერი იცვლებოდა...არც ცა...არც მიწა...არც ადამიანები...იცვლებოდნენ მხოლოდ სახელები მის დაუსრულებელ სიაში...სიკვდილი ჩვეული სიმშვიდით ჩაჰყურებდა ძველ, გაცვეთილ ფურცლებს... სია იმდენად გრძელი იყო, რომ მისი დასაწყისი არც კი ახსოვდა...რიგით მერამდენე ადამიანი იყო, ვეღარავინ დაითვლიდა... ალბათ არც თავად იცოდა...ათასობით სახელი ჰქონდა წაკითხული...ათასობით ისტორია დაესრულებინა...ათასობით გული გაეჩუმებია...და მაინც, ყოველი ახალი დღე ზუსტად ისე იწყებოდა, როგორც წინა...მისი გრძელი თითები კიდევ ერთ ხაზს გაჰყვა...კიდევ ერთი სახელი...კიდევ ერთი ბედი...კიდევ ერთი დასასრული... ალისა... ჩუმად ამოიკითხა...სიკვდილს ასაკისთვის არც შეუხედავს...არ აინტერესებდა...მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა ექვსი წლის იქნებოდა თუ ოთხმოცდაექვსის.მისი მზერა მხოლოდ მისამართზე გაჩერდა...პატარა ქუჩა ქალაქის განაპირას...სულ ეს იყო საჭირო...ფურცელი დახურა...ჩვეული შავი მოსასხამის კალთები გაისწორა...და გზა განაგრძო...არც იცოდა ვისთან მიდიოდა...არც ის, რომ იმ სახელის უკან პატარა გოგონა იდგა...საავადმყოფოს დერეფნებში სიჩუმე იდგა...ჰაერში წამლების სუნი ტრიალებდა...სიკვდილი ბავშვთა განყოფილებისკენ წავიდა...პალატაში შევიდა...იქ ბევრი ბავშვი იწვა...ზოგს ეძინა...ზოგი ხატავდა...ზოგი ფანჯრიდან ცას უყურებდა...სიკვდილი მათ შორის დადიოდა და ეძებდა იმ ერთს...იმ ერთ პატარა სულს, რომელიც იმ დღეს უნდა წაეყვანა...როგორც იქნა დაინახა...ფანჯარასთან იწვა...ალბათ ექვსი თუ შვიდი წლის იქნებოდა...ქერა თმები ბალიშზე გადაშლოდა...ხელში გაცვეთილი სათამაშო კურდღელი ეჭირა...სიკვდილმა წამით შეხედა...მერე ხელი გაუწოდა...როგორც ყოველთვის...როგორც ათასობით გაუწოდა ადრე სხვებს...და გოგონა თან წაიყვანა...უკანა გზაზე უცნაური რამ მოხდა...საავადმყოფოს კედლები კივილმა შეძრა...ისეთი კივილი იყო, რომ თავად სიკვდილიც კი შეჩერდა...არ იცოდა რატომ...უბრალოდ გაჩერდა...დერეფნის ბოლოში ახალგაზრდა ქალი იატაკზე მუხლებჩამოქცეული იჯდა...არა...აღარც კი იჯდა...იატაკზე გაშოტილიყო...ხელები სახეზე აეფარებინა და საკუთარ კანს იხოკავდა, თითქოს ტკივილისგან თავის დახსნა უნდოდა...მისი ყვირილი მთელ საავადმყოფოს ავსებდა...მთელ სამყაროს...მის გვერდით კაცი იდგა...ცდილობდა დაემშვიდებინა...ეხუტებოდა...მაგრამ თავადაც გატეხილი იყო....თვალები ჩაწითლებოდა...ხოლო ცრემლები მის სახეზე პატარა ნაკადულებივით მოედინებოდა...სიკვდილმა პირველად შეამჩნია ცრემლები...და უცებ მიხვდა,რომ ისინი პატარა ალისიას მშობლები იყვნენ...იმ ანგელოზისა, რომელიც ახლა მის გვერდით იდგა და გაუგებრად უყურებდა საკუთარ მშობლებს... - დედიკო რატომ ტირის? - ჩუმად იკითხა გოგონამ...სიკვდილმა პასუხი არ იცოდა...პირველად არსებობის განმავლობაში პასუხი არ იცოდა...უკვე კიბეებზე იყო...უნდა წასულიყო...მაგრამ ნაბიჯები დაუმძიმდა...გოგონას ხელი ეჭირა...ქალის კივილი კი კვლავ ესმოდა...და მატულობდა კიდეც...და მაშინ...პირველად შეჩერდა...პირველად დაბრუნდა...იმ ქალთან ჩამოჯდა...ქალი ვერ ხედავდა...ვერ გრძნობდა...მაგრამ სიკვდილმა მაინც უჩურჩულა: - ის კარგად იქნება... უნდა გამოუშვა... ის კარგად იქნება... - სიკვდილმა პირველად იგრძნო, რომ ეს სიტყვები საკუთარ თავსაც სჭირდებოდა...იმ ღამის შემდეგ ვეღარ იძინებდა...პირველად უჩნდებოდა კითხვები...რატომ სტკიოდათ ადამიანებს ასე?რატომ უყვარდათ ერთმანეთი იმდენად, რომ დაკარგვა ანადგურებდათ?რატომ ებღაუჭებოდნენ სიცოცხლეს ასეთი სიჯიუტით?რა ჰქონდა სიცოცხლეს ისეთი, რაც მას არასოდეს უნახავს?
იმ დღის შემდეგ სიკვდილი შეიცვალა...არა იმდენად, რომ სამყაროს კანონები დაერღვია...მაგრამ იმდენად, რომ კითხვები გაჩენილიყო...კითხვები, რომლებიც მის გულში ჩუმად იზრდებოდა...ყოველ ახალ სახელთან ერთად...ყოველ ახალ სულთან ერთად...და სწორედ ერთ-ერთი ასეთი დღისას აღმოჩნდა მდელოზე...ისევ მორიგი სიცოცხლის წასართმევად მოდიოდა...ისევ მორიგი ისტორიის დასასრულისკენ...მაგრამ ამჯერად გზად ისეთ ადგილას გამოიარა, რომელსაც აქამდე ყურადღებას არც კი აქცევდა...მდელო უსასრულოდ გადაჭიმულიყო...თითქოს ვიღაცას თუ რაღაცას დაებერტყა ფერები ამ ადგილისთვის...თითქოს ყველა ფერი არ დაეხარჯათ...ყვავილები ყველგან იყო...წითელი, როგორც მზის ჩასვლისას ენახა...ყვითელი, როგორც ზაფხულის დილას შეემჩნია...იასამნისფერი, როგორც საღამოს ცაზე მოუკრავს თვალი...თეთრი, როგორც ახლად ჩამოვარდნილი თოვლი,რომელიც ერთ ზამთარს ენახა...სიკვდილი გაჩერდა...დიდხანს უყურებდა...ალბათ პირველად არსებობის განმავლობაში...ადრე არასოდეს დაუნახავს, რამდენად ლამაზი შეიძლებოდა ყოფილიყო სიცოცხლე...რამდენად ნაზი...რამდენად უბრალო...და მაინც, რამდენად ჯიუტი...ყვავილები ხომ ყოველდღე კვდებოდნენ...ყოველ სეზონზე ქრებოდნენ...მაგრამ მაინც ისევ ბრუნდებოდნენ...ისევ ყვაოდნენ...ისევ ავსებდნენ სამყაროს ფერებით...სიკვდილი ნელა გაუყვა მდელოს...მზის სხივები ყვავილებს შორის იკარგებოდა...და პირველად იგრძნო სიმშვიდე...მაგრამ როცა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, რაღაცამ აიძულა უკან მოეხედა...მაშინ კი გული მოეწურა...იქ, სადაც გამოევლო, ფერები აღარ იყო...ყვავილები დახრილიყვნენ...ფურცლები დამჭკნარიყვნენ...სიცოცხლე გამქრალიყო...მისი ნაკვალევი ნაცრისფერი ზოლივით გასდევდა მდელოს...სადაც რამოდენიმე წუთის თუ წამის წინ სიცოცხლე ყვაოდა, ახლა მხოლოდ სიჩუმე დარჩენილიყო...სიკვდილი დიდხანს უყურებდა...არ იცოდა რატომ, მაგრამ პირველად ეტკინა...ისე ეტკინა, თითქოს თავადაც იმ ყვავილებთან ერთად დამჭკნარიყო...გზა თავჩაქინდრულმა გააგრძელა...მერე კი პეპლები შენიშნა...ათობით ცისფერი პეპელა დაფარფატებდა მდელოს თავზე...მათი ფრთები მზის შუქზე ისე ელავდა, თითქოს ჰაერში ცეკვავდნენ...ერთმანეთს დასდევდნენ...ყვავილიდან ყვავილზე სხდებოდნენ...ისე თავისუფლად და უშიშრად, თითქოს სამყაროში ბოროტება საერთოდ არ არსებობდა...სიკვდილი მათ უყურებდა...და უცნაური სითბო ჩაეღვარა გულში...მოუნდა მათთან მისვლა...მოუნდა ერთ-ერთი ხელისგულზე დაესვა...მოუნდა შეხებოდა...მოფერებოდა...ეგრძნო, როგორი იყო სიცოცხლე ასე ახლოს...მაგრამ ნაბიჯი ვერ გადადგა...გაიყინა...პირველად არსებობის განმავლობაში შეეშინდა...ნამდვილად შეეშინდა...არა საკუთარი თავის...არა მარტოობის...არა მარადისობის...შეეშინდა, რომ თუ შეეხებოდა, მათაც დააჭკნობდა...მათ ფერად ფრთებსაც წაართმევდა სიცოცხლეს...მათ ცეკვასაც დაასრულებდა... ამიტომ მხოლოდ შორიდან ყურებით ტკბებოდა...პეპლები კი თავისუფლად დაფარფატებდნენ მის წინ, ვერც კი ხვდებოდნენ, რომ სამყაროს ყველაზე ბნელი არსება მათ სილამაზეს შეჰყურებდა...საღამოს, დღის გეგმის დასრულების შემდეგ, სიკვდილი საკუთარ სამყოფელს დაუბრუნდა...ბნელეთში მოვიდა...იმ ადგილას, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში სახლს ეძახდა...თუ საერთოდ შეიძლებოდა მისთვის რაიმე სახლი ყოფილიყო...იქ არ იყო მზე...არ იყო მთვარე...არ იყო ვარსკვლავები...არ იყო ქარის ჩურჩული...არც ჩიტების გალობა...არც ყვავილების სურნელი...არც ბავშვების სიცილი...იქ მხოლოდ სიჩუმე ცხოვრობდა...იქ მხოლოდ ერთი ფერი არსებობდა...შავი...კედლები შავი იყო...იატაკი შავი...ჭერი შავი...თითქოს ვიღაცას თუ რაღაცას სამყაროს ყველა ფერი წაერთმია...სიკვდილი ნელი ნაბიჯებით შემოვიდა...დაღლილი ჩანდა...მოსასხამი მოიხსნა...მისი გრძელი, შავი კალთები იატაკზე გაიშალა, შემდეგ კი ფრთხილად გადაფინა ძველ ხის სკამზე...დიდხანს იდგა...მერე ხელი გულის ჯიბისკენ წაიღო...იქ, სადაც მთელი გზა რაღაცას მალავდა...ფრთხილად ამოიღო...პატარა ყვავილი...მდელოდან წამოღებული...დამჭკნარი...მკვდარი...ერთ დროს ალბათ საოცრად ლამაზი...ერთ დროს ალბათ ფერებით სავსე...ახლა კი მისი ფურცლები გამხმარიყო...სიცოცხლე დაეკარგა...ისევე, როგორც ყველაფერს, რასაც სიკვდილი ეხებოდა...სკამზე ჩამოჯდა...ყვავილს უყურებდა...ხელში ატრიალებდა...თითქოს ცდილობდა გაეხსენებინა, როგორი იყო მაშინ, როცა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო...როგორი იყო მისი ფერი...როგორი იყო მისი სურნელი...მაგრამ ვერ ახერხებდა...რადგან არასდროს ენახა ყვავილი ასე ახლოდან....არასოდეს დაუფიქრებულა მისი სილამაზეზე...ვიდრე არ მოკლა...უცებ კი რაღაც იგრძნო...რაღაც უცნაური... მძიმე... მტკივნეული...და შემდეგ...პირველად არსებობის განმავლობაში...სიკვდილმა იტირა...ერთი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე...მერე მეორე...მერე მესამე...და ვეღარ შეაჩერა...ცრემლები ჩუმად ეცემოდა იატაკს...სიბნელეში იკარგებოდა...საუკუნეების განმავლობაში სხვების ცრემლებს უყურებდა...ხედავდა დედების გოდებას...შვილების ტკივილს...შეყვარებულების სასოწარკვეთილებას...მაგრამ არასოდეს უფიქრია, რომ თავადაც შეძლებდა ტირილს...არასოდეს უფიქრია, რომ გულიც შეიძლებოდა სტკენოდა...ყვავილს ძლიერად ჩაეჭიდა...და პირველად ინატრა...პირველად ისურვა ის, რაც არასოდეს ჰქონია...უნდოდა სიცოცხლის ნაწილი ყოფილიყო...უნდოდა ერთხელ მაინც ეგრძნო მზის სითბო ისე, როგორც ადამიანები გრძნობდნენ...უნდოდა გაზაფხულის სურნელი ჩაესუნთქა...უნდოდა შიშველი ფეხებით გაევლო ბალახზე...უნდოდა წვიმაში დასველებულიყო...უნდოდა ენახა, როგორ ამოდის მზე ჰორიზონტიდან...უნდოდა ეცოცხლა...მერე ნელა ასწია თავი და საკუთარ მოსასხამს შეხედა...შავ მოსასხამს...იმ მოსასხამს, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მისი ერთადერთი თანამგზავრი იყო...და პირველად შეიძულა...პირველად ინატრა, რომ ისიც ფერადი ყოფილიყო.ისეთივე ფერადი, როგორიც ის მდელო იყო...როგორიც ის პეპლები...როგორიც ბავშვების ნახატები...უნდოდა ლურჯი ფერი ჰქონოდა... ყვითელი... წითელი...მწვანე...უნდოდა მის სამყაროშიც ყოფილიყო სიცოცხლე...უნდოდა ფუნჯი აეღო და თეთრ ტილოზე ფერები დაეღვარა...უნდოდა დაეხატა ცა...მზე...ზღვა...ყვავილები...უნდოდა შეექმნა...და არა გაენადგურებინა...უნდოდა სამყაროსთვის რაღაც დაეტოვებინა...და არ წაერთმია...მაშინ კი პირველად მიხვდა, რა ტკივილს ატარებდნენ ადამიანები გულით...მიხვდა, რატომ ებრძოდნენ ასე გამწარებით დასასრულს...რატომ ეჭიდებოდნენ სიცოცხლეს უკანასკნელი ამოსუნთქვამდე...რადგან სიცოცხლე მხოლოდ არსებობა არ იყო...სიცოცხლე ფერი იყო...სიცოცხლე მუსიკა იყო...სიცოცხლე სიყვარული იყო...სიცოცხლე ოცნება იყო...ხოლო ის...საუკუნეების განმავლობაში მხოლოდ ჩრდილი ყოფილა, რომელსაც ეს ყველაფერი არასოდეს ჰქონია...და იმ ღამეს, უსასრულო სიბნელეში მჯდომმა, პირველად ინატრა, რომ ერთხელ მაინც...თუნდაც ერთი დღით...სიკვდილი კი არა,სიცოცხლე ყოფილიყო...ბოლოს კი დანაბებით ამოიჩურჩულა... - მე ისევ სიკვდილი დავრჩები...კვლავ წავიყვან სულებს...კვლავ დავასრულებ ისტორიებს...ასეთია ჩემი ბედი...ნეტავ ერთხელ მაინც ეკითხათ ჩემთვის, მინდოდა თუ არა სიკვდილად ყოფნა...ნეტავ ვინმეს ეკითხა, მინდოდა თუ არა საუკუნეების განმავლობაში სხვისი ცრემლების ყურება...მაგრამ არავის უკითხავს...უბრალოდ შემქმნეს ასეთად...დამადეს მხრებზე შავი მოსასხამი და სამყაროს ბნელი გზებისკენ გამიშვეს...მაგრამ ახლა ერთი რამ ვიცი...თუ ოდესმე ვინმე მკითხავს, ყველაზე ლამაზი რა მინახავს ამ უსასრულო არსებობაში...ვუპასუხებ,რომ სიცოცხლე...რადგან მე, სიკვდილს...ერთხელ სიცოცხლე შემიყვარდა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent