შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითელი ლაქა


15-03-2015, 22:12
ავტორი CooLPlaYeR
ნანახია 2 481

აი, გათენდა და დაიწყო იანვრის კიდევ ერთი გაყინული დილა. როგორც ჩანს გარეთ ნისლია. საიდან დავასკვენი?! ფანჯრები დაორთქლილია. საბანში გახვეულს ცხვირი მაქვს გაყინული. როგორც ჩანს გუშინ გარეთ დამრჩენია. ვერც კი წარმოიდგენთ რა რთულია მიატოვო თბილი საწოლი და გაყინულ "ჩუსტებში" ჩაყო ფეხი. მადლობა ღმერთს ნაჭრისაა და ბედნიერი ვარ, რადგან გვერდით მყავს ადამიანი, რომელიც ჩემზე ზრუნავს. ალბათ სუნმა შეაწუხა და გამეცალა. დარწმუნებული ვარ "ნეხვის" გვერდით წოლა სავსებით არაა სასიამოვნო. ბოლოს მაინც ვამარცხებ დემონს და ვდგები. თუმცა მთავარი დემონისაგან თავი ვერ დამიღწევია. თავი მისკდება. ასე მგონია თავში ტვინის მაგივრად გახურებული ქვა მიდევს. რითი იმუხტება წარმოდგენა არ მაქვს. ტრუსების ამარა ვაღებ აბაზანის კარებს, ვიღებ ცხელ შხაპს და როდესაც სარკეში ვიყურები სიცარიელეს ვხედავ. დასიებული თვალები, აბურძღნული შავი, ხუჭუჭი თმა და უსიცოცხლო შავი თვალები. არც ის მესმის ამაში რა მოსწონთ გოგოებს. თავი "ბაბაიაგა" მგონია და ვნანობ დაორთქლილი სარკის გაწმენდა. რა საჭიროა ვხედავ საკუთარ თავს ეს მაინც არაფერში დამეხმარება. მე ისევ ის ვიქნები რაც ვარ. უხეირო გომბეშო, რომელიც მთელ ცხოვრებას ბალოტში ატარებს.
მაგიდაზე უნალექო ყავა და წითელი "მარლბოროს" მთელი ყუთი მხვდება. ვაღებ ფანჯარას, სიგარეტს ვუკიდებ და ყავას ვსვავ. "რა მოხდებოდა შაქარი, რომ დაემატებინა?!" ნარცისი არ ვარ. ეგ კიარა იმასაც კარგად ვხვდები, რომ თეთრ ხალათში გამოწყობილი "ნაბი**არი" ვარ, რომელიც იმითაც კი არ კმაყოფილდება, რაც გააჩნია. რეალობაზე ვწუწუნებ და მის შესაცვლელად ხელსაც კი არ ვანძრევ.
სიგარეტის ნამწვავს საფერფლეში ვარჭობ და გუშინდელი დღე მახსენდება. სწორედ ასე ვიყავი საცივში გარჭობილი...
გამოვდივარ გარეთ და ვამჩნევ, რომ სამყარო შავ-თეთრია და არც ნისლია გარეთ. აფთიაქში წასვლა გადავწყვიტე, თორემ შეიძლება დამიჭირონ და ან ფსიქიატრიულში ამომაყუდონ ან ზოოპარკში. ისეთი გარეგნობა მაქვს ორივე ზედგამოჭრილი იქნება. ძალიან ცუდია, როდესაც გამოდიხარ გარეთ და წასავლელი არსად გაქვს. შუადღის ორი საათი იქნება. ალბათ, სწორედ ახლა შარვალკოსტუმში გამოწყობილი "ტიპები" სამყაროს ბედს წყვეტენ. ბავშვები კი აკაკი წერეთელივით თავზე ხელშემოდგმული, მოდებილო სახეებით შეჰყურებენ მასწვლებლებს და თან სადღაც დაფრინავენ. დედას ვფიცავარ ამას ისევ ის მირჩევნია წასასვლელი არსად მქნდეს. ჩემს შვილს ყოველთვის მივცემ არჩევანის გაკეთების საშუალებას. მანამდე დავანახებ რა არის კარგი და რა ცუდი. მერე თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. ოღონდ ჯერ გაჩნდეს.
უცებ ვიღაცა მხარზე ხელს მდებს. გაბღენძილი ვაბრუნებ თავს და ჰოიიი საოცრებავ. ჩემს წინ ნამდვილი ანგელოზი იდგა. მაღალი, ქერა, ცისფერ თვალება. მაგრამ არაა ... ანგელოზები არ არსებობენ.
-ასანთი გაქვთ?-მეკითხება და მორიდებული მიყურებს.
-ასანთიც მაქვს და ბეჭედდარტყმული პასპორტიც-გავუღიმე და ჯიბეში დავიწყე ქექვა. არ მინდა გოგო იყოს ჩემი შვილი. რომ გავიგო ვინმე ნა***ლამ მსგავსი რამ უთხრას "სახეს ავაძრობ". დაძაბული იყურებს და მელოდება.
-ალბათ სახლში დამრჩა ვერ ვიპოვე-ისე დაიბნა წასვლაც ვერ მოახერხა.. რაღაც ძალიან დაბნეული იყო, "სტაჟიან" მწეველს არ გავდა.
-ნუ იჩქარებთ ნაბიჯის გადადგმას და ბედისწერას მიანდეთ თქვენი ცხოვრება, რაც მოსაახდენია ის ყოველთვის მოხდება-პასუხით გაოგნებული დარჩა-ჩემი ნუ შეგეშინდება არ ვიკბინები. აქვე ვცხოვრობ, ავიდეთ და მოგცემ ასანთს.-ცოტათი წამოწითლდა. იმ გოგოების მსგავსი არ იყო სამი კილო მაკიაჟი, რომ უსვიათ სახეზე, თუმცა ამ შემთხვევაში მერჩივნა პირიქით ყოფილიყო.
-მადაამ...-და გზა ვუჩვენე.
ბინაში ავედით. ჩემი ყავის ჭიქა ისევ მაგიდაზე იდგა, ან ვინ აიღებდა?! დიახ ავედით და არა ავედი.. ისიც გამომყვა. ოთახში, რომ შევედით პირდაპირ წიგნებისკენ გაემართა. როგორც ჩანს ან კითხვა უყვარს ან თვალი აუთამაშდა ამდენი წიგნის დანახვისას.
-ლიტერატურა გიყვართ?-ცუდი ხმა არ ჰქონია.
-ვით თევზს წყალი-არ ვიცი ეს შედარება საიდან მოვბოდე, თუმცა წმინდა ტყიული კი გამოვაცხე. ის კი წიგნებს ათვალიერებდე და ასანთი სულ გადაავიწყდა. დროდადრო გამოიღებდა ხოლმე რომელიმეს დააკვირდებოდა და ისევ თავის ადგილას დააბრუნებდა. მე კი თავს "რაღაცნაირად" ვგრძნობდი. პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ჩემს წინ მდგომი ასე ცოტას ლაპარაკობდა.
-ყავას დალევთ?
-არაა... ნუ შეწუხდებით-მითხრა ისე, რომ ყურადღება არც მოუქცევია.
-ოოო.. როგორც ჩანს კითხვა თქვენც გყვარებიათ, თუმცა არც ისე ბევრს კითხულობთ.
არ ვიცი გაოცება იყო თუ შიში, მაგრამ წიგნი თავის ადგილას დააბრუნა და შემომხედა.
-რა გაძლევთ ამ დასკვნის საფუძველს?
-ხედავ, ერთად უკვე ხუთი სიტყვა თქვი. ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა საკმარისი სულაც არაა.
-არ მემის რაზე ლაპარაკობთ..
-თქვენ ცოტას ლაპარაკობთ, თუმცა არცტუისე უიმტერესოდ-აჰა, კიდევ ერთი სიცრუე.
-შეგიძლიათ ასანთი მომაწოდოთ?
-დია, რა თქმა უნდა-და ასანთი მივაწოდე, გამომართვა და შემომაჩერდა.
-სიგარეტი არ გაქვთ?
-არა.-აი თურმე რატომ ყოფილა ასე შებოჭილი.
-და ასანთს რაღას მთხოვდი თუ სიგარეტი არ გქონდა?
-თქვენ, რომ ჩემთვის ასანთი მოგეცათ აუცილებლად დამელოდებოდით როდის დაგიბრუნებდით. მერე კი მკითხავდით სიგარეტი თუ გაქვთო... უხერხულობასაც იგრძნობდით და სიგარეტს მომაწოდებდით.
-ყოველთვის ასეთი ჭკვიანი ხარ?!
-ბატონოო..
-არა, არაფერი. მაგრამ ხომ ხედავთ ყველაფერი სულ სხვანაირად მოხდა.
-ხო, ზოგჯერ ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა.-თქვა და "მარლბოროს" დააკვირდა.
-ამოიღეთ.
-რა?
-სიგარეტი. მიდი რამდენიც გინდა ამოიღე. -არ ინძრევა- ეხა არ მითხრა არც ნაფაზის დარტყმა ვიცი და ეგეც შენ უნდა მასწავლოო.
გაეღიმა.
-აჰ, არაა .. მადლობა.
-რატომ ეწევით?
-ეგ, რომ ვიცოდე თავს დავანებებდი.
მან სიგარეტს მოუკიდა. რა უცნაურია ახლა სახლში ვარ, პირში არაფრის გემო არ მაქვს, სამზარეულოს მაგიდაზე ვარ მიყრდნობილი და ვუცქერი თუ როგორ ეწევა უცხო ქალი ფანჯარასთნ სიგარეტს. მე ცოლი მყავს. სამი წელია ერთად ვართ. ბევრჯერ ვყოფილვარ "ნაშებში", თუმცა არასდროს მქონია ღალატის შეგრძნება. ახლა კი მგონია, რომ მას ვღალატობ. ის მიახლოვდება და ახლა ვამჩნევ მის ხასხასა წითელ ტუჩებს, ორ სავსე ბურთს.
-ქალწული ხართ?
-ბატონო-სერთოდ არ გაბრაზებულა.
-რა ვერ გაიგე ქალწული ხარ-მეთქი?
-რა თქმა უნდა.
-არ მჯერა.
-არაუშავს.
-დამიმტკიცე.
-როგორ?
-მაკოცე და ვიგრძნობ.
-გაგიჟდით?
-არც არასდროს ვყოფილვარ ნორმალური.
-უნდა წვიდე. მადლობა ასანთისთვის-და ჩანთა აიღო.
-თქვენ არ წახვალთ.
-რატომ?
-იმიტომ, რომ ეს არ გინდა.
-იცი, ძალიან უცნაური ვინმე ხარ. ხან ბატონობით მელაპარაკები, ხან კიდე შენობით..
-შენზეც იგივე მეთქმის.
ჩანთა ძირს დადო და გახდა დაიწყო.
-რას აკეთებ?
-ხომ ეს გინდა. ვიცი, რომ ეს გინდა. მხოლოდ და მხოლოდ ეს. მეგონა განსხვავებული იყავი, მაგრამ შენც ეს გინდა. -და ნერვიულად დაიწყო ჯერ ქურთუკის მერე კი ბრუსჰალტერის გახდა. ვერ მოვასწრი და გაიხადა. მიახლოებაც კი ვერ მოვახერხე, გამაგიჟა იმ ორმა ბურთმა... ნერწყვი გადავყლაპე(ნერვიულობის ბრალია). მივუახლოვდი და.. მან მაკოცა. ცხოვრებაში არასდროს მსგავსი რამ არ გამისინჯავს. მსგავსი მხურვალებით საერთოდ არავის უკოცნია.
ყველაფერი მორჩა, საწოლზე ასანთი დამიგდო და წავიდა. ისე, რომ სახელიც კი არ უთქვამს. თუმცა არც იყო საჭირო. არასდროს მქონია მსგავს ინტელექტუალური სექსი. აი, აქ ვიგრძენი თუ როგორი გაიზვერაც ვყოფილვარ სინამდვილეში. ვიგრძენი, როგორ უღმერთოდ მიცხოვრია. პირველად გამიჩნდა რწმენა მას შემდეგ რაც ზეწარზე წითელი ლაქა შევნიშნე. რა შეცვალა ამ წითელმა ლაქამ?! ვდგები, მხოლოდ იმ წითელ ლაქს ვფარავ. მთლიანად შიშველი ვდგევარ ფანჯარასტან და სიგარეტს ვეწევი. ყველაფერი გამჭვიირვალეა. უცებ კარები იღება. ჩემი ცოლი შემოდის. ხელში, რაღაც ქაღალდი ეჭირა, თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. გამოექანა, ყელზე შემომეხვა და მითხრაა, რომ ორსულად იყო.
-იმედია გოგო არ იქნება-მხოლოდ ეს ვუთხარი, სიგარეტი ჩავაქრე, ლოყაზე ვაკოცე და აბაზანში შევედი.
როცა წყალი მოვკეტე ჩუმი ტირილის ხმა შემომესმა, როგორც ჩანს ზეწარი ნახა...



№1  offline წევრი prettygirl

Davishoke.... Martla...

 


№2  offline წევრი kurt cobain

გამოვდებილდი..მართლა.

 


№3  offline წევრი tankli tunkli

ვაააიიიმეეე ... აააიი მსგავსი რამ არასდროს წამიკითხავს.. შენ უკვე აღარ ხუმრობ !! ეს რა იყო??? მაგარი ემოციების ქვეშ ვარ !! სიტყვები არ მყოფნის !!!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent