შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე და წილოსანი ( ნაწილი მეორე )


14-04-2015, 02:53
ნანახია 3 329

ვიწრიალე.
მაინც ვერ მოვისვენე.
საერთოდ ესე ვარ,სხვის სახლს ადვილად ვერ ვეწყობი,მაგრამ ახლა სხვა გზა არმქონდა.დილის ხუთი საათი იქნებოდა,რომ გამომეღვიძა,მიუხედავად ჩემი უდიდესი მცდელობისა ძილი კვლავ შემებრუნებინა,ვერაფერი მოვახერხე.ჩუსტებში ფეხი ჩავყავი და სამზარეულოში წყლის დასალევად გავედი,სახლში ჩამიჩუმი არისმოდა,ალბათ ეძინა ვაჟბატონს.ცივი წყალი ჭიქაში დავისხი და ჩუსტების ფლატუნით ჩაბნელებულ აივანზე გავედი.მიყვარდა შუაღამისას აივანზე ჯდომა,დადუმებული ქალაქის ცქერა წყნარი მუსიკის ფონზე და რადგანაც ახალიბინის ხედი ამის საშუალებას მაძლევდა,გადავწყვიტე შემოთავაზებაზე უარი არმეთქვა და ნაუშნიკებ მომარჯვებული ისის იყო იქვე მდგარ სავარძელზე დაჯდომას ვაპირებდი,დემეტრეს ხმამ,რომ შემაკრთო.
-ჰეი,კვატი
-შენ აქ რაგინდა?
-დაგავიწყდა ჩემს სახლში რომხარ? ისე ცვეტში ძაან მაგარი პიჟამო გაცვია
-ამას ჯერესერთი საღამური ქვია,სწორად იმეტყველე
-სულ გამოჭერაზე რაპონტში ხარ ტო
-სულ გამოჭერაზე ხაფანგები არიან მარტო
-იღადავე?აა გავიცინო უკვე?
-აღარ დაგაგვიანდა (წარბაწეულმა გავხედე დემეს,სწორი ცხვირი,გრძელი წამწამები,მონაცრისფრო თვალები,ოდნავ მოშვებული წვერი,დიდი ტუჩები,ოდნავ გამოწეული ყბის ძვლებით,უნდა ვაღიარო...ბიჭი იყო შოკი...იდეალური აღნაგობა,დაკუნთული სხეული,ამყველაფერს კი შესანიშნავად ერწყმოდა მისი ბოხი,ოდნავ ჩახლეჩილი,დაბალი ბარიტონი. მე ანასტასია დადიანი ჩემსთავს,ცხოვრებაში პირველად,ვაღიარებ რომ დემეტრე წილოსანი,ჩვეულებრივად ბიჭი იყო შოკი)
-რაკაი ტიპი ხარ შენ
-აუუ კიდევ ერთხელ დამიწელავ ლოყებს და გცემ იცოდე (ავიფოფრე მე,რაზეც გულიანად დამცინა,მე როგორც ყოველთვის თავი ვერც ახლა შევიკავე და თვალები ცრემლით ამევსო
-აუ მოიცა შენ რა ტირი ტო?აუ მართლა რა ბავშვი ხარ
-ხოდა ბავშვები,რომ არუნდა გააბრაზო არიცი შენ?ბოთე (დავეჭყანე და თავი საპირისპირო მხარეს მივატრიალე)
-კაი ახლა შემირიგდი და ხვალ ბევრ შოკოლადებს მოგიტან
-მართლა?
-მართლა,მართლა.მოდი იცი რავქნათ?
-რააბა?
-რადა თავიდან დავიწყოთ ყველაფერი.მოკლედ მედემე წილოსანი ვარ.შენ?
-ანასტასია,ტასო დადიანი
-სასიამოვნოა ტასო
-ჩემთვისაც დემე...ეე წვიმა დაიწყო,ვგიჟდები ახლანდელ წვიმაზე,დიდხნიანი არარი ხოლმე,თან თბილა.ახლა გარეთ..ეემოიცა სად მიდიხარ?
-მიდიხარ არა მივდივართ (თქვა დემემ და ეშმაკურად გამიღიმა
-სად კიმარა,რომელი საათია
-გარეთ,ქუჩაში
-რაგვინდა მანდ კაირა
-ერთხელ ყველა გიჟდება,რას იტყვი ტასო გავგიჟდეთ?
-გავგიჟდეთ
გამეცინა მე,კურტკა მოვიცვი და ჩემს კვატუნიებთან ერთად დემეტრეზე ხელჩაკიდებულმა გავწიე დაბლა.
ეს იყო...ეს..ეს..ეს ისეთი რამე იყო,რაც თითოეულმა ჩვენგანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გამოსცადოს...როცა ივიწყებ,ყველას და ყველაფერს,ხართ მარტო შენ და ის,დაძინებულ ქალაქში,თავსხმა წვიმაში...სრულიად თავისუფალი,თითქოს დაფრინავ,ისეთ სიმსუბუქეს გრძნობ...ეს სასწაული შეგრძნება იყო...ხო,მე დავდიოდი,დავხტოდი,დავრბოდი დემეტრესთან ერთად თავსხმაში და ეს ყველაზე ბედნიერი წამები იყო ჩემს ცხოვრებაში
იმ წამებში მე და ის
მე და დემეტრე
ჩვენ
მთლიანად და ერთად
თავისუფლები ვიყავით
ყველასა და ყველაფრისგან
___
-დროა სახლში წავიდეთ
-აუ დემე ჩუ რა,უსმინე,ქალაქს უსმინე
-როგორი საყვარელი ხარ,ეხლა ესე გალუმპული ამ რაღაც უბედურება საღამურში
-საყვარელი და თავისუფალი
-ბაზარიარაა
დუმილით გავუყევით ბინისაკენ მიმავალ გზას,ის ის იყო ტრასა უნდა გადაგვეკვეთა,დემე უეცრად რომ გაჩერდა,მე გავუსწარი
-ანი (დამიძახა და შევტრიალდი უკან)
-ჰო
-ჩამეხუტები? (ხელებ გაშლილი იდგა წილოსანი ჩემს წინ
არის ცხოვრებაში მომენტები,როდესაც სიტყვები ზედმეტია,ისინი უაზრო ბგერებად იქცევიან,რომლებსაც ჩვენ ხშირად გამოვსცემთ,როცა სიტყვებს შეუძლიათ დაანგრიონ ჩვენს გარშემო შექმნილი ეს იდილია,სწორედ ამიტომ ყველა სიტყვისა და ბგერის გარეშე,წავედი ნელა,აუჩქარებლად წილოსანისკენ და ხელებსშორის დარჩენილი ადგილი შევავსე.კი ასე იყო,ერთმანეთი შევავსეთ,ისე როგორც გატეხილი გული ერთდება და მთელდება...
ეს ჩახუტება იყო ყველაფერი...რომ გეკითხათ რის გამო დათმობდით სიცოცხლესო?დაუფიქრებლად გიპასუხებდით წილოსანთან იმ ჩახუტების და იმ წამების განმეორებისათვისსთქო
და ამ ჩახუტებიდან დაიწყო ყველაფერი...
აი ესე მარტივად
არაფრისგან დაიწყო ყველაფერი
9 სექტემბერი,დილის 6 საათი,თავსხმა წვიმა,ცა თავზე გვემხობოდა,ჩვენ კი ბედნიერები ვიყავით...
„სამი დღე განუწყვეტლივ წვიმდა და თოვდა
ვერავინ მიხვდა,ცა დედამიწას სიყვარულს სთხოვდა“
და მათი სახით ცამ ნანატრი სიყვარული მიიღო
ხოხო ასე იყო! არგაგეღიმოთ,სიმართლეს გეუბნები...ჩემი ვარდისფერი სათვალე ყველაფერს გრძნობდა და ხედავდა! ეს საოცრება იყო! სა ო ცრე ბა! და ამ საოცრების ნაწილი იყო ეს ორი!
აქედან დაიწყო ყველაფერი
და სიგიჟეების სეზონი გახსნილად გამოაცხადა ამ ორმა!


დაგვიანებისთვის ბოდიშით <3
გილოცავთ ყველაფერს დაგვიანებით <3
დააფიქსირეთ თქვენი აზრი <3
უდიდესი სიყვარულით თქვენი გოგონა ვარიდსფერი სათვაით <3



№1  offline წევრი vighaca

Dzalian magari vgijdebi am istoriaze

 


№2  offline წევრი ruti

vici cota egoisturad gamomdis magram satauris gamo es istora chemi rcheuliaaa :)) cota tavebi gazarde raaa ♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent