Barman (2)
გავიხედე და ვის ვხედავ.. ის ბიჭი წეღან ქერა გოგოსთან ერთად რომ იჯდა ცოტახნისწინ. ოღონდ ამჯერად მარტო იყო. მისი დანახვისას რატომღაც სხეულში გამაჟრჟოლა. მაგრამ არ შევიმჩნიე და ბარის იმ ნაწილს მივუახლოვდი სადაც ის იჯდა. -რა გნებავთ?-ვკითხე და პასუხს ველოდი. -რამე კოკტეილი მომიტანე ოღონდ ცოტა სწრაფად.- უხეშად მომმართა და ირონიულად შემომხედა. გადავწყვიტე ჩემი საუკეთესო კოკტეილი მომემზადებინა მისთვის. მგონი თავს ვაწონებდი. არა. უბრალოდ ისე ირონიულად მიყურებდა რომ უნდა მეჩვენებინა ჩემი შესაძლებლობები. სხვათაშორის კარგი ბარმენი ვარ. თავს არ ვიქებ უბრალოდ რაც არის იმას გეუბნებით. ნუ მოკლედ გავაკეთე კოკტეილი და წინ დავუdე. მგონი ჭიქის დადება ცოტა მაგრად მომივიდა რადგან დიდი ხმა აიღო. ამ ხმაზე კი იმ უცნობმა ამომხედა. მე კი ირონიული მზერით შევხედე და დავანახე რომ ისედაც სწრაფად ვაკეთებ ყველაფერს და შეხსენება არ მჭირდებოდა. -ამდენი ხანი ამას აკეთებდი?-მკითხა და ირონიული მზერა არ მოუშორებია. დაიცადეთ. რაო რა თქვა?? ამას აკეთებდიო? რამდენი ხანი 8 წუთში მოვუტანე შეკვეთა. თან სხვა კოკტეილებსაც ვამზადებდი. -ასეთი პუნქტუალობისთვის შეიძლება სამსახურიდან დაგითხოვონ იცი??-რისი თქმა უნდა ნეტავ ამით?-სხვა დროს ასე აღარ მალოდინო. -სხვა დროს არამგონია ჩემი მომზადებული კოკტეილის გასინჯვის პატივი გერგოთ-ვუთხარი თვალი ჩავუკარი და ჩემი გოგოებისკენ გავემართე. იმ უცნობმა რაღაცნაირად დამგრუზა. მგონი პირველი იყო ვისაც ასეთი პრეტენზიები ჰქონდა. თუ იცის საერთოდ რამხელა ძალისხმევა სჭირდება კოკტეილის მომზადებას. დებილი. -ელენე სად არის? -ვიკითხე როცა ნინი მარტო დავინახე ბართან. -იმ ქერა ბიჭს ეცეკვება.-მითხრა ნინიმ სიცილით და დამანახა მოცეკვავე წყვილი. სიმართლე გითხრათ ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს. -აუუ ლილე მე უნდა გავიდე . გიო მელოდება და ხო არ გეწყინება? -და ბარში არ შემოვლენ ? -არამგონია მარტო გიო არის და... კაი წავედი აბა ჰეე -მიდი გაიქეცი არ ალოდინო შენი პრინცი-ვუთხარი და დავეჯღანე. -ოხ არ მეჩქარებოდეს იმ ენას ამოგაძრობდი-მითხრა თვალი ჩამიკრა და წავიდა. დავრჩი ასე მარტო. ელენე,როგორც ჩანს არ ჩქარობდა უკან დაბრუნებას. მე კი საქმე არ მქონდა ამიტომაც გარეთ გავედი. გავედი და ვის ვხედავ ის რეგვენი ბიჭი იყო გარეთ და ეწეოდა. უკან შესვლას ვაპირებდი როცა ის ცივი ხმა გავიგე. -შენ რა დამსდევ?- მომესმა თუ დამსდევო ეგ მკითხა. ხო დავსდევ აბა რა გადავყვები თან . -დაგსდევ? ხო აბა რა დაგსდევ. მეტი საქმე არ მაქვს უბრალო კლიენტს დავსდევდე.- ვუთხარი და გამარჯვებულის მზერა მივიღე. მაგრამ ნეტავ არ მეთქვა. უცებ შემოტრიალდა და ვერც კი გავიაზრე ისე სწრაფად მოვიდა ჩემთან ძალიან ახლოს. -მე უბრალო არ ვარ-კბილებში გამოცრა და ტანში უსიამოვნოდ დამიარა ცივმა ტალღამ. როდესაც სახეზე მისი ცხელი სუნთქვა მომეფრქვა. მალე მოვედი გონს ხელი ვკარი და ბარში შევედი. ჯერ მოცეკვავე ხალხში გავერიე. დახლამდე ცოტა მაკლდა უცებ ვიღაცამ ხელი უკანალზე რომ დამარტყა. მივტრიალდი და ვიღაც მთვრალი შემრჩა ხელში. კაი ის დარტყმა დავიკიდე და გზის გაგრძელებას ვაპირებდი უკან რომ მიმატრიალა -შენთან ცეკვა შეიძლება?-ოო რა საშინელი ხმა ჰქონდა. მე რა თქმა უნდა გავუძალიანდი მაგრამ ისე მაგრად მიჭერდა ხელს რომ ძვრა ვერ ვუყავი. ამ ჭიდილში ჩაბნელებულ კუთხემდეც გამიყვანა და კოცნა დამიწყო. ასეთი საშინელება არაფერი არ არის როცა წინააღმდეგობის გაწევა არ შეგიძლია.,უცბად ვიღაცამ მომაშორა ეს საძაგელი სხეულიდან. თვალები რომ გავახილე დავინახე ჩემი უცნობი როგორ ურტყამდა მას მთელი ძალით. ჰმ. ჩემი. ნეტავ საიდან მოვიტანე? რა დროს ეს არის. მე უნებურად ტირილი დავიწყე როდესაც უცნობმა ჩემი ცრემლები დაინახა ერთი კიდევ უთავაზა იმ ნაგავს და ჩემსკენ წამოვიდა. -რამე ხო არ დაგიშავა?-ისეთი გამწარებული იყო. თითქმის მიყვირა. მე კი უფრო ვუმატე ტირილს. უცებ გულზე ამიკრა და გარეთ გამიყვანა. მე ძლივს დავწყნარდი და მადლობა გასავუხადე. -ამიერიდან ამ ბარში აღარ იმუშავებ გასაგებია?? ამ ბარში კი არა საერთოდ ბარში აღარ იმუშავებ.- ისეთი მკაცრი ხმა ჰქონდა .. -შენ ვინ ხარ რომ გადამიწყვიტო მე სად ვიმუშავებ? -მე ვინ ვარ? მე სანდრო ბაგრატიონი ვარ. ეს თუ გაინტერესებს გეტყვი-მითხრა და თვალი ჩამიკრა.-კარგი ლილე ახლა წამოდი სახლში წაგიყვან.-ლილეო? როგორც მახსოვს მე სახელი არ მითქვამს. -საიდან იცი ჩემი სახელი? -უკვე ბევრ შეკითხვას სვამ.-მითხრა უხეში ტონით.-წამოხვალ თუ უკან შებრუნებას აპირებ?- გარეთ არავინ არ ჩანდა. არც ტაქსი იყო და არც არაფერი. ბარშიც ვერ შევბრუნდებოდი. ამიტომ გავყევი. გზაში ხმას არ ვიღებდით არცერთი. უცებ მანქანა ჩემს კორპუსთან გაჩერდა. გამიკვირდა რადგან მე მისთვის მისამართი არ მითქვამს. -ჩემი მისამართი მაინც სადიან იცი? - ხო გითხარი. ბევრ შეკითხვას სვამ-მითხრა და ალმაცერად გაადმომხედა. მე კი გაბრაზებული გადავედი მანქანიდან და სახლში სირბილით ავედი. მაინტერესებს ღირს თუ არა გაგრძელება. გთხოვთ რამე მირჩიეთ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.