შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

30 საათის შემდეგ ვნება და 11 წუთი


10-03-2015, 00:06
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 3 095

გაზაფხულია.არემარე იღვიძებს.ნათელმა სხივმა ყველგან დატოვა თავისი კვალი.მტანჯველ სიბნელეშიც კი იგრძნობა ნათელი.ეს უკანასკნელი ყველაფერს სხვაგვარ იერს ძენს. ყვავილებს გამოსვლიათ კვირტები,საიდანაც სადაცაა გამოხეთქავს ლამაზი კოკორი.ეს კოკორი ამქვეყნად იმისთვისაა ჩამოსული,რომ შეიგრძნოს ახალი გრძნობა,ვნება,განცდა,სიამოვნება...
ამბობენ-ბუნება ადამიანზე მოქმედებსო.არ ვიცი, ასეა თუ პირიქითაა.არც ის ვიცი,რა იყო მიზეზი იმ ამბისა,რომელიც მოხდა გასულ გაზაფხულს.
მარტის შუა რიცხვები იყო.ნატალია ისევ ლოგინში კოტრიალობდა.კვირა დღე იყო და გოგონა თავისუფლად შეეძლო თბილ საწოლში ნებივრობა.ადრე ეს ძლიერ სიამოვნებას ანიჭებდა,მაგრამ ახლა ერთ დროს თბილი ზეწარი შემზარავი ეჩვენებოდა.ჩაი დაგისხიო-გვერდითა ოთახიდან დედა ეძახდა,მაგრამ მას ეს არ ესმოდა.მისი გული და გონება სულ სხვაგან იყო.გოგონას თვალწინ მუდამ წინა დღეს გაცნობილი მამაკაცის მომღიმარი და თან მკაცრი სახე იდგა.გოგონას არ სცილდებოდა მამაკაცის რიტმული და თან აფორიაქებული ტუჩებისიმოძრაოდა.არც მისი ვნებიანი მზერა,რომელიც თითოეულ ქალს სწვავდა.ახლაც თვალწინ ედგა, როგორ ეგებებოდა მისი ბაგენი მამაკაცის ტუჩებს.
ნატალია საკუთარ თავს აღარ სგავდა.ამ რამდენიმე საათმა სრულიად შეცვალა მისი არსება. ის ხომ მთლიანად შეეპყრო უცნობს.გოგონას სხეული კვლავ გრძნობდა მისი ძლიერი მკლავების შეხების შეგრძნებას.მისი ღია ყავისფერი თვალები,იმავე ფერის წვერი და თმა კვლავ სუსხავდა.ახლაც თვალ წინ ედგა,როგორ აყოლებდა დამშვიდობებიას მამაკაცს თვალს.მის საჯდომს მიშტერებული ფიქრობდა,ჩემსავით ბუქნებს აკეთებსო.მართალია,შერცხვა ამის გაფიქრება,მაგრამ მას ხომ ილუზიები არ ემორჩილებოდნენ.მათ ვერ აკავებდა და კვლავ წარმოიდგენდა საკუთარ თავს ამ მამაკაცის მკლავებში
„ოხ ეს ბილწი ფიქრები“-შეკრთებოდა გოგონა,მაგრამ თავის ხელში აყვანა მაინც უჭირდა.
მამაკაცის სახელი ანდრია იყო.იგი გოგონას სრულიად საპირისპიროდ გამოიყურებოდა. ნატალიას მაღალ ტანს მთლად ჩრდილავდა მისი მთასავით მკერდი.მთელ მის სხეულზე ფიტნესი ასახულიყო,რაც ასე იზიდავს სუსტი სქესის წარმომადგენლებს.იდეალურია-ასე იტყოდა ქუჩაში თითოეული ქალი,როცა მას მოჰკრავდა თვალს.არც ნატალია ჩამორჩებოდა ანდრიას.მისი სხეულის თითოეული ნაწილი გამოყვანილად და მიმზიდველად გამოიყურებოდა.გოგონას ყავისფერი თმა მხრის ქვემოთ წვდებოდა და სახეზე ცისფერი თვალები უელავდნენ,ნატალიას არ გაუჭირდებოდა ნებისმიერი ძლიერი სქესის წარმომადგენლის დაპყრობა,მაგრამ ადრე გოგონა ამისკენ საერთოდ არ ისწრაფოდა.ის პირველად გახვეულიყო სასიყვარულო ქსელში.პირველად,მაგრამ ძლიერა.ისე,რომ თავის დაღწევა შეუძლებელი იყო.ვნებას მთლიანად შეეპყრო ის.გოგონას აღარც საათის წიკ-წაკი ესმოდა.მხოლოდ ანდრია იჯდა მასში.მხოლოდ ეს ძლიერი მამაკაცი განაგებდა მას.ნატალია ვეღარ თოკავდა გრძნობეს და ხვდებოდა,რომ მთლად კარგავდა მათი მართვის პულტს.
და მართლაც დაკარგა.საღამოს ის უკვე ანდრიას პირისპირ იდგა.გოგონას არ შორდებოდა მისი მაცდური მზერა და მთლიანად სწვავდა.მისი სიძლიერე იზიდავდა,როგორც გარეგანი,ასევე შინაგანი.რაღაც შემაკავებელი ძალა კვლავ შერჩონოდა გოგონას მორცხვ ბუნებას,მაგრამ ამ უკანასკნელსაც კი თანდათან კარგავდა.ანდრია მიუახლოვდა მას და თმაში ხელი შეუცურა.თვალებში უყურებდა გამომცდელად და თითქოს რაღაცას ელოდა მისგან,მაგრამ რას? ალბათ,ნატალიას შემოხედვას და მანაც შეხედა მამაკაცის მკაცრ სახეს.გოგონას თვალები გულუბრყვილობით იყო სავსე.ანდრია უფრო და უფრო აცნობიერებდა რაოდენ საჭირო იყო მისთვის გოგონა.
ანდრიამ ნატალია თავით მკერდზე მიიკრა,ყური თმასთან ახლოს მიუტანა და ტუჩების ნელი მოძრაობით ჩასჩურჩულა:“მაგიჟებ!“მაგრამ არ დააცადა პასუხი ან რა საჭირო იყო? ყველაფერი ხომ ნათელი იყო და მითუმეტეს ასეთი გამოცდილი მამაკაცისთვის. ანდრის გაუმაძღრად დაეწაფა გოგონას ათრთოლებულ ბაგეებს.ისინი ეჩვენა ყველაფერზე ტკბილი.გოგონას დაეკარგა საკუთარი თავი და მის ძლიერ მკლავებს მთლად დამორჩილებოდა.მამაკაცისგან გამოდიოდა ულევი ენერგია და მისი თვალების მზერა უფრო მძვინვარდებოდა.ამ წამს ნატალიაზე ფიქრობდა მხოლოდ,მხოლოდ ნატალიაზე.
გარშემო ყვაოდა ბუნება.ნამიანი ბალახი ელამუნებოდა გოგონას ფეხებს,ნიავი კი ისედაც მოკლე კაბას ზემოთ უფრიალებდა.ანდრია ნატალიას მთელი სხეულით ეკვროდა.მისი ტუჩებიდან გადაენაცვლა კისერზე და ცხოველური ენერგიით კოცნიდა.მას არ გამოპარვია გოგონას ჟაკეტის დაუდევრად შეკრული ღილები.რამდენიმე წამში ის ბალახში ეგდო.მამაკაცი ნელ-ნელა აცხრებოდა გოგონას მხრებს და კაბას ქვემოთ უცურებდა.მის თვალწინ იყო მარმარილოსავით თეთრი მკერდი.მას ნელა შეეხო ტუჩებით და,როცა დარწმუნდა,ნამდვილიაო,მინდორისკენ უბიძგა გოგონას,რომელიც, გრძელ ნალახში ჩასვენებული,არაამქვეყნიურ არსებას წააგავდა.ნატალიას თმები ძირს გაშლილიყო.მისი გრძელი ფეხები კი თითქოს ცურავდა ბალახში,თვითონ კი ბუნების ნაწილი გამხდარიყო.ანდრის ტკბებოდა მისი ცქერით და გოგონა ანგელოზად ეჩვენებოდა.
თვითონაც გაიძრო სამოსი ანდრიამ და ბალახზე დაენარცხა,ზუსტად მის გვერდით.ერთი წამით ცას ახედა და კმაყოფილებისგან გაიღიმა,რადგან კვლავ დარწმუნდა,რაოდენ აღემატებოდა მთვარის სიკაშკაშეს გოგონას მშვენება.
რამდენიმე წამში ნატალიას ზემოთ მოექცა,არც გოგონა შეწინააღმდეგებია მას.განა წინა ღამით ეს არ ნახა სიზმარში?განა ამაზე არ ფიქრობდა ის 30 საათი,როცა მამაკაცს იცნობდა.სწორედ ის იყო პირველი მამაკაცი,რომელმაც გააღვიძა მასში ქალი.სრულიად შეცვალა გოგონა და მასში შეუშვა ახალი გრძნობა,ვნება,სიამოვნება...
ანდრიას სახე გაბადრულიყო.მის სხეულზე უმისამართოდ თამაშობდნენ მამაკაცის გრძელი თითები.გოგონა გაბრუებულიყო.თითქოს ძლიერი ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და კაიფში დაკარგულიყო,მაგრამ განა ეს არ იყო კაიფი? დიახ,ეს კაიფზე ბევრად მეტი იყო.ანდრიას ორივე ხელი ძლიერად შემოეჭდო გოგონას ზურგისთვის.მისი ვნება თანდათან ცხოველდებოდა.მოხდა ის,რასაც ორივე ელოდა გასული 30 საათი.ნატალიამ რამდენიმეჯერ დაიკვნესა,ტკივილისგან და სიამოვნებისგან,ანდრიას სახეს კი იერი შეცვლოდა.ცვრიან ბალახს მეწამული სისხლი დაუდევრად შერეოდა.
ანდრია კვლავ დაუცხრომლად აგრძელებდა კოცნას. გარშემო კი ჩიტების ჟრიამულიც არ ისმოდა. მხოლოდ ვნებით შეპყრობილთა აფორიაქებული და აჩქარებული სუნთქვა უკარგავდა ბენებას ჩვეულ რიტმს.როცა დაცხრა ანდირა,გვერდით გადაბრუნდა,ნატალიას მკერდზე დაადო თავ ,თითქოს თბილი ბალიშაო.
გოგონა კი მხოლოდ ახლა მოდიოდა გონს.უეცრად აღიდგინა მომხდარი.მის სახეზე აღბეჭდილიყო ვნებითა და ამ 11 წუთით მიღებული სიამოვნება.ლოყები შეფაკლოდა ისე,რომ ასეთ სიწითლეს ვერც ერთი რუმიანა ვერ დაასჩენდა.
ანდრია და ნატალია უჩუმრად იწვნენ.თითქოს ორივეს ეს ულევი გრძნობა ბუნებას შერწყმოდა.ბუნებას,რომელიც იღვიძებდა მათთან ერთად. თავისუფლდებოდა მათი ახალ-ახალი გრძნობები,ვნებები...გარემო და ვნებით გონდაკარგულნი თითქოს ერთმანეთს უწილადებდნენ ენერგიას...
იწვნენ ნამიან ბალახზე.მხოლოდ ერთმანეთს შეჰყურებდნენ მათი ბრწყინავი თვალები.ორივეს სახეზე აღბეჭდილიყო ბუნების მიერ დატოვებული ენერგია.ენერგია სიწითლის სახით.
მათ სახის თითოეულ ნაკვთს ეტყობოდა განვლილი სიამოვნება და წარმოდგენა იმ ბედნიერებისა,რომელიც წინ ელოდათ-გრძნობები,ვნება,სიამოვნება და კვლავ მრავალი 11 წუთი.

09.03.15



№1  offline მოდერი Mary Drey

..................................................................

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent