სიყვარულის პასუხი
ერთხელაც დამისვეს ასეთი კითხვა “რას ნიშნავს შენთვის სიყვარული” მეკი გავშეშდი. ისეთი წინადადება ვერ მოვიფიქრე, რომელიც შენთან რაღაც კავშირში მაინც არ იყო. ვთქვი არ ვიცითქო… არადა ამ კითხვაზე პასუხი არაერთხელ გამიცია ჩემს თავში. სიყვარულს ვერ დავაკონკრეტებთ, რადგან ის ადამიანთან კავშირში შესვლის შემდეგ რადიკალურად იცვლება. სიყვარული უკავშირდება ადამიანებს. ამიტომაც არ არსებობს სწორი პასუხი ამ კითხვაზე. ჩემთვის ის არის სიყვარული შენმა ყავისფერმა ციმციმა თვალებმა ბოლოს რომ მითხრეს “არმინდა ჩემს ოცნებად დარჩე”. ან თუნდაც როდესაც სადმე ერთმანეთს დავინახავთ შორიდან, და ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდება, შენკი თავს გააქნევ პატარაზე, და რომ გჩვევია ნახევრად ჩაიღიმებ. ჩემთვის ის სიყვარული ხარ რომელიც ბოლომდე ვერასდროს განვიცადე. ის სიყვარული რომელსაც ჩვენი შეხვედრის მერე ჩემი ტორტის ჩაქრობის ცერემონია არ გამოუტოვებია. ჩაგიფიქრე სამოცდაათჯერ შვიდჯერ. ხან ვარსკვლავის ჩამოვარდნაზე, ხან იმ პატარა სანთელზე მღვდელმა რომ მითხრა, ამით იმაზე ილოცე ვის გარეშეც გიჭირსო, და ხან 11:11 ზეც. გადის დრო და ვფიქრობ შენ თუ ოდესმე გახსენდები. ან ნეტა თუ ვფიქრობთ ერთმანეთზე ერთ დროს. შენზე ფიქრშიც მეღიმება და თუ მაინც არაფერი მე ხომ ვიცი, რომ ერთ დროს მეც მქონდა პასუხი კითხვაზე “რა არის სიყვარული”.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.

თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.



