შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიბე


გუშინ, 19:54
ავტორი ნაამა
ნანახია 14

მზის ჩასვლისას კიბეებთან თუ არ დაგხვდები გეცოდინება რომ უჩემოდ უნდა შეხვდე კვლავ დაღამებას
ვერც იმედების სასაფლაოს მიადგები იმ იმედით რომ ვარდებს მოწყვეტ და დავბრუნდები
შენც კარგად იცი თუ ამას იზავ უფრო მეტი უიღბლობა გეწვევა ვიდრე მანამდე
მზე რომ ჩავა და მე კვლავ არ მოვალ ალბათ ისევ იქ იჯდები და პატრონის მოლოდინში მყოფი ძაღლივით დამელოდები
ნუ გაირჯები ჩემო ძვირფასო მე აღარ მოვალ
აღარ შემოგხედავ ისე თითქოს კელტი ღმერთი იყო
არც თბილ სიტყვებს გავიმეტებ
არც ჩახუტებას
კოცნასა და სხვა დანარჩენზე ხომ ფიქრიც ზედმეტია.
მზე რომ ამოვა თუ კვლავ იქნები იმ კიბეებთან მზეს დავაბარებ გადმოგცეს სიტყვა ჩემი საუკუნის წინ დანაბარები
რომ მე არ მოვალ
რომ არ მიყვარხარ
რომ მე უშენოდ ცხოვრებას ვაგრძელებ
ზუსტად ისე როგორც მანამდე ვცხოვრობდი სანამ მთვარის ჟამს ერთურთს ვნახავდით
ის დღე ხომ გახსოვს?
რომ დაგინახე ირგვლივ სამყარომ ბრუნვა შეწყვიტა
ჩვენი მეგობრები გაჩუმდნენ ან მე არ მესმოდა
მოძრაობაც კი შეწყვიტეს ან მე ვერ ვხედავდი მათ სილუეტებს ფარდის მიღმა სამყაროდან
ფარდის, რომელიც თან მოიტანე
მზის ჩასვლისას ჩვენს ადგილას რომ მიხვალ თუ არ დაგხვდები ძველებურად ნუღარ დაიცდი მიზის ჩასვლისთვის მე ყველფერს მივატოვებ
თავქუდმოგლეჯილი მანამ გავიქცევი სანამ ტერფებიდან სისხლი არ წამომივა და მუხლები უარს იტყვიან კვლავ გააგრძელონ გზაზე წინ და წინ და წინ და წინ სვლა
მერე გავჩერდები სულს მოვითქვამ ,ვნახვა რამე თუ დარჩა ჩემი არსებობიდან და უკან წამითაც არ მოვიხედავ
რადგან ორივემ კარგად ვიცით თუ მოვიხედავ დაბრუნებას ვერ გავექცევი
ისევ შენთან მომიყვანენ ფეხები რომლებიც მე მეკუთვნიან მაგრამ შენკენ დაუღალავად ისწრაფვიან
ისევ შენს კართან მოვალ ან იმ კიბესთან ამდენხანს რომ გაუჩერებლად მელოდებოდი ზედ ჩამომჯდარი და მზის ჩასვლისას შენობებზე არეკლილ ოქროსფერ სხივებს შეჰყურებიდ
ჯერ ისვე იმედების სასაფლაოდან წამოღებული ერთად ერთი ყვითელი ვარდით
ის ვარდიც გახმა
ფოთლები ცვივა
ნეტავ რას იზავ როცა ბოლომდე ხელთ ჩაგაჭკნება და მისგან ყლორტიც აღარ დარჩება
წახვალ და ახალს მიაგნებ?
ხომ გახსოვს არასოდეს არაფერი უნდა აიღო იქიდნა სადაც გარდასული იმედები განისვენებენ
ისინი შეგღრღნავენ შენგან სიცოცხლეს წაიღებენ და ბოლოს მათ ადგილს შენ დაიკავებ
შენ თავად გახდები მკვდარი იმედი.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent