შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალბათ არაფერი


15-03-2015, 13:49
ავტორი Dare Gogashvili
ნანახია 2 225

ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდგომი ორი სხეული და შუაში უემოციოდ ჩავლილი ადამიანობა.
დღესაც უცნაური სიმპტომები მაქვს: ყოველდღიურობად ქცეულ ხასიათში გრძნობების ნაკლებობა, თვალების ტკივილი უმიზეზოდ და მე ამას უფრო მზერის ტკივილს დავარქმევდი. ცხოვრება თვალებში პირველად რომ ჩამივარდა, ძლიერად მოვიჭყლიტე თვალები მუშტით და ერთი ცრემლიც კი არ გადმომვარდნია. მაშინაც დამცინავი ღიმილი ვესროლე სიცოცხლეს და მხრებში მოხრილმა განვაგრძე გზა. ზურგში წარსული მეწვოდა. ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ ერთი კი გავიფიქრე, დიდხანს თუ ვიცხოვრე უფრო მეტად დამიმძიმდება მხრები-მეთქი.
ქუჩაში ერთმანეთის პირისპირ მდგომი ორი გაყინული სხეული,ერთ-ერთის გვერდით მდგომი მე და შუაში ჩავლილი მიტოვებული ადამიანობა.
ჩემგან განსხვავებით ის თავაწეული მიდიოდა, არცერთი ჩვენგანისთვის შეუხედავს, არც უგრძვნია ჩვენი არსებობა და სამიდან რატომღაც მხოლოდ მე გავაყოლე თვალი. ქუჩის ბოლოს ტროტუარზე მჯდომთან დაიხარა, ოცი თუ ოცდაათი მხის სხივი ჩაუყარა თვალებში და გვერდით მიუჯდა. უცნობს არაფერი დაუნახავს, ალბათ არც უგრძვნია.მე კი დავინახე, რომ მას ჩემს წარსულზე მეტად ეწვოდა ყელში მობჯენილი აწმყო.
ორი ყლუპი ცრემლი გადავყლაპე წამლად, ერთმანეთს შევატოვე ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდგომი ორი „ადამიანი“ და ტროტუარზე მიძინებული ადამიანობა.
მოსაღამოვდა და ეს მწუხრიც დაემსგავსა მოლოდინს, რაღაც ახლის და მეც დავიწყე წერა ახლის. რა ხდებოდა დღეს ახალი? ალბათ „არაფერი“.
/დარეჯან გოგაშვილი/



№1  offline წევრი Dare Gogashvili

პირველ რიგში, უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ მკითხულობთ და თქვენი ეს შეფასება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის love

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent